სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვადაგასული პოლიტიკოსები ნუ ეცდებით ჩემს ხარჯზე ქულების წერას" - სტეფანე მღებრიშვილი მწვავე პოსტი (+ვიდეო)
"ვადაგასული პოლიტიკოსები ნუ ეცდებით ჩემს ხარჯზე ქულების წერას" - სტეფანე მღებრიშვილი მწვავე პოსტი (+ვიდეო)

20 აგ­ვის­ტოს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ეთერ­ში, ვახო სა­ნა­ი­ას გა­და­ცე­მა­ში "კა­ზან­ტი­პთან" და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ცხა­რე დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა. გა­და­ცე­მა­ში მიწ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ მამა ალექ­სან­დრე გალ­და­ვა, ჯგუფ "ში­ნის" სო­ლის­ტი ზაზა მი­მი­ნოშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი ზაზა მა­მა­ლა­ძე, მომ­ღე­რა­ლი სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია კო­ბე­რი­ძე. ეთერ­ში სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილ­მა და მამა ალექ­სან­დრემ იკა­მა­თეს. გა­და­ცე­მის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­აკ­რი­ტი­კა. რო­გორც თა­ვად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ში­ნა­არ­სის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნი­ან.

"ბევ­რი ვი­ფიქ­რე და­მე­იგ­ნო­რე­ბი­ნა გი­ჟე­ბის არ­მია, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღე მე­მუქ­რე­ბი­ან და ათას სი­ბინ­ძუ­რეს მწე­რენ, თუ მე­პა­სუ­ხა. ბევ­რი აზრი მომ­დის თავ­ში და სა­ი­დან და­ვი­წყო არ ვიცი. ამ სი­ბინ­ძუ­რე­ში, რო­მე­ლიც ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ატე­ხეს, ჩარ­თვას არ ვა­პი­რებ. ერთს ვი­ტყვი, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლა ყვე­ლა­ნა­ი­რი ეტი­კე­ტის დაც­ვით, არ ნიშ­ნავს ეკ­ლე­სი­ის და პატ­რი­არ­ქის წი­ნა­აღ­მდეგ აზ­რის გა­მო­ხატ­ვას. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ისე­ვე რო­გოც ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და მათ­თან დი­ა­ლო­გი ან თუნ­დაც კა­მა­თი, სავ­სე­ბით ნორ­მა­ლუ­რია.

მე არც არ­ვი­ზე ცუდი არა­ფე­რი არ მით­ქვამს და გა­დახ­ლე­ჩი­ლი კრა­კა­დილ­ში­კე­ბი თუ ვა­და­გა­სუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ნუ ეც­დე­ბით ჩემს ხარ­ჯზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქუ­ლე­ბის წე­რას. მით უმე­ტეს თუ ეს ცი­ლის­წა­მე­ბაა.

ის მო­საზ­რე­ბა, რომ პატ­რი­არ­ქს შე­ვე­ხე, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა. გთხოვთ, თუ რე­ლი­გი­ით სპე­კუ­ლი­რებთ, ნუ შე­იყ­ვანთ ხალ­ხს შეც­დო­მა­ში. ეს უფრო დიდი ცოდ­ვაა....

ვი­ღა­ცე­ე­ბი ისეთ რა­ღა­ცე­ებს მწე­რენ, ან უნდა მოკ­ლა, ან და­ა­იგ­ნო­რო... ვერ გა­ვი­გე ჯერ რო­მე­ლი უნდა ქნა...

რე­ლი­გი­ურ ადა­მი­ა­ნებს სი­ძულ­ვი­ლის უფ­ლე­ბა არ გაქვთ. ყვე­ლას უნდა პა­ტი­ებ­დეთ. ყვე­ლა უნდა გიყ­ვარ­დეთ!", - წერს სტე­ფა­ნე.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ვადაგასული პოლიტიკოსები ნუ ეცდებით ჩემს ხარჯზე ქულების წერას" - სტეფანე მღებრიშვილი მწვავე პოსტი (+ვიდეო)

"ვადაგასული პოლიტიკოსები ნუ ეცდებით ჩემს ხარჯზე ქულების წერას" - სტეფანე მღებრიშვილი მწვავე პოსტი (+ვიდეო)

20 აგვისტოს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში "კაზანტიპთან" დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ცხარე დისკუსია გაიმართა. გადაცემაში მიწვეულნი იყვნენ მამა ალექსანდრე გალდავა, ჯგუფ "შინის" სოლისტი ზაზა მიმინოშვილი, მომღერალი ზაზა მამალაძე, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი და ჟურნალისტი ნათია კობერიძე. ეთერში სტეფანე მღებრიშვილმა და მამა ალექსანდრემ იკამათეს. გადაცემის შემდეგ მომღერალი საზოგადოებამ გააკრიტიკა. როგორც თავად სოციალურ ქსელში წერს, უცნობი ადამიანები შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიან.

"ბევრი ვიფიქრე დამეიგნორებინა გიჟების არმია, რომლებიც ყოველდღე მემუქრებიან და ათას სიბინძურეს მწერენ, თუ მეპასუხა. ბევრი აზრი მომდის თავში და საიდან დავიწყო არ ვიცი. ამ სიბინძურეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ატეხეს, ჩართვას არ ვაპირებ. ერთს ვიტყვი, რომ სასულიერო პირთან პოლემიკაში შესვლა ყველანაირი ეტიკეტის დაცვით, არ ნიშნავს ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ აზრის გამოხატვას. სასულიერო პირები, ისევე როგოც ჩვენ ადამიანები არიან და მათთან დიალოგი ან თუნდაც კამათი, სავსებით ნორმალურია.

მე არც არვიზე ცუდი არაფერი არ მითქვამს და გადახლეჩილი კრაკადილშიკები თუ ვადაგასული პოლიტიკოსები ნუ ეცდებით ჩემს ხარჯზე საზოგადოებაში ქულების წერას. მით უმეტეს თუ ეს ცილისწამებაა.

ის მოსაზრება, რომ პატრიარქს შევეხე, არის აბსოლუტური ტყუილი და ადამიანების შეცდომაში შეყვანა. გთხოვთ, თუ რელიგიით სპეკულირებთ, ნუ შეიყვანთ ხალხს შეცდომაში. ეს უფრო დიდი ცოდვაა....

ვიღაცეები ისეთ რაღაცეებს მწერენ, ან უნდა მოკლა, ან დააიგნორო... ვერ გავიგე ჯერ რომელი უნდა ქნა...

რელიგიურ ადამიანებს სიძულვილის უფლება არ გაქვთ. ყველას უნდა პატიებდეთ. ყველა უნდა გიყვარდეთ!", - წერს სტეფანე.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს