სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თავში ბროლის "ვაზა" ჩავცხე, თვალიც გავუხეთქე და ტუჩიც" - როგორ სცემა თბილისელმა ექსტრასენსმა ალა პუგაჩოვა
"თავში ბროლის "ვაზა" ჩავცხე, თვალიც გავუხეთქე და ტუჩიც" - როგორ სცემა თბილისელმა ექსტრასენსმა ალა პუგაჩოვა

წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი თბი­ლი­სე­ლი ექ­სტრა­სენ­სი და ნა­თელ­მხილ­ვე­ლი ჯუნა და­ვი­თაშ­ვი­ლი მრა­ვა­ლი წე­ლია რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და იქა­ურ ბო­მონდში ძლი­ე­რი გავ­ლე­ნი­თაც სარ­გებ­ლობს. ცოტა ხნის წინ ჯუ­ნამ ერთ-ერთ რუ­სულ ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მას­თან დიდი სა­უ­დუმ­ლო გა­ამ­ხი­ლა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ნა­თელ­მხილ­ველ­სა და რუ­სუ­ლი ესტრა­დის პრი­მა­დო­ნას, ალა პუ­გა­ჩო­ვას შო­რის წარ­სულ­ში სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა მომ­ხდა­რა. დე­ტა­ლებს ჯუნა და­ვი­თაშ­ვი­ლი ასა­ჯა­რო­ვებს.

"ერთ დროს ალა პუ­გა­ჩო­ვას დიდი პა­ტივს ვცემ­დი, მაგ­რამ ჩვენს შო­რის ისე­თი რამ მოხ­და, რომ დღეს ჩემ­თვის აღარ არ­სე­ბობს. 1986 წელს სიდ­ნე­ი­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ფო­რუმ­ზე მი­მიწ­ვი­ეს. წა­სას­ვლე­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი, როცა ალა პუ­გა­ჩო­ვას­გან მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა. უარი ვთქვი, მაგ­რამ შვილ­მა მირ­ჩია, იქ­ნებ პრობ­ლე­მა აქვს, ცუ­დად არის და იმი­ტომ გთხოვს მის­ვლა­სო. ამი­ტო­მაც დავ­თან­ხმდი და მის სახ­ლში მი­ვე­დი... არა­ვი­თა­რი ავად­მყო­ფო­ბა, მის სახ­ლში სმა და დროს­ტა­რე­ბა იყო გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. ალამ შე­მაჩ­ნია, ბო­კა­ლი გა­მივ­სო და და­ლე­ვა შე­მომ­თა­ვა­ზა. მე სა­ერ­თოდ არ ვსვამ, ამი­ტო­მაც უარი ვუ­თხა­რი.

"ამ დროს ალა მომ­ვარ­და, თმა­ში ხელი მტა­ცა, მთე­ლი ძა­ლით მომ­ქა­ჩა და სტუმ­რე­ბის გა­სა­გო­ნად და­იყ­ვი­რა, ახ­ლა­ვე და­ლი­ეო. ყვე­ლას წი­ნა­შე და­მამ­ცი­რა. მე მუშ­ტი ამო­ვარ­ტყი მკერ­დში, მა­გი­დი­დან ბრო­ლის ლარ­ნა­კი ავი­ღე და თავ­ში ჩა­ვარ­ტყი. მერე მის ყელ­სა­ბამს ჩა­ვაფ­რინ­დი. ყვე­ლა­ნი ჩვენს გვაშ­ვე­ლებ­დნენ, მაგ­რამ ხელი ვერ გა­მაშ­ვე­ბი­ნეს. უკვე გო­ნე­ბა მქონ­და გა­და­კე­ტი­ლი. თვა­ლიც გა­ვუ­ხეთ­ქე და ტუ­ჩიც. ამის მერე გა­ი­კე­თა ალამ პირ­ვე­ლი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია. მის სახ­ლი­დან რო­გორ გა­მო­ვაღ­წიე, აღარ მახ­სოვს", - აცხა­დებს ჯუნა და­ვი­თაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ალა პუ­გა­ჩო­ვა შურ­მა და შიშ­მა და­აბრმა­ვა. "ვერ მა­პა­ტია, როცა სიმ­ღე­რის კონ­კურ­სში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ავი­ღე, მან კი - ვერ­ცერ­თი. იმ დროს ესტრა­და­ზე ვმღე­რო­დი კი­დეც, მეცო-სოპ­რა­ნო ვი­ყა­ვი. მას მერე ვერ მი­ტან­და, ალ­ბათ შე­ე­შინ­და ჩემ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ის და გა­და­წყვი­ტა, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩემ­თვის, ვინ იყო რუ­სულ ესტრა­და­ზე მთა­ვა­რი", - ამ­ბობს ნა­თელ­მხილ­ვე­ლი.

მას მერე ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რას ერი­დე­ბი­ან, თუმ­ცა ელი­ტურ წვე­ულ­ბებ­ზე ყო­ველ­თვის ვერ ემა­ლე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. "ერთხელ "ოლიმ­პი­უ­რის" დარ­ბაზ­ში ერთ კონ­ცერ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. ჩემი შეს­რუ­ლე­ბის მერე სცე­ნა­ზე ალა გა­დი­ო­და. მან კი მე­ო­რე მხრი­დან მო­უ­ა­რა სცე­ნას, რომ ჩემ­თან შეხ­ვედ­რა აე­ცი­ლე­ბი­ნა თა­ვი­დან", - იხ­სე­ნებს ნა­თელ­მხილ­ვე­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dni.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თავში ბროლის "ვაზა" ჩავცხე, თვალიც გავუხეთქე და ტუჩიც" - როგორ სცემა თბილისელმა ექსტრასენსმა ალა პუგაჩოვა

"თავში ბროლის "ვაზა" ჩავცხე, თვალიც გავუხეთქე და ტუჩიც" - როგორ სცემა თბილისელმა ექსტრასენსმა ალა პუგაჩოვა

წარსულში ცნობილი თბილისელი ექსტრასენსი და ნათელმხილველი ჯუნა დავითაშვილი მრავალი წელია რუსეთში ცხოვრობს და იქაურ ბომონდში ძლიერი გავლენითაც სარგებლობს. ცოტა ხნის წინ ჯუნამ ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტგამოცემასთან დიდი საუდუმლო გაამხილა. როგორც აღმოჩნდა, ნათელმხილველსა და რუსული ესტრადის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას შორის წარსულში სისხლიანი დაპირისპირება მომხდარა. დეტალებს ჯუნა დავითაშვილი ასაჯაროვებს.

"ერთ დროს ალა პუგაჩოვას დიდი პატივს ვცემდი, მაგრამ ჩვენს შორის ისეთი რამ მოხდა, რომ დღეს ჩემთვის აღარ არსებობს. 1986 წელს სიდნეიში ტრადიციული და ალტერნატიული მედიცინის ფორუმზე მიმიწვიეს. წასასვლელად ვემზადებოდი, როცა ალა პუგაჩოვასგან მივიღე მოწვევა. უარი ვთქვი, მაგრამ შვილმა მირჩია, იქნებ პრობლემა აქვს, ცუდად არის და იმიტომ გთხოვს მისვლასო. ამიტომაც დავთანხმდი და მის სახლში მივედი... არავითარი ავადმყოფობა, მის სახლში სმა და დროსტარება იყო გაჩაღებული. ალამ შემაჩნია, ბოკალი გამივსო და დალევა შემომთავაზა. მე საერთოდ არ ვსვამ, ამიტომაც უარი ვუთხარი.

"ამ დროს ალა მომვარდა, თმაში ხელი მტაცა, მთელი ძალით მომქაჩა და სტუმრების გასაგონად დაიყვირა, ახლავე დალიეო. ყველას წინაშე დამამცირა. მე მუშტი ამოვარტყი მკერდში, მაგიდიდან ბროლის ლარნაკი ავიღე და თავში ჩავარტყი. მერე მის ყელსაბამს ჩავაფრინდი. ყველანი ჩვენს გვაშველებდნენ, მაგრამ ხელი ვერ გამაშვებინეს. უკვე გონება მქონდა გადაკეტილი. თვალიც გავუხეთქე და ტუჩიც. ამის მერე გაიკეთა ალამ პირველი პლასტიკური ოპერაცია. მის სახლიდან როგორ გამოვაღწიე, აღარ მახსოვს", - აცხადებს ჯუნა დავითაშვილი.

მისი თქმით, ალა პუგაჩოვა შურმა და შიშმა დააბრმავა. "ვერ მაპატია, როცა სიმღერის კონკურსში პირველი ადგილი ავიღე, მან კი - ვერცერთი. იმ დროს ესტრადაზე ვმღეროდი კიდეც, მეცო-სოპრანო ვიყავი. მას მერე ვერ მიტანდა, ალბათ შეეშინდა ჩემთან კონკურენციის და გადაწყვიტა, ეჩვენებინა ჩემთვის, ვინ იყო რუსულ ესტრადაზე მთავარი", - ამბობს ნათელმხილველი.

მას მერე ეს ქალბატონები ერთმანეთთან შეხვედრას ერიდებიან, თუმცა ელიტურ წვეულბებზე ყოველთვის ვერ ემალებიან ერთმანეთს. "ერთხელ "ოლიმპიურის" დარბაზში ერთ კონცერტში ვმონაწილეობდით. ჩემი შესრულების მერე სცენაზე ალა გადიოდა. მან კი მეორე მხრიდან მოუარა სცენას, რომ ჩემთან შეხვედრა აეცილებინა თავიდან", - იხსენებს ნათელმხილველი.

მომზადებულია dni.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება