სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ სწერენ ნანუკა გოგიჩაიშვილს პროკურატურიდან და პატრულიდან
რატომ სწერენ ნანუკა გოგიჩაიშვილს პროკურატურიდან და პატრულიდან

ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, თა­ვი­სი ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბავ­შვო­ბი­დან ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა მო­დე­ლო­ბით და შემ­დეგ ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბით თა­ვა­დაც გახ­და ცნო­ბა­დი სახე. პო­პუ­ლა­რო­ბის გამო ყვე­ლა­ფერს არ გა­ა­კე­თებს, მა­გა­ლი­თად, გა­შიშ­ვლე­ბა­ზე არ და­თან­ხმდე­ბა. ძა­ლი­ან უნდა მსა­ხი­ო­ბო­ბა და კარგ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას ელის.

- ნა­ნუ­კა, ბავ­შვო­ბი­დან გინ­დო­და, ცნო­ბი­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვი?

- არას­დროს მი­ოც­ნე­ბია, მაგ­რამ თავ­ში მქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი, რომ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ჩემ­გან კარ­გი მსა­ხი­ო­ბი დად­გე­ბო­და, სა­ინ­ტე­რე­სოდ ვყვე­ბო­დი ამ­ბებს. თა­ნაც, ოჯა­ხის წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მსა­ხი­ო­ბია. მერე სხვა გზით გავ­ხდი ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე დღემ­დე ვოც­ნე­ბობ. გოგი თო­და­ძე­თან დავ­დი­ო­დი, არა­ერთ სპექ­ტაკლში მი­თა­მა­შია.

- პო­პუ­ლა­რო­ბის გემო რა ასაკ­ში იგ­რძე­ნი?

- ჩემი მშობ­ლე­ბის გამო ბავ­შვო­ბი­დან მცნობ­დნენ. ამ­ბობ­დნენ, ეს გო­გი­ჩას შვი­ლი­აო. ასე რომ, რა­ღაც სა­ხე­ლი, არა ჩე­მით მოხ­ვე­ჭი­ლი, სულ მომ­ყვე­ბო­და. 14 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც შარ­დენ­ზე ნანა შუკ­ვა­ნის ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. კრის­ტი ყიფ­ში­ძეს­თან, სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილ­სა და ნა­თია მა­ქა­ცა­რი­ას­თან ერ­თად მე და მაშო გა­გუა გა­მოვ­დი­ო­დით და მო­დე­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით. იმ პე­რი­ოდ­ში სა­დღაც მოვ­ხვდი და ჩემ­ზე თქვეს, ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მო­დი­ო­დაო. იცი, მა­შინ ეს ჩემ­თვის რა იყო? ამ ტოპ­მო­დე­ლებ­თან ერ­თად ორი პა­ტა­რა ღლა­პი გა­მო­ვე­დით. აი, ეს მო­მენ­ტი და­მა­მახ­სოვ­რდა. და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ყა­ვი და იქ აღ­ნიშ­ნეს. მა­შინ თითო-ორო­ლა ჩვე­ნე­ბა იმარ­თე­ბო­და და ყვე­ლა იგებ­და მათ შე­სა­ხებ. თავი დიდი ვინ­მე მე­გო­ნა (იცი­ნის).

- თავ­ში არას­დროს აგ­ვარ­დნია?

- არას­დროს. პა­ტა­რა­ო­ბი­სას გო­გო­ნე­ბი ხომ ოც­ნე­ბო­ბენ დე­დოფ­ლო­ბა­ზე და მე­ფეს რომ გაჰ­ყვნენ ცო­ლად. მე ასეთ რა­მე­ზე არას­დროს მი­ოც­ნე­ბია. გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, რომ ვი­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად თა­ვად გავ­ხდე­ბო­დი. ჩემი მშობ­ლე­ბი იმ­დე­ნად მი­ა­მი­ტე­ბი არი­ან, ხვალ რომ მო­მინ­დეს, მკვლე­ლი ან ნარ­კო­მა­ნი გავ­ხდე, არც მო­მინ­დე­ბა, მაგ­რამ არც გა­ვა­კე­თებ, რად­გან ჩემს მშობ­ლებს გა­ვუ­წევ ან­გა­რიშს - მათი ფაქ­ტო­რი მა­ჩე­რებს. პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რო­გო­რიც მო­მინ­დე­ბო­და, ისე­თი ვიქ­ნე­ბო­დი და ისე მო­ვიქ­ცე­ო­დი, სულ ვამ­ბობ, რომ მშობ­ლებს არ უნდა მი­ა­წე­რონ შვი­ლე­ბის საქ­ცი­ე­ლი და პი­რი­ქით. მერე აუ­ცი­ლებ­ლად ავ­ხსნი­დი ჩემს საქ­ცი­ელს, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რად­გან მამა პრე­ზი­დენ­ტია, შვი­ლიც შე­სა­ბა­მი­სად იქ­ცე­ო­დეს. მინ­და, ცალ­კე­უ­ლად გა­ნი­ხი­ლონ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი. მე თუ ცუდი ვარ, არ მინ­და, ჩემს მშობ­ლებს მი­ა­წე­რონ. არას­დროს მიყ­ვარ­და ასე­თი მიდ­გო­მა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ასე ხდე­ბა ხოლ­მე.

- რა მო­ი­ტა­ნა შენს ცხოვ­რე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბამ და­დე­ბი­თი?

- კარ­გი ის არის, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ასა­კის, სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან მაქვს შე­ხე­ბა და დიდ სიყ­ვა­რულს ვი­ღებ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ხან­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. ისე მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, მგო­ნია, ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს. ალ­ბათ, უარ­ყო­ფი­თი ისაა, რომ სა­დაც უნდა შეხ­ვი­დე, აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა შენ გი­ყუ­რებს. ჩემი მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან ხოლ­მე, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ახ­ლომ­ხედ­ვე­ლი რომ ხარ და ბევრ რა­მეს ვერ ხე­დავ, ჩვენ უნდა ვი­ა­როთ "რო­ჟე­ბით" და მო­ვი­შო­როთ ყვე­ლა შენი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი თუ მა­ყუ­რე­ბე­ლიო. მე კი დავ­დი­ვარ და ვე­რა­ფერს ვამ­ჩნევ.

- სათ­ვა­ლე არ გი­კე­თია?

- კი­თხვის დროს მი­კე­თია. ერთ დღეს გა­ვი­კე­თე და გა­ვე­დი გა­რეთ. ისეთ ხალ­ხს მი­ვე­სალ­მე, ცხოვ­რე­ბა­ში რომ არ მივ­სალ­მე­ბი­ვარ. ამ­ბობ­დნენ, ცხრა წე­ლია, ამ გო­გოს გა­მარ­ჯო­ბა არ უთ­ქვამს და ახლა რა და­ე­მარ­თაო (იცი­ნის). არა­და, შორს ვერ ვხე­დავ და რა ვქნა? სახ­ლშიც არ სჯე­რო­დათ, რომ მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და, ბო­ლოს ჩემ­მა დამ წა­მიყ­ვა­ნა ძა­ლით ექიმ­თან, უკვე ნა­თე­სა­ვებს და მა­მას რომ არ ვე­სალ­მე­ბო­დი, მიხ­ვდნენ (იცი­ნის). მაგ­რამ არც ახლა ვხმა­რობ ლინ­ზებს და სათ­ვა­ლე გა­რე­თაც არ მი­კე­თია.

- სა­კუ­თარ თავს თუ ინა­ხავ შენი შე­მო­სავ­ლე­ბით?

- სა­ზღვარ­გა­რეთ, თუკი ცნო­ბი­ლი სახე ხარ და სად­მე რეს­ტო­რან­ში ან კლუბ­ში გა­მოჩ­ნდე­ბი, ამის­თვის თან­ხას გიხ­დი­ან. აქ, ძი­რი­თა­დად, ყვე­ლა­ფე­რი ნაც­ნო­ბო­ბით გვარ­დე­ბა. ბევ­რი მთხოვს, მისი ნა­მუ­შე­ვა­რი "ინ­სტრაგ­რამ­ზე" დავ­დო, რომ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ნა­ხოს. ან, ვთქვათ, გა­იხ­სნა კაფე, მთხო­ვენ, დავ­წე­რო სტა­ტუ­სად, რომ კარ­გი გა­რე­მო და კერ­ძე­ბია. არ არის პრობ­ლე­მა, ვწერ, მაგ­რამ ამა­ში თან­ხას არა­ვინ მიხ­დის. მაქვს ხელ­ფა­სი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. მო­დე­ლო­ბით ფულს ვშო­უ­ლობ-მეთ­ქი, რომ ვთქვა, ალ­ბათ, დამ­ცი­ნე­ბენ. მი­ნი­მა­ლურ თან­ხას გიხ­დი­ან ჩვე­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ როცა მო­დე­ლი ხარ, იმ­დე­ნად გა­ხა­რებს პო­დი­უმ­ზე გას­ვლა, რომ კარგ დი­ზა­ი­ნერ­თან შე­საძ­ლოა, თან­ხის გა­რე­შეც გა­მოხ­ვი­დე. ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი, ასე თუ ისე, მყოფ­ნის, მაგ­რამ მშობ­ლე­ბიც მეხ­მა­რე­ბი­ან. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა იცი­ან, რომ ზა­ფხულ­ში მე და ჩემი და მათ ვა­ბა­რი­ვართ (იღი­მის). აუ­ცი­ლებ­ლად გვეხ­მა­რე­ბი­ან ხოლ­მე. თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებს კი ჩე­მით ვყი­დუ­ლობ.

- პო­პუ­ლა­რო­ბას აქვს ის კარ­გი მხა­რე, რომ ცნო­ბილ სა­ხე­ებს ხში­რად ჩუქ­ნი­ან სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ას, მომ­სა­ხუ­რე­ბას.

- რა თქმა უნდა. ბევ­რჯერ უჩუ­ქე­ბი­ათ ერ­თწ­ლი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტე­ბი სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზებ­ში, რომ უბ­რა­ლოდ, იქ მევ­ლო და მე­ვარ­ჯი­შა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც არას­დროს გა­მო­მი­ყე­ნე­ბია. აუ­ზის აბო­ნე­მენ­ტებ­საც მჩუქ­ნი­ან და მათ ხში­რად ვი­ყე­ნებ. ასე რომ, პო­პუ­ლა­რო­ბას აქვს პლუ­სე­ბი, ბევრ სა­ჩუ­ქარს ვი­ღებ და დიდი მად­ლო­ბა მათ. თუკი ეს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის­გან არ არის, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ღებ.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რატომ სწერენ ნანუკა გოგიჩაიშვილს პროკურატურიდან და პატრულიდან

რატომ სწერენ ნანუკა გოგიჩაიშვილს პროკურატურიდან და პატრულიდან

ნანუკა გოგიჩაიშვილი, თავისი ოჯახიდან გამომდინარე, ბავშვობიდან ცნობილია, თუმცა მოდელობით და შემდეგ ტელეწამყვანობით თავადაც გახდა ცნობადი სახე. პოპულარობის გამო ყველაფერს არ გააკეთებს, მაგალითად, გაშიშვლებაზე არ დათანხმდება. ძალიან უნდა მსახიობობა და კარგ შემოთავაზებას ელის.

- ნანუკა, ბავშვობიდან გინდოდა, ცნობილი ყოფილიყავი?

- არასდროს მიოცნებია, მაგრამ თავში მქონდა ჩადებული, რომ ცნობილი მსახიობი უნდა გამოვსულიყავი. ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა, საინტერესოდ ვყვებოდი ამბებს. თანაც, ოჯახის წევრების უმრავლესობა მსახიობია. მერე სხვა გზით გავხდი ცნობილი, მაგრამ მსახიობობაზე დღემდე ვოცნებობ. გოგი თოდაძეთან დავდიოდი, არაერთ სპექტაკლში მითამაშია.

- პოპულარობის გემო რა ასაკში იგრძენი?

- ჩემი მშობლების გამო ბავშვობიდან მცნობდნენ. ამბობდნენ, ეს გოგიჩას შვილიაო. ასე რომ, რაღაც სახელი, არა ჩემით მოხვეჭილი, სულ მომყვებოდა. 14 წლის ვიყავი, როდესაც შარდენზე ნანა შუკვანის ჩვენება გაიმართა. კრისტი ყიფშიძესთან, სალომე ღვინიაშვილსა და ნათია მაქაცარიასთან ერთად მე და მაშო გაგუა გამოვდიოდით და მოდელებს შორის ყველაზე პატარები ვიყავით. იმ პერიოდში სადღაც მოვხვდი და ჩემზე თქვეს, ჩვენებაზე გამოდიოდაო. იცი, მაშინ ეს ჩემთვის რა იყო? ამ ტოპმოდელებთან ერთად ორი პატარა ღლაპი გამოვედით. აი, ეს მომენტი დამამახსოვრდა. დაბადების დღეზე ვიყავი და იქ აღნიშნეს. მაშინ თითო-ოროლა ჩვენება იმართებოდა და ყველა იგებდა მათ შესახებ. თავი დიდი ვინმე მეგონა (იცინის).

- თავში არასდროს აგვარდნია?

- არასდროს. პატარაობისას გოგონები ხომ ოცნებობენ დედოფლობაზე და მეფეს რომ გაჰყვნენ ცოლად. მე ასეთ რამეზე არასდროს მიოცნებია. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ვიღაც აუცილებლად თავად გავხდებოდი. ჩემი მშობლები იმდენად მიამიტები არიან, ხვალ რომ მომინდეს, მკვლელი ან ნარკომანი გავხდე, არც მომინდება, მაგრამ არც გავაკეთებ, რადგან ჩემს მშობლებს გავუწევ ანგარიშს - მათი ფაქტორი მაჩერებს. პრეზიდენტის შვილი რომ ვყოფილიყავი, როგორიც მომინდებოდა, ისეთი ვიქნებოდი და ისე მოვიქცეოდი, სულ ვამბობ, რომ მშობლებს არ უნდა მიაწერონ შვილების საქციელი და პირიქით. მერე აუცილებლად ავხსნიდი ჩემს საქციელს, არ არის აუცილებელი, რადგან მამა პრეზიდენტია, შვილიც შესაბამისად იქცეოდეს. მინდა, ცალკეულად განიხილონ ყველა ადამიანი. მე თუ ცუდი ვარ, არ მინდა, ჩემს მშობლებს მიაწერონ. არასდროს მიყვარდა ასეთი მიდგომა, მაგრამ ძირითადად ასე ხდება ხოლმე.

- რა მოიტანა შენს ცხოვრებაში პოპულარობამ დადებითი?

- კარგი ის არის, რომ დღის განმავლობაში ყველანაირი ასაკის, სოციალური ფენის წარმომადგენელთან მაქვს შეხება და დიდ სიყვარულს ვიღებ, განსაკუთრებით, ხანში შესული ადამიანებისგან. ისე მელაპარაკებიან, მგონია, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ალბათ, უარყოფითი ისაა, რომ სადაც უნდა შეხვიდე, აუცილებლად ყველა შენ გიყურებს. ჩემი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, რა ბედნიერებაა, ახლომხედველი რომ ხარ და ბევრ რამეს ვერ ხედავ, ჩვენ უნდა ვიაროთ ''როჟებით'' და მოვიშოროთ ყველა შენი თაყვანისმცემელი თუ მაყურებელიო. მე კი დავდივარ და ვერაფერს ვამჩნევ.

- სათვალე არ გიკეთია?

- კითხვის დროს მიკეთია. ერთ დღეს გავიკეთე და გავედი გარეთ. ისეთ ხალხს მივესალმე, ცხოვრებაში რომ არ მივსალმებივარ. ამბობდნენ, ცხრა წელია, ამ გოგოს გამარჯობა არ უთქვამს და ახლა რა დაემართაო (იცინის). არადა, შორს ვერ ვხედავ და რა ვქნა? სახლშიც არ სჯეროდათ, რომ მხედველობის პრობლემები მქონდა, ბოლოს ჩემმა დამ წამიყვანა ძალით ექიმთან, უკვე ნათესავებს და მამას რომ არ ვესალმებოდი, მიხვდნენ (იცინის). მაგრამ არც ახლა ვხმარობ ლინზებს და სათვალე გარეთაც არ მიკეთია.

- საკუთარ თავს თუ ინახავ შენი შემოსავლებით?

- საზღვარგარეთ, თუკი ცნობილი სახე ხარ და სადმე რესტორანში ან კლუბში გამოჩნდები, ამისთვის თანხას გიხდიან. აქ, ძირითადად, ყველაფერი ნაცნობობით გვარდება. ბევრი მთხოვს, მისი ნამუშევარი ''ინსტრაგრამზე'' დავდო, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს. ან, ვთქვათ, გაიხსნა კაფე, მთხოვენ, დავწერო სტატუსად, რომ კარგი გარემო და კერძებია. არ არის პრობლემა, ვწერ, მაგრამ ამაში თანხას არავინ მიხდის. მაქვს ხელფასი ტელევიზიაში. მოდელობით ფულს ვშოულობ-მეთქი, რომ ვთქვა, ალბათ, დამცინებენ. მინიმალურ თანხას გიხდიან ჩვენებაზე, მაგრამ როცა მოდელი ხარ, იმდენად გახარებს პოდიუმზე გასვლა, რომ კარგ დიზაინერთან შესაძლოა, თანხის გარეშეც გამოხვიდე. ჩემი შემოსავალი, ასე თუ ისე, მყოფნის, მაგრამ მშობლებიც მეხმარებიან. ჩემმა მშობლებმა იციან, რომ ზაფხულში მე და ჩემი და მათ ვაბარივართ (იღიმის). აუცილებლად გვეხმარებიან ხოლმე. თავის მოვლის საშუალებებს კი ჩემით ვყიდულობ.

- პოპულარობას აქვს ის კარგი მხარე, რომ ცნობილ სახეებს ხშირად ჩუქნიან სხვადასხვა პროდუქციას, მომსახურებას.

- რა თქმა უნდა. ბევრჯერ უჩუქებიათ ერთწლიანი აბონემენტები სავარჯიშო დარბაზებში, რომ უბრალოდ, იქ მევლო და მევარჯიშა, მაგრამ რატომღაც არასდროს გამომიყენებია. აუზის აბონემენტებსაც მჩუქნიან და მათ ხშირად ვიყენებ. ასე რომ, პოპულარობას აქვს პლუსები, ბევრ საჩუქარს ვიღებ და დიდი მადლობა მათ. თუკი ეს თაყვანისმცემლისგან არ არის, სიამოვნებით ვიღებ.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება