სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ცოლი უფრო დიდი უნდა იყოს თუ ქმარი - იდეალური ასაკობრივი სხვაობა ცოლ-ქმარს შორის
ცოლი უფრო დიდი უნდა იყოს თუ ქმარი - იდეალური ასაკობრივი სხვაობა ცოლ-ქმარს შორის

იშ­ვი­ა­თად, რომ ცოლ-ქმა­რი ასა­კით ტოლი იყოს. რო­გორც წესი, ქმა­რია უფ­რო­სი. დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პიც იგი­ვეს ით­ვა­ლის­წი­ნებს, მაგ­რამ მა­ინც რო­გო­რი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა უნდა იყოს ცოლ-ქმარს შო­რის, რომ მტკი­ცე ოჯა­ხი შექ­მნან და ჯან­მრთე­ლი შვი­ლე­ბიც ეყო­ლოთ. გან­ვი­ხი­ლოთ სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი.

კლა­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა - ქმა­რი ცოლ­ზე უფ­რო­სია. ამას პირ­ველ რიგ­ში მა­მა­კა­ცის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს, რო­მელ­საც უნდა, რომ ჯერ მყა­რად დად­გეს ფეხ­ზე და შემ­დეგ და­ქორ­წინ­დეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ასე­თი წყვი­ლე­ბი კე­თილ­გან­წყო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, მაგ­რამ თუ ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა 10-15 წელ­ზე მე­ტია, ჭო­რა­ო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ეს ვა­რი­ან­ტი გა­ცი­ლე­ბით მყა­რია, რად­გან მო­რა­ლუ­რად მომ­წი­ფე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ლი­დე­რობს.

ამ­გვა­რი ასა­კობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად აზი­ა­შია დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი. უძ­ვე­ლეს ჩი­ნელ სწავ­ლუ­ლებს მე­უღ­ლე­ებს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის ფორ­მუ­ლაც გა­აჩ­ნდათ. მა­მა­კა­ცის ასა­კი იყო­ფა ორზე და მი­ღე­ბულ შე­დეგს ემა­ტე­ბა 7. ანუ 30 წლის მა­მა­კაცს 22 წლის გო­გო­ნა შე­ე­ფე­რე­ბა, 20 წლის კაცს - 17-ის და ა.შ. შემ­თხვე­ვას, სა­დაც სა­ცო­ლე საქმრო­ზე უფ­რო­სი იქ­ნე­ბო­და, ჩი­ნე­ლე­ბი არც გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

სა­მა­გი­ე­როდ, ინ­გლი­სე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ 15 წელ­ზე მეტი სხვა­ო­ბა მე­უღ­ლე­ე­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას ამ­ცი­რებს. მი­ზე­ზი ის სტრე­სია, რო­მე­ლიც წყვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან გა­მუდ­მე­ბუ­ლი გან­სჯის გამო ად­გე­ბა.

ავ­სტრა­ლი­ელ მკვლე­ვა­რებს იდე­ა­ლურ გან­სხვა­ვე­ბად 5 წელი მი­აჩ­ნი­ათ, ოღონდ უფ­რო­სად აქაც ქმა­რი იგუ­ლის­ხმე­ბა. მათი შე­ფა­სე­ბით, ასე­თი კავ­ში­რი­სას მეტი ბავ­შვი იბა­დე­ბა.

"უფ­რო­სი ქმრის" მო­დელს ფსი­ქო­ლო­გე­ბი და ექი­მე­ბიც ამარ­თლე­ბენ. ქალს რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კი უფრო მალე უმ­თავ­რდე­ბა, კაცი კი ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მამა. ბავ­შვთა პა­თო­ლო­გი­ე­ბის რის­კიც 35 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქა­ლებ­ში მე­ტია.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ცოლი უფრო დიდი უნდა იყოს თუ ქმარი - იდეალური ასაკობრივი სხვაობა ცოლ-ქმარს შორის

ცოლი უფრო დიდი უნდა იყოს თუ ქმარი - იდეალური ასაკობრივი სხვაობა ცოლ-ქმარს შორის

იშვიათად, რომ ცოლ-ქმარი ასაკით ტოლი იყოს. როგორც წესი, ქმარია უფროსი. დამკვიდრებული სტერეოტიპიც იგივეს ითვალისწინებს, მაგრამ მაინც როგორი ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს ცოლ-ქმარს შორის, რომ მტკიცე ოჯახი შექმნან და ჯანმრთელი შვილებიც ეყოლოთ. განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

კლასიკური ურთიერთობა - ქმარი ცოლზე უფროსია. ამას პირველ რიგში მამაკაცის პასუხისმგებლობა განაპირობებს, რომელსაც უნდა, რომ ჯერ მყარად დადგეს ფეხზე და შემდეგ დაქორწინდეს. საზოგადოებაშიც ასეთი წყვილები კეთილგანწყობით სარგებლობენ, მაგრამ თუ ასაკობრივი სხვაობა 10-15 წელზე მეტია, ჭორაობის საფუძველი ხდება. ყველაფრის მიუხედავად, ოჯახური თანაცხოვრების ეს ვარიანტი გაცილებით მყარია, რადგან მორალურად მომწიფებული მამაკაცი ლიდერობს.

ამგვარი ასაკობრივი ურთიერთობები ძირითადად აზიაშია დამკვიდრებული. უძველეს ჩინელ სწავლულებს მეუღლეებს შორის ასაკობრივი სხვაობის ფორმულაც გააჩნდათ. მამაკაცის ასაკი იყოფა ორზე და მიღებულ შედეგს ემატება 7. ანუ 30 წლის მამაკაცს 22 წლის გოგონა შეეფერება, 20 წლის კაცს - 17-ის და ა.შ. შემთხვევას, სადაც საცოლე საქმროზე უფროსი იქნებოდა, ჩინელები არც განიხილავდნენ.

სამაგიეროდ, ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 15 წელზე მეტი სხვაობა მეუღლეების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. მიზეზი ის სტრესია, რომელიც წყვილს საზოგადოებისგან გამუდმებული განსჯის გამო ადგება.

ავსტრალიელ მკვლევარებს იდეალურ განსხვავებად 5 წელი მიაჩნიათ, ოღონდ უფროსად აქაც ქმარი იგულისხმება. მათი შეფასებით, ასეთი კავშირისას მეტი ბავშვი იბადება.

"უფროსი ქმრის" მოდელს ფსიქოლოგები და ექიმებიც ამართლებენ. ქალს რეპროდუქციული ასაკი უფრო მალე უმთავრდება, კაცი კი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გახდეს მამა. ბავშვთა პათოლოგიების რისკიც 35 წელს გადაცილებულ ქალებში მეტია.

იხილეთ სრულად

თბილისში მშობიარობისას 41 წლის ქალი გარდაიცვალა - "9-წლიანი ლოდინის შემდეგ გახდა დედა და ეს საშინელება მოხდა"

თამარ ბაჩალიაშვილის დედა - "პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი"

კაცი, რომელიც მოგებას ყიდის