შონ კონერიმ 39-წლიანი ბედნიერი ქორწინების საიდუმლო გაამხილა

შონ კონერიმ 39-წლიანი ბედნიერი ქორწინების საიდუმლო გაამხილა

ჰოლივუდის ვარსკვლავი, 82 წლის შონ კონერი უკვე 39 წელია 85 წლის მიშელინ როკბრუნზეა დააქორწინებული. როგორც თავად მსახიობი ამბობს, ამ დროის განმავლობაში მისი გრძნობები მეუღლის მიმართ არათუ განელდა, არამედ გაღრმავდა.

მაღაზიებში რუტინული სიარულის დროსაც, ისინი პაემანზე მყოფი შეყვარებულებივით გამოიყურებიან. თუმცა შონისა და მიშელინის ოჯახური ცხოვრება ყოველსთვის იდილიური არ ყოფილა.

მიშელინი საშინლად ეჭვიანობდა კეტრინ ზეტა-ჯონსზე, როდესაც მას შონ კონერთან ერთად "მახეში" იღებდნენ. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა.

"ის ყველას სურს. მე ეს ვიცი და ასეთი ქალების შესანიშნავად მესმის", - ამბობს კონერის მეუღლე. თავად შონი კი აცხადებს, რომ საკუთარი ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლო მეუღლესთან მტკიცე მეგობრობაა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება