თბილისი რეკორდული ტემპერატურის მოლოდინში და აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები

თბილისი რეკორდული ტემპერატურის მოლოდინში და აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები

ბოლო განახლება | უკიდურესი სიცხე და ექიმების გაფრთხილება მოსახლეობას და გარუჯვის მსურველებს

საქართველოში ხვალ, ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. როგორც ambebi.ge-ს გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან ცხელი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ყველაზე მაღალი კახეთში დაფიქსირდება და საშუალოდ 41 გრადუსი იქნება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება.

საქართველოში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას რამდენიმე რჩევას აძლევს.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, მისი რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ დიდი რაოდენობით სითხე მიიღოს და მზეზე სიარულს მოერიდოს.

"მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ მოსახლეობამ მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. წყლის მინიმალური რაოდენობა მოზრდილთათვის უნდა იყოს 2,5 ლიტრი, თუმცა სიცხეში შეიძლება, ეს რაოდენობა 3 ლიტრამდეც გაიზარდოს. უნდა მოვერიდოთ შუადღის საათებში მზის ქვეშ სიარულს. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და ორსულებს", - განაცხადა სერგეენკომ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია