სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ეკლესია იზრუნებს
დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ეკლესია იზრუნებს

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლურ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას შო­რის დღეს მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში, დღეს შე­თან­ხმე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, ილია მე­ო­რემ მო­ა­წე­რეს ხელი.

რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, შე­თან­ხმე­ბა სუ­ლი­ე­რი, ზნე­ობ­რი­ვი და მა­მუ­ლიშ­ვი­ლუ­რი სა­წყი­სე­ბის გან­მტკი­ცე­ბას, სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე სამ­ხედ­რო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის კი­დევ უფრო ღრმად გა­აზ­რე­ბას, სამ­ხედ­რო პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის აღორ­ძი­ნე­ბა­სა და გან­მტკი­ცე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მა­თი­ვე თქმით, მხა­რე­თა შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ხელს შე­უ­წყობს სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი შემ­წყნა­რებ­ლო­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გაზ­რდას. გარ­და ამი­სა, მე­მო­რან­დუ­მი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­სუ­ლი­ე­რო-სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო-სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ასე­ვე დაჭ­რილ და ტრავ­მი­რე­ბულ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კუ­თხით ღვთის­მსა­ხურ­თა დახ­მა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი, ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, ასე­ვე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და­ეს­წრნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ეკლესია იზრუნებს

დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ეკლესია იზრუნებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, დღეს შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ მოაწერეს ხელი.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, შეთანხმება სულიერი, ზნეობრივი და მამულიშვილური საწყისების განმტკიცებას, სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულების კიდევ უფრო ღრმად გააზრებას, სამხედრო პატრიოტული სულის აღორძინებასა და განმტკიცებას ითვალისწინებს.

მათივე თქმით, მხარეთა შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სარწმუნოებრივი შემწყნარებლობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას. გარდა ამისა, მემორანდუმი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო-სასწავლო დაწესებულებებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, ასევე დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კუთხით ღვთისმსახურთა დახმარებას გულისხმობს.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილეები, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, სამხედრო მაღალჩინოსნები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია