მეცნიერების ცნობით, დღეს, 27 აგვისტოს, 00:30 საათზე პლანეტა მარსს დედამიწასთან ყველაზე ახლოს უნდა ჩევლო. როგორც სხვადსხვა უცხოური საიტები იუწყებოდნენ, ყველაზე ახლო მანძილი დედამიწასა და მარსს შორის დაახლოებით 34,65 მილიონი მილი იქნებოდა და მარსის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნებოდა შესაძლებელი.
მეცნიერების ცნობით, მსგავსი მოვლენა 2287 წლის შემდეგ განმეორდება.
ამ მოვლენას სრულიად მსოფლიო ელოდა და აკვირდებოდა. რამდენიმე წუთის წინ ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის წერილი გამოაქვეყნა.
"თუ თქვენ დიდ ხანს უყურებდით ცას, რომ მთვარისხელა მარსი დაგენახათ, წინასწარ ვიცი, რომ ვერ დაინახავდით, რადგან ეს არის ე. წ. „მარსის მისტიფიკაცია“ (ეს რას ნიშნავს, ინტერნეტში იოლად იპოვით). ეს კარგიც კია, რადგან შემდეგში იოლად აღარ დაიჯერებთ ასეთ ჭორებს, ვინც არ უნდა ლაპარაკობდეს მას.
ასევე ნუ დაელოდებით ფულს, თუ მხოლოდ და მხოლოდ "ამ თვეში ორი პარასკევი, შაბათი და კვირაა და გაიზიარეთ"-ის იმედზე ხართ.
მშვიდობიან ღამეს და სიხარულით სავსე დილას გისურვებთ!" - წერს ასტროლოგი რამაზ გიგაური.