"ბერბიჭების" ჰოროსკოპი - მამაკაცები, რომელთაც ოჯახის შექმნა აშინებთ

"ბერბიჭების" ჰოროსკოპი - მამაკაცები, რომელთაც ოჯახის შექმნა აშინებთ

ბევრი თქვენგანი სტატიის სათაურის წაკითხვისთანავე გაიფიქრებს, რომ დაოჯახების და პასუხისმგებლობის ნებისმიერ მამაკაცს ეშინია ამქვეყნად.

თუმცა არის კონკრეტული ასაკი, რომლის შემდეგაც ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ძირითადი ნაწილი ოჯახური ურთიერთობისთვის მწიფდება და მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ქორწინების "მძიმე უღელი".

მაგრამ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე. ამიტომ რა გასაკვირია ის, რომ ისეთი ინდივიდებიც მოიძებნებიან, ვისაც ქორწინების ხსენებაზე, განურჩევლად იმისა, თუ რა ასაკშია, ტანზე ბუსუსები აყრის და მზადაა, თავქუდმოგლეჯილმა მოქუსლოს უკანმოუხედავად, თუკი საყვარელი ქალი მას ამ "საკრალურ თემაზე" ჩამოუგდებს ოდესმე საუბარს...

მოკლედ და კონკრეტულად, დღეს "ქრონიკული ბერბიჭების" შესახებ ვისაუბრებთ და იმ მამაკაცების მოკლე სიას გაგაცნობთ, ვისაც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ყველაზე მეტად ეშინია მენდელსონის მარშის მოსმენის...

მშვილდოსანი – იგი გამოუსწორებელი იდეალისტი და მექალთანეა. ამასთანავე - საოცრად ქარიზმატული, მომხიბვლელი და მხიარული, რის გამოც არაერთი ქალისთვის ახერხებს ცხოვრების მანძილზე გულისა და ოცნებების დამსხვრევას.

მასთან დაწყებული რომანი საწყის ეტაპზე ლამაზ ზღაპარს ჰგავს... ყვავილებით, საჩუქრებით, რომანტიკული გმირობებით და ა.შ. მშვილდოსანს უდავოდ გააჩნია იმის ნიჭი, რომ ნებისმიერ ქალს თავი ერთადერთად და განუმეორებლად აგრძნობინოს, მაგრამ ეს მანამ, სანამ ეს უკანასკნელი საკუთარი პოზიციების სიმყარეში არ დარწმუნდება და გათამამებული საყვარელ მამაკაცს მომავალი ერთობლივი ცხოვრების შესახებ არ ჩამოუგდებს საუბარს...

ასეთ დროს მშვილდოსანი ან ისეთ სახეს მიიღებს, რომ ნათქვამი ვერ გაიგო, ან უბრალოდ, გაგიქრებათ ცოტა ხნით თვალთახედვის არედან იმ იმედით, რომ მალე თქვენ ეს უაზრო ხუშტური და აჩემება თავისით გადაგივლით... თუ ამანაც არ გიშველათ, მარტივად და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეუდგება სხვა, ნაკლებად პრეტენზიული და უპრობლემო ქალის ძებნას...

რაც შეეხება სიყვარულს, მშვილდოსანს ღრმად სწამს, რომ იგი ცხოვრებაში ბევრჯერ მოდის და ყოველ ჯერზე განსხვავებულად საინტერესოა მისი განცდა. ამიტომ გამუდმებით დაეძებს იდეალურ ქალს და გამორიცხული არ არის, თქვენც იდეალად მიგიჩნიათ თავის დროზე, მანამ, სანამ გულის გამაწვრილებელი ქალური საყვედურებით მოაბეზრებდით თავს.

მერწყული – ოჯახი მისთვის მძიმე ტვირთი, აბსოლუტურად უინტერესო მდგომარეობა და ზედმეტი თავის ტკივილია. საშუალოსტატისტიკური მერწყული მამრი, როგორც წესი, დაახლოებით 30 წლამდე მაინც საკუთარი თავით, სამყაროს შესწავლით, ახალ-ახალი შეგრძნებების მიღებითა და ნაირ-ნაირი სახიფათო თუ ნაკლებსახიფათო თავგადასავლებითაა დაკავებული.

ამიტომ დაოჯახებაზე ფიქრიც კი მასში გულყრებს, ფსიქო-ნევროზულ მდგომარეობასა და თმის ყალყზე დადგომის ეფექტს იწვევს. იგი ქალში მეგობარს და თანამოაზრეს ეძებს, რომელიც მის პირად თავისუფლებას არასოდეს შეეხება. სამაგიეროდ, იმავეს გთავაზობთ თავადაც. მერწყული ვერ იტანს ჩარჩოებს, მოვალეობებს, ვალდებულებებს... აქედან გამომდინარე, მისგან რაიმე სახის დაპირებაზე დაყოლიება ძალზე რთული, ფაქტობრივად, შეუძლებელი საქმეც კია...

თუმცა, მშვილდოსნისგან განსხვავებით, რომელიც მარტივად არიგებს უხვ დანაპირებს, შემდგომში კი მათი არშესრულება სულაც არ მიაჩნია მსოფლიო დონის ტრაგედიად, მერწყული სიტყვის კაცია... მთავარია, მისგან ეს კონკრეტული აღიარება მოისმინოთ ოდესმე...

მაგრამ იმ ავადსახსენებელი, სამი მარტივი სიტყვის თქმას, რომელსაც ჩვენ, ქალები ესოდენ ვეებერთელა მნიშვნელობას ვანიჭებთ, მერწყული მამაკაცი ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვერ აბამს ხოლმე თავს... შესაბამისად, ან მარტოობაში ატარებს წუთისოფელს (რაც მას სრულებითაც არ თრგუნავს და აწუხებს), ან მუდმივად არაოფიციალურ, "ჯიგრულ-მეგობრულ-დაქალურ" ურთიერთობაში იმყოფება ვინმესთან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს