სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება ერთ-ერთი მძიმედ გამოსასწორებელი შედეგია
პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება ერთ-ერთი მძიმედ გამოსასწორებელი შედეგია

რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა არის ერთ-ერთი მძი­მედ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გი, რაც 2008 წლის აგ­ვის­ტოს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომმა მოგ­ვი­ტა­ნა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ამ აღი­ა­რე­ბით რუ­სეთ­მა აფხა­ზუ­რი და ოსუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად უპერ­სპექ­ტი­ვო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­აქ­ცია.

"რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა არის ერთ-ერთი მძი­მედ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გი, რაც 2008 წლის აგ­ვის­ტოს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომმა მოგ­ვი­ტა­ნა. მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სამ­შვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად ეფექ­ტუ­რად მოქ­მე­დებს არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა, რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფომ აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბა უკა­ნაც წა­ი­ღო. აშ­კა­რად ჩანს, რომ აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა სრუ­ლი­ად ბუნ­დო­ვა­ნია. ამ ფონ­ზე მკა­ფიო და ცხა­დია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და ინ­ტეგ­რა­ცია", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აღი­ა­რე­ბის ექ­ვსი წლის­თა­ვის გა­და­სა­ხე­დი­დან სა­ჭი­როა, ქარ­თულ­მა, აფხა­ზურ­მა და ოსურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­მა და­ი­წყონ დი­ა­ლო­გი, თუ რო­გორ ვხე­დავთ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სა­ვალს.

"ევ­რო­პის­კენ ჩვე­ნი სწრაფ­ვა და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არ არის მი­მარ­თუ­ლი. პი­რი­ქით, მან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნდა შე­უ­წყოს ხელი ჩვე­ნი ხალ­ხე­ბის შე­რი­გე­ბას და ღირ­სე­ულ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას, ასე­ვე სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის დამ­კვიდ­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

2008 წლის 26 აგ­ვის­ტოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის - აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება ერთ-ერთი მძიმედ გამოსასწორებელი შედეგია

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება ერთ-ერთი მძიმედ გამოსასწორებელი შედეგია

რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არის ერთ-ერთი მძიმედ გამოსასწორებელი შედეგი, რაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა მოგვიტანა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ აღიარებით რუსეთმა აფხაზური და ოსური საზოგადოებები ფაქტობრივად უპერსპექტივო მდგომარეობაში მოაქცია.

"რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არის ერთ-ერთი მძიმედ გამოსასწორებელი შედეგი, რაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა მოგვიტანა. მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის მიზანმიმართული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად ეფექტურად მოქმედებს არაღიარების პოლიტიკა, რამდენიმე სახელმწიფომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკანაც წაიღო. აშკარად ჩანს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების პერსპექტივა სრულიად ბუნდოვანია. ამ ფონზე მკაფიო და ცხადია საქართველოს ევროპული პერსპექტივები და ინტეგრაცია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, აღიარების ექვსი წლისთავის გადასახედიდან საჭიროა, ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებებმა დაიწყონ დიალოგი, თუ როგორ ვხედავთ არსებული ვითარებიდან გამოსავალს.

"ევროპისკენ ჩვენი სწრაფვა და ევროპული ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, მან მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი ხალხების შერიგებას და ღირსეულ თანაცხოვრებას, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?