სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მიხეილ დარჩიაშვილი - გენერალური შტაბის უფროსი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრეზიდენტთანაც
მიხეილ დარჩიაშვილი - გენერალური შტაბის უფროსი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრეზიდენტთანაც

"თავ­დაც­ვის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტში შევა ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი იქ­ნე­ბა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთა­ნაც, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, მი­ხე­ილ დარ­ჩი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

დარ­ჩი­აშ­ვი­ლის თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან თავ­სე­ბა­დი იქ­ნე­ბა.

"არის რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია. და­ვე­ლო­დოთ სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტებ­ში გან­ხილ­ვას. იქაც იქ­ნე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი დე­ბა­ტე­ბი აღ­ნიშ­ნულ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე და შემ­დეგ მი­ვი­ღებთ დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სრულ თავ­სე­ბა­დო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან. ასე­ვე, კა­ნონპ­რო­ექ­ტში შევა ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი იქ­ნე­ბა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთა­ნაც", - გა­ნა­ცხა­და დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერთ პუნ­ქტის მი­ხედ­ვით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­როსს, პრე­ზი­დენ­ტის ნაც­ვლად, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ნიშ­ნავს. თუმ­ცა, "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას თავ­დაც­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტში ასე­თი ჩა­ნა­წე­რი არ არის და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როსს ამ­ტკი­ცებს ჩვე­უ­ლებ­რივ პრე­ზი­დენ­ტი.

ამა­ვე თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმაც, რო­მე­ლა­მაც ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას სპე­კუ­ლა­ცია უწო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას, ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "თავ­დაც­ვის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო "ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს" შე­სა­ხებ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ზე მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მიხეილ დარჩიაშვილი - გენერალური შტაბის უფროსი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრეზიდენტთანაც

მიხეილ დარჩიაშვილი - გენერალური შტაბის უფროსი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრეზიდენტთანაც

"თავდაცვის შესახებ" კანონპროექტში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იქნება ანგარიშვალდებული საქართველოს პრეზიდენტთანაც, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი იქნება.

"არის რიგი ცვლილებებისა, რომლებიც განხილვის პროცესშია. დაველოდოთ საპარლამენტო კომიტეტებში განხილვას. იქაც იქნება ინტენსიური დებატები აღნიშნულ კანონპროექტზე და შემდეგ მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც იქნება სრულ თავსებადობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ასევე, კანონპროექტში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გენერალური შტაბის უფროსი იქნება ანგარიშვალდებული საქართველოს პრეზიდენტთანაც", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონპროექტის ერთ-ერთ პუნქტის მიხედვით, გაერთიანებული შტაბის უფროსს, პრეზიდენტის ნაცვლად, თავდაცვის მინისტრი დანიშნავს. თუმცა, "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში ასეთი ჩანაწერი არ არის და გენერალური შტაბის უფროსს ამტკიცებს ჩვეულებრივ პრეზიდენტი.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც, რომელამაც ზემოაღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სპეკულაცია უწოდა.

რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, "თავდაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებების განხილვას საკანონმდებლო ორგანო "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ ორგანულ კანონზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა