სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მაკო კვიტაიშვილის ძაღლს საკურორტო რომანები აქვს
მაკო კვიტაიშვილის ძაღლს საკურორტო რომანები აქვს

დაყ­რუვ­და, მხედ­ვე­ლო­ბაც და­უქ­ვე­ით­და, კბი­ლე­ბიც სცვი­ვა, ინ­სულ­ტიც გა­და­ი­ტა­ნა, მაგ­რამ მის გა­რე­შე მაკო კვი­ტა­იშ­ვილს ცხოვ­რე­ბა მა­ინც ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია. ჩარ­ლი 13 წე­ლია მის ოჯახ­ში ცხოვ­რობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­კოს დე­დას, ტე­ლე­წამ­ყვან ეკა მიშ­ვე­ლა­ძეს, ძაღ­ლე­ბი დი­დად არ უყ­ვარს, თა­ვის შვილს, ანას და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­უყ­ვა­ნა სა­ჩუქ­რად და მას მერე პუ­დე­ლი მათი ოჯა­ხის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რია.

- მაკო, სა­ნამ უშუ­ა­ლოდ ჩარ­ლი­ზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, გვი­თხა­რი, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის მი­მართ...

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი, ხან­და­ხან მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნებ­ზე მე­ტა­დაც. მარ­ტო კა­ტე­ბი არ მიყ­ვარს, სახ­ლში ვე­რას­დროს ვი­ყო­ლი­ებ. გვყო­ლია თუ­თი­ყუ­ში და ზა­ზუ­ნე­ბი. ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით მე და ჩემი და, დე­და­ჩემ­მა ზა­ზუ­ნე­ბი რომ მო­იყ­ვა­ნა სახ­ლში, არც ვიცი, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა, მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი არ უყ­ვარს. ჩემი და თეთ­რია, მე - შავი. ზუს­ტად ასე­თე­ბი იყ­ვნენ ზა­ზუ­ნე­ბიც, თეთ­რი და შავი. ჩიპი და დე­ი­ლი და­ვარ­ქვით. ჩემ­სა­ვით შავი რო­მე­ლიც იყო, სულ იკარ­გე­ბო­და, ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო. სა­ბო­ლო­ოდ გა­იქ­ცა კი­დეც ეს ჩემი დე­ი­ლი. მას მერე ჩემი დის ჩიპი ძა­ლი­ან მო­წყე­ნი­ლი და­დი­ო­და. დე­დამ თქვა, მე­ო­რეს ვე­ღარ მო­ვიყ­ვან, ამა­თი ატა­ნა აღარ შე­მიძ­ლი­აო და მე­ო­რეც გა­ვუშ­ვით. მერე თუ­თი­ყუ­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ამე­რი­კი­დან. მო­ლა­პა­რა­კე თუ­თი­ყუ­ში იყო, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, დიდი და ფე­რა­დი. ჯიჯი და­ვარ­ქვით და მარ­ტო თა­ვის სა­ხელს ამ­ბობ­და. გვე­ზა­რე­ბო­და რამე გვეს­წავ­ლე­ბი­ნა.

- ახლა სა­დაა?

- გარ­და­იც­ვა­ლა. მე სულ მკბენ­და. ხელს რომ შევ­ყოფ­დი გა­ლი­ა­ში, საჭ­მლის და­საყ­რე­ლად, მი­ნის­კარ­ტებ­და. ერთხე­ლაც შევ­ყა­ვი გა­ლი­ა­ში ხელი და თავი და­მა­დო. 11-12 წლის ვიქ­ნე­ბო­დი მა­შინ. ჯი­ჯიო, თქვა, თა­ვის საჭ­მელ­ში ჩარ­გო თავი და მოკ­ვდა. ის­ტე­რი­კა და­მე­მარ­თა, მოკ­ვდა, მოკ­ვდა-მეთ­ქი, ვყვი­რო­დი. მე­ზო­ბელ­თა­ნაც კი ავე­დი და ვე­უბ­ნე­ბო­დი, მოკ­ვდა-მეთ­ქი. გა­გიჟ­და ქალი, სა­ნამ გა­ი­გებ­და, ვინ მოკ­ვდა. დო­ლი­ძე­ზე ფრინ­ვე­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო სა­საფ­ლაო გვაქვს. რამ­დე­ნი ფრინ­ვე­ლიც მოგ­ვიკ­ვდა, ყვე­ლა იქ და­ვა­საფ­ლა­ვეთ. ჯი­ჯიც იქ წა­იყ­ვა­ნეს. მე ცე­რე­მო­ნი­ას არ დავ­სწრე­ბი­ვარ... ბავ­შვო­ბა­ში წერა მიყ­ვარ­და. მო­თხრო­ბებს ვწერ­დი. ჯი­ჯი­ზეც დავ­წე­რე წე­რი­ლი, სა­დღაც შე­ნა­ხუ­ლიც მაქვს, ვწერ­დი, რო­გორ მე­ნატ­რე­ბო­და, რა უბე­დუ­რი ვი­ყა­ვი (იცი­ნის).

- ძაღ­ლი რო­დის მო­იყ­ვა­ნეთ?

- სა­ნამ ჩარ­ლის გვა­ჩუ­ქებ­დნენ, ბულ­ტე­რი­ე­რი მოგ­ვიყ­ვა­ნეს. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი მა­შინ, მხო­ლოდ ის მახ­სოვს, რომ ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და მისი. დიდი პირი ჰქონ­და, მგო­ნი, მა­მა­ჩემ­მა მო­იყ­ვა­ნა. მერე ძაღ­ლე­ბის სკო­ლა­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ და ბი­ძა­ჩე­მის ძმა­კაცს გა­და­ვა­ბა­რეთ. სახ­ლში აღარ დაგ­ვიბ­რუ­ნე­ბია. მე უფრო საყ­ვა­რე­ლი ძაღ­ლე­ბი მიყ­ვარს, რო­გო­რიც ჩემი ჩარ­ლია. დე­და­ჩემს ალერ­გია აქვს ძაღ­ლებ­ზე, მის ბეწ­ვზე. ზო­გა­დად არ უყ­ვარს ძაღ­ლე­ბი, მაგ­რამ იცო­და, რომ მე და ანას ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ძაღ­ლე­ბი და ანას და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­უყ­ვა­ნა ჩარ­ლი. კარ­ზე ზარი გა­ის­მა, გა­ვა­ღეთ კარი და მუ­ყა­ოს სა­სა­ჩუქ­რე ყუთი დაგ­ვხვდა შე­ფუ­თუ­ლი. შე­მო­ვი­ტა­ნეთ, გავ­ხსე­ნით და პა­ტა­რა ჩარ­ლი იჯდა შიგ. ის­ტე­რი­კა დაგ­ვე­მარ­თა, ისე გაგ-ვი­ხარ­და. პუ­დელს ბეწ­ვი არ სცვი­ვა და არც ძაღ­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მძაფ­რი სუნი აქვს. 2 თვის იყო, რომ მო­ვიყ­ვა­ნეთ და ახლა 13 წლის არის. ეს ჯიში 14-15 წელი ცო­ცხლობს, მაგ­რამ ჩარ­ლი ისეთ ჯან­ზეა, უფრო მეტს იცო­ცხლებს.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი თუ ჰყავ­და თქვენს ჩარ­ლის?

- კი, საყ­ვარ­ლე­ბი ჰყავ­და ხოლ­მე (იცი­ნის). ჩემს დას სა­თა­მა­შო მო­უ­ტა­ნეს, უზარ­მა­ზა­რი დათ­ვი. ისე შე­უყ­ვარ­და ჩარ­ლის, რომ ვე­ხე­ბო­დით, გვიღ­რენ­და. ზა­ფხუ­ლო­ბით სო­ფელ­ში დაგ­ვყავს ხოლ­მე, იმე­რეთ­ში. იქ სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბი აქვს. ჩარ­ლი რომ ჩა­დის ხოლ­მე სო­ფელ­ში, უბ­ნის მდედ­რო­ბი­თი სქე­სის ძაღ­ლე­ბი აკი­თხა­ვენ. ქა­ლა­ქელ მა­ჩოს უბ­ნის გო­გო­ე­ბი ეპ­რან­ჭე­ბი­ან (იცი­ნის).

- მაკო, შენ თუ უვლი ძაღლს, რა გე­ვა­ლე­ბა?

- ანა არის ჩარ­ლის დედა, მე - დე­ი­და. ერ­თად გავ­ზარ­დეთ მე და ანამ ჩარ­ლი. ახლა ცოტა გვე­ზა­რე­ბა ხოლ­მე გა­სე­ირ­ნე­ბა, მაგ­რამ უკვე უბ­ნის ბავ­შვე­ბი აკი­თხა­ვენ და გვთხო­ვენ, გა­ვა­სე­ირ­ნებ­თო და ვა­ტანთ. ჩარ­ლი მარ­ტოც ჩა­დის, წას­ვლის წინ ვა­რი­გებ, რომ მალე ამო­ვი­დეს. ჩა­დის, მო­ი­საქ­მებს, ამო­დის და კარ­თან ყეფს.

- ეზო­ში უშე­ნოდ არა­ფერს აშა­ვებს?

- ახლა არა, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში უფრო აშა­ვებ­და. დიდ გულ­ზე იყო და დიდ ძაღ­ლებს უყეფ­და. მერე ხელ­ში ამ­ყავ­და, ეს დიდი ძაღ­ლე­ბი გვი­ყეფ­დნენ და მე ის­ტე­რი­კუ­ლად ვყვი­რო­დი, მიშ­ვე­ლეთ-მეთ­ქი (იცი­ნის). ახლა და­ბერ­და, კბი­ლე­ბი სცვი­ვა, მხედ­ვე­ლო­ბაც და­აკ­ლდა, ნორ­მა­ლუ­რა­დაც აღარ ეს­მის. მაგ­რამ სი­ბე­რეს­თან ერ­თად გა­ბავ­შვდა, გა­ცელ­ქდა, თა­მა­ში და­ი­წყო, არ ეგუ­ე­ბა სი­ბე­რეს, არ იმ­ჩნევს, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა უნდა ისევ. კბი­ლებ­საც კი იხე­ხავს, ანა უხე­ხავს, ბანს და სა­ლონ­შიც დაჰ­ყავს. იცით, რა სუფ­თაა, ეზო­დან რომ ამო­დის, კარ­თან დგე­ბა, გამ­წმინ­დე­თო. თუ არ გაწ­მინ­დე, სახ­ლში არ შე­მო­დის. ადრე ჩუს­ტე­ბიც მიჰ­ქონ­და, ვინ­მე რომ მო­დი­ო­და სახ­ლში... მარ­ტო ყოფ­ნა არ უყ­ვარს. ერთხელ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ლო­გინ­ზე და­აფ­სა. მე და ანა თუ ვჩხუ­ბობთ ან ვე­ფე­რე­ბით ერ­თმა­ნეთს, მე ცოტა უხე­ში მო­ფე­რე­ბა ვიცი, ანას მხა­რეს იჭერს. ამის გამო სამ­ჯერ მი­კ­ბი­ნა, ანა და­იც­ვა ჩემ­გან. პა­ტა­რა ია­რე­ბიც მაქვს.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მაკო კვიტაიშვილის ძაღლს საკურორტო რომანები აქვს

მაკო კვიტაიშვილის ძაღლს საკურორტო რომანები აქვს

დაყრუვდა, მხედველობაც დაუქვეითდა, კბილებიც სცვივა, ინსულტიც გადაიტანა, მაგრამ მის გარეშე მაკო კვიტაიშვილს ცხოვრება მაინც ვერ წარმოუდგენია. ჩარლი 13 წელია მის ოჯახში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მაკოს დედას, ტელეწამყვან ეკა მიშველაძეს, ძაღლები დიდად არ უყვარს, თავის შვილს, ანას დაბადების დღეზე მოუყვანა საჩუქრად და მას მერე პუდელი მათი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.

- მაკო, სანამ უშუალოდ ჩარლიზე ვისაუბრებდეთ, გვითხარი, რა დამოკიდებულება გაქვს შინაური ცხოველებისა და ფრინველების მიმართ...

- ძალიან მიყვარს ცხოველები, ხანდახან მგონია, რომ ადამიანებზე მეტადაც. მარტო კატები არ მიყვარს, სახლში ვერასდროს ვიყოლიებ. გვყოლია თუთიყუში და ზაზუნები. ძალიან პატარები ვიყავით მე და ჩემი და, დედაჩემმა ზაზუნები რომ მოიყვანა სახლში, არც ვიცი, რატომ გადაწყვიტა, მსგავსი რაღაცები არ უყვარს. ჩემი და თეთრია, მე - შავი. ზუსტად ასეთები იყვნენ ზაზუნებიც, თეთრი და შავი. ჩიპი და დეილი დავარქვით. ჩემსავით შავი რომელიც იყო, სულ იკარგებოდა, ძალიან ცელქი იყო. საბოლოოდ გაიქცა კიდეც ეს ჩემი დეილი. მას მერე ჩემი დის ჩიპი ძალიან მოწყენილი დადიოდა. დედამ თქვა, მეორეს ვეღარ მოვიყვან, ამათი ატანა აღარ შემიძლიაო და მეორეც გავუშვით. მერე თუთიყუში ჩამოვიყვანეთ ამერიკიდან. მოლაპარაკე თუთიყუში იყო, ძალიან ლამაზი, დიდი და ფერადი. ჯიჯი დავარქვით და მარტო თავის სახელს ამბობდა. გვეზარებოდა რამე გვესწავლებინა.

- ახლა სადაა?

- გარდაიცვალა. მე სულ მკბენდა. ხელს რომ შევყოფდი გალიაში, საჭმლის დასაყრელად, მინისკარტებდა. ერთხელაც შევყავი გალიაში ხელი და თავი დამადო. 11-12 წლის ვიქნებოდი მაშინ. ჯიჯიო, თქვა, თავის საჭმელში ჩარგო თავი და მოკვდა. ისტერიკა დამემართა, მოკვდა, მოკვდა-მეთქი, ვყვიროდი. მეზობელთანაც კი ავედი და ვეუბნებოდი, მოკვდა-მეთქი. გაგიჟდა ქალი, სანამ გაიგებდა, ვინ მოკვდა. დოლიძეზე ფრინველების საგვარეულო სასაფლაო გვაქვს. რამდენი ფრინველიც მოგვიკვდა, ყველა იქ დავასაფლავეთ. ჯიჯიც იქ წაიყვანეს. მე ცერემონიას არ დავსწრებივარ... ბავშვობაში წერა მიყვარდა. მოთხრობებს ვწერდი. ჯიჯიზეც დავწერე წერილი, სადღაც შენახულიც მაქვს, ვწერდი, როგორ მენატრებოდა, რა უბედური ვიყავი (იცინის).

- ძაღლი როდის მოიყვანეთ?

- სანამ ჩარლის გვაჩუქებდნენ, ბულტერიერი მოგვიყვანეს. პატარა ვიყავი მაშინ, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ძალიან მეშინოდა მისი. დიდი პირი ჰქონდა, მგონი, მამაჩემმა მოიყვანა. მერე ძაღლების სკოლაში გავაგზავნეთ და ბიძაჩემის ძმაკაცს გადავაბარეთ. სახლში აღარ დაგვიბრუნებია. მე უფრო საყვარელი ძაღლები მიყვარს, როგორიც ჩემი ჩარლია. დედაჩემს ალერგია აქვს ძაღლებზე, მის ბეწვზე. ზოგადად არ უყვარს ძაღლები, მაგრამ იცოდა, რომ მე და ანას ძალიან გვიყვარს ძაღლები და ანას დაბადების დღეზე მოუყვანა ჩარლი. კარზე ზარი გაისმა, გავაღეთ კარი და მუყაოს სასაჩუქრე ყუთი დაგვხვდა შეფუთული. შემოვიტანეთ, გავხსენით და პატარა ჩარლი იჯდა შიგ. ისტერიკა დაგვემართა, ისე გაგ-ვიხარდა. პუდელს ბეწვი არ სცვივა და არც ძაღლებისთვის დამახასიათებელი მძაფრი სუნი აქვს. 2 თვის იყო, რომ მოვიყვანეთ და ახლა 13 წლის არის. ეს ჯიში 14-15 წელი ცოცხლობს, მაგრამ ჩარლი ისეთ ჯანზეა, უფრო მეტს იცოცხლებს.

- შეყვარებულები თუ ჰყავდა თქვენს ჩარლის?

- კი, საყვარლები ჰყავდა ხოლმე (იცინის). ჩემს დას სათამაშო მოუტანეს, უზარმაზარი დათვი. ისე შეუყვარდა ჩარლის, რომ ვეხებოდით, გვიღრენდა. ზაფხულობით სოფელში დაგვყავს ხოლმე, იმერეთში. იქ საკურორტო რომანები აქვს. ჩარლი რომ ჩადის ხოლმე სოფელში, უბნის მდედრობითი სქესის ძაღლები აკითხავენ. ქალაქელ მაჩოს უბნის გოგოები ეპრანჭებიან (იცინის).

- მაკო, შენ თუ უვლი ძაღლს, რა გევალება?

- ანა არის ჩარლის დედა, მე - დეიდა. ერთად გავზარდეთ მე და ანამ ჩარლი. ახლა ცოტა გვეზარება ხოლმე გასეირნება, მაგრამ უკვე უბნის ბავშვები აკითხავენ და გვთხოვენ, გავასეირნებთო და ვატანთ. ჩარლი მარტოც ჩადის, წასვლის წინ ვარიგებ, რომ მალე ამოვიდეს. ჩადის, მოისაქმებს, ამოდის და კართან ყეფს.

- ეზოში უშენოდ არაფერს აშავებს?

- ახლა არა, ახალგაზრდობაში უფრო აშავებდა. დიდ გულზე იყო და დიდ ძაღლებს უყეფდა. მერე ხელში ამყავდა, ეს დიდი ძაღლები გვიყეფდნენ და მე ისტერიკულად ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი (იცინის). ახლა დაბერდა, კბილები სცვივა, მხედველობაც დააკლდა, ნორმალურადაც აღარ ესმის. მაგრამ სიბერესთან ერთად გაბავშვდა, გაცელქდა, თამაში დაიწყო, არ ეგუება სიბერეს, არ იმჩნევს, თინეიჯერობა უნდა ისევ. კბილებსაც კი იხეხავს, ანა უხეხავს, ბანს და სალონშიც დაჰყავს. იცით, რა სუფთაა, ეზოდან რომ ამოდის, კართან დგება, გამწმინდეთო. თუ არ გაწმინდე, სახლში არ შემოდის. ადრე ჩუსტებიც მიჰქონდა, ვინმე რომ მოდიოდა სახლში... მარტო ყოფნა არ უყვარს. ერთხელ პროტესტის ნიშნად ლოგინზე დააფსა. მე და ანა თუ ვჩხუბობთ ან ვეფერებით ერთმანეთს, მე ცოტა უხეში მოფერება ვიცი, ანას მხარეს იჭერს. ამის გამო სამჯერ მიკბინა, ანა დაიცვა ჩემგან. პატარა იარებიც მაქვს.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება