ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი საქმიანი ვიზიტით ეგვიპტეში გაემგზავრა, თუმცა იქ გადაწყვიტა, რომ დასვენება მოეწყო რეპერ ჯიგანის კომპანიაში. ინსტაგრამზე გამოჩნდა ფოტო, რომელზეც სობჩაკი რეპერის გვერდით არის აღბეჭდილი.
შარმ ელ შეიხში უნდა გამართულიყო წვეულება, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ ვერა ბრეჟნევა, დიჯეი სმეში და თავად სობჩაკი. რამდენიმე დღით ადრე მიღებული ტრავმის გამო ბრეჟნევამ წვეულებაზე მისვლა ვერ შეძლო და მის მაგივრად რეპერი ჯიგანი მიიწვიეს.
”ვერა ბრეჟნევა სცენიდან ჩამოვარდა, რაღაც მოიტეხა და ჩვენთან ერთად ვერ მოფრინავს. ის ჩაანაცვლა ჯიგანმა!” - წერდა ქსენია.
პირველივე საღამოს ქსენია და ჯიგანი აბანოში წავიდნენ. სობჩაკს როგორც ჩანს, არ აწუხებს ის ფაქტი, რომ ჯიგანი დაოჯახებულია და ქალიშვილიც ყავს. არც იმას მიაქცია ყურადღება, რომ თავადაც გათხოვილია. ასეა თუ ისე, ორივე აღმოჩნდნენ კამერის ობიექტივში, მხოლოდ პირსახოცის ამარა. შეიძლება ამ ფოტოს შესახებ არც არავის გაეგო რამე, თავად სობჩაკს რომ არ გამოექვეყნებინა თავის ინსტაგრამის გვერდზე.
”რადგან გუშინ ბრეჟნევა ვერ ჩამოვიდა, აბანოში რეპერ ჯიგანთან ერთად მომიწია წასვლა. ქმარი მაპატიებს!” - მიაწერა ფოტოს სობჩაკმა.
უცნობია, როგორი რეაქცია ჰქონდა პროვოკაციულ ფოტოზე მაქსიმ ვიტორგანს, მაგრამ ქსენიამ მალევე წაშალა ფოტო ინსტაგრამიდან. შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი პირველ თებერვალს გათხოვდა. მისი რჩეული მსახიობი მაქსიმ ვიტორგანია.
მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.