აშშ-ში, ჯორჯიის შტატის მცხოვრები რობერტ მობლი იმის გამო დააკავა, რომ ბავშვის ავტო-სავარძელში შვილის ნაცვლად ვისკის ბოთლი მოათავსა. ბავშვი კი წინა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედის გარეშე დასვა.
პოლიციაში შეტყობინება 911-ის ხაზით შევიდა. ზარის ავტორები იუწყებოდნენ, რომ შუქნიშანზე იდგა მანქანა, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა. ადგილზე მისულებს შემდეგი სურათი დახვდათ: მძღოლს ფეხი მუხრუჭზე ჰქონდა მიბჯენილი, თავი საჭეზე ედო და ეძინა. პატარა ბიჭუნა წინა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედის გარეშე იჯდა. ბავშვის ავტო-სავარძელი კი უკანა სკამზე იდო და მასში ვისკის ბოთლი მოჩანდა.
პოლიციამ გაჭირვებით მოახერხა მამაკაცის გამოფხიზლება. ის ნასვამი გახლდათ და რაც მთავარია, მართვის მოწმობა არ ჰქონდა. დოკუმენტი ოდესღაც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო ჩამოართვეს.
მომზადებულია americaru.com-ის მიხედვით.