სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილის დეკლარირებული ქონება
რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილის დეკლარირებული ქონება

"დეკ­ლა­რა­ცია არის ის ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც მე ვავ­სებ და ბევ­რს ვწვა­ლობ, სკურ­პუ­ლო­ზუ­რად ვავ­სებ. იმი­ტომ რომ, რაც გავ­ხდი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, ჩემი ერთ-ერთი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს ჩემი შე­მო­სავ­ლე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია ყვე­ლა სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, მათ შო­რის იმათ, ვი­საც უკა­ვი­ათ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და­ვით ბაქ­რა­ძის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენ­ტმა დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ იწ­ვა­ლა, - მისი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა 7 აგ­ვის­ტოს არის შევ­სე­ბუ­ლი.

ოჯა­ხის წევ­რებ­ში პირ­ვე­ლი ლედი, მაკა ჩი­ჩუა მი­თი­თე­ბუ­ლი არ ჰყავს. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ფლობს 120 კვ/მ სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს თბი­ლის­ში, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. რამ­დე­ნი­მე მი­წის ნაკ­ვეთს დუ­შეთ­ში, მათ შო­რის სახ­ლს, რომ­ლის ფარ­თიც 200 კვ/მეტრს შე­ად­გენს.

პრე­ზი­დენტს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასე­ვე, მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს მა­მის, თე­მურ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­ცხვრე­ბე­ლი სახ­ლი ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე. რო­გორც რამ­დე­ნი­მე თვის წინ მაკა ჩი­ჩუ­ამ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მთაწ­მინ­და­ზე ცხოვ­რობს მა­მის მშობ­ლებ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა დუ­შეთს, ცნო­ბი­ლია, რომ პრე­ზი­დენ­ტის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი სწო­რედ დუ­შე­თია. დრო­ის დიდ ნა­წილს დღე­საც დუ­შეთ­ში ატა­რებს მაკა ჩი­ჩუ­ას­თან და ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ წევ­რებ­თან ერ­თად. ჰყავს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი, რო­მე­ლიც რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყვილს ძა­ლი­ან უყ­ვარს. მათი ძაღ­ლი, ბულ­დო­გი ბულ­ზო პო­პუ­ლა­რუ­ლი ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რია, რო­მე­ლიც "მღე­რის".

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს "თი ბი სი" ბან­კში, სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 3948 ლარი აქვს. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შე­მო­სა­ვალ­მა წინა წლის 1 იან­ვრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, 27590 ლარი შე­ად­გი­ნა. აქე­დან 21937.57 ლარი მან გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე მუ­შა­ო­ბი­სას მი­ი­ღო ხელ­ფა­სის სა­ხით, ხოლო 5653.37 ლარი - პრე­ზი­დენ­ტის ხელ­ფა­სის სა­ხით.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს კი­დევ ერთი დეკ­ლა­რა­ცია 2013 წელს აქვს შევ­სე­ბუ­ლი. ძველ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შიც იგი­ვე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, რა­საც ამ­ჯე­რად ფლობს. რო­გორც 2013 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს "თი ბი სი" ბან­კში სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 1464 ლარი, "ქარ­თუ ბან­კში" 13640 ლარი ჰქონ­და. ხოლო ანაბრზე, რო­მე­ლიც "თი ბი სი" ბან­კში ჰქონ­და გახ­სნი­ლი და ახლა აღარ აქვს, 6392 ლარი ჰქონ­და.

მისი შე­მო­სა­ვა­ლი 2012 წელს 84224 ლარს შად­გენ­და. 51517 ლარი მას ხელ­ფა­სის სა­ხით აღე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტში ლექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე, რო­გორც მკვლე­ვარ­მა, 25000 ლარი აიღო წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში, 6307 ლარი აიღო 2012 წელს მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას და რო­გორც სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მის ავ­ტორს 1400 ლარი და­ე­რი­ცხა ხელ­ფა­სის სა­ხით. სა­უ­ბა­რია გა­და­ცე­მა­ზე "კვი­რის აზ­რე­ბი", რო­მე­ლიც "მა­ესტროს" ეთერ­ში გა­დი­ო­და. 2013 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მას ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ 2007 წელს, მი­უნ­ხე­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კამ "გრო­შ­ჰა­დე­ნი", მის ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხა 20 000 ევრო: "2007 წელს ქ.მი­უნ­ხე­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა "გრო­შ­ჰა­დენ­მა" ჩა­რი­ცხა ჩემს სა­ხელ­ზე 20000 ევრო და ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ჩემს სა­ხელ­ზე დარ­ჩე­ნი­ლია 7500 ევრო", - გან­მარ­ტავს პრე­ზი­დენ­ტი 2013 წელს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, სა­დაც ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს მისი მშობ­ლე­ბის სა­პენ­სიო და სა­ხელ­ფა­სო შე­მო­სავ­ლე­ბიც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრე­ზი­დენ­ტის არ­ცერთ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი არც სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბი და არც პრე­მი­ის და­ნა­მა­ტი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

იხი­ლეთ სტა­ტი­ის ინ­გლი­სუ­რი ვერ­სია | How much does Margvelashvili own? – President's declared property and income

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილის დეკლარირებული ქონება

რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილის დეკლარირებული ქონება

"დეკლარაცია არის ის ერთ-ერთი ურთულესი დოკუმენტი, რომელსაც მე ვავსებ და ბევრს ვწვალობ, სკურპულოზურად ვავსებ. იმიტომ რომ, რაც გავხდი საჯარო მოხელე, ჩემი ერთ-ერთი ვალდებულებაა საზოგადოებამ იცოდეს ჩემი შემოსავლები. მიმაჩნია, რომ ეს ვალდებულება გააჩნია ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის იმათ, ვისაც უკავიათ უმაღლესი თანამდებობები", - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დავით ბაქრაძის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას.

როგორც ჩანს, პრეზიდენტმა დეკლარაციის შევსებაზე რამდენიმე კვირის წინ იწვალა, -  მისი დეკლარირებული ქონება 7 აგვისტოს არის შევსებული.

ოჯახის წევრებში პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა მითითებული არ ჰყავს. მარგველაშვილი ფლობს 120 კვ/მ საცხოვრებელ ფართს თბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე. რამდენიმე მიწის ნაკვეთს დუშეთში, მათ შორის სახლს, რომლის ფართიც 200 კვ/მეტრს შეადგენს.

პრეზიდენტს დეკლარაციაში ასევე, მითითებული აქვს მამის, თემურ მარგველაშვილის საცხვრებელი სახლი ინგოროყვას ქუჩაზე. როგორც რამდენიმე თვის წინ მაკა ჩიჩუამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი მთაწმინდაზე ცხოვრობს მამის მშობლებთან. რაც შეეხება დუშეთს, ცნობილია, რომ პრეზიდენტის ყველაზე საყვარელი ადგილი სწორედ დუშეთია. დროის დიდ ნაწილს დღესაც დუშეთში ატარებს მაკა ჩიჩუასთან და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად. ჰყავს შინაური ცხოველები, რომელიც როგორც ცნობილია, წყვილს ძალიან უყვარს. მათი ძაღლი, ბულდოგი ბულზო პოპულარული ოთხფეხა მეგობარია, რომელიც "მღერის".

გიორგი მარგველაშვილს "თი ბი სი" ბანკში, სახელფასო ანგარიშზე 3948 ლარი აქვს. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გიორგი მარგველაშვილის შემოსავალმა წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 27590 ლარი შეადგინა. აქედან 21937.57 ლარი მან განათლების მინისტრის პოსტზე მუშაობისას მიიღო ხელფასის სახით, ხოლო 5653.37 ლარი - პრეზიდენტის ხელფასის სახით.

გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთი დეკლარაცია 2013 წელს აქვს შევსებული. ძველ დეკლარაციაშიც იგივე უძრავი ქონება აქვს მითითებული, რასაც ამჯერად ფლობს. როგორც 2013 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, გიორგი მარგველაშვილს "თი ბი სი" ბანკში სახელფასო ანგარიშზე 1464 ლარი, "ქართუ ბანკში" 13640 ლარი ჰქონდა. ხოლო ანაბრზე, რომელიც "თი ბი სი" ბანკში ჰქონდა გახსნილი და ახლა აღარ აქვს, 6392 ლარი ჰქონდა.

მისი შემოსავალი 2012 წელს 84224 ლარს შადგენდა. 51517 ლარი მას ხელფასის სახით აღებული ჰქონდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექტორის პოზიციაზე, როგორც მკვლევარმა, 25000 ლარი აიღო წლის მანძილზე საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში, 6307 ლარი აიღო 2012 წელს მინისტრის პოზიციაზე მუშაობისას და როგორც სატელევიზიო გადაცემის ავტორს 1400 ლარი დაერიცხა ხელფასის სახით. საუბარია გადაცემაზე "კვირის აზრები", რომელიც "მაესტროს" ეთერში გადიოდა. 2013 წლის დეკლარაციაში მას ასევე მითითებული აქვს, რომ 2007 წელს, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკამ "გროშჰადენი", მის ანგარიშზე ჩარიცხა 20 000 ევრო: "2007 წელს ქ.მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა ,,გროშჰადენმა" ჩარიცხა ჩემს სახელზე 20000 ევრო და ოპერაციის შემდეგ ჩემს სახელზე დარჩენილია 7500 ევრო", - განმარტავს პრეზიდენტი 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, სადაც ასევე მითითებული აქვს მისი მშობლების საპენსიო და სახელფასო შემოსავლებიც.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის არცერთ დეკლარაციაში არ არის მითითებული არც სამივლინებო ხარჯები და არც პრემიის დანამატი.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

იხილეთ სტატიის ინგლისური ვერსია | How much does Margvelashvili own? – President's declared property and income

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია