ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორესა და პრინც უილიამი მეუღლეს, ქეით მიდლტონს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა.
ამჯერად უთანხმოების მიზეზი საცხოვრებლის არჩევა გახდა. ქეითმა კენსინგტონის სასახლის დატოვება და ნორფოლკში, ანმერ ჰოლის სასახლეში გადასვლა გადაწყვიტა. არადა კენსინგტონის სასახლე ახლახან საგანგებოდ გაარემოტეს, რათა პატარა პრინცს, გეორგის აღზრდისთვის ყველა პირობა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ქეითს არ აკმაყოფილებს შვილისთვის შექმნილი ეს კომფორტი. მან გადაწყვიტა, რომ პატარა პრინცისთვის სოფლად ცხოვრება უკეთესია, ამიტომაც არჩევანი ათსაძინებლიან ანმერ ჰოლზე გააკეთა.
როგორც ბრიტანული ტაბლოიდები იუწყებიან, ქეითის საქციელმა დედოფალი ელისაბედი ძალიან გაანაწყენა. მას სურდა, რომ შვილთაშვილს კენსინგტონში ეცხოვრა და დიდი ბებია ხშირად მოენახულებინა.
დედოფალსა და ჰერცოგინიას შორის კონფლიქტი ადრეც წარმოიქმნა. პრინცის დაბადებამდე, როცა ჯერ ბავშვის სქესიც უცნობი იყო.
მომზადებულია lifeandstylemag.com-ის მიხედვით.