რა უნ­და ვი­ცო­დეთ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბი­სას - წა­მა­ლი, რომ­ლის გა­მოც ათასობით ბავ­შ­ვი დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი კი­დუ­რე­ბით და­ი­ბა­და...

რა უნ­და ვი­ცო­დეთ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბი­სას - წა­მა­ლი, რომ­ლის გა­მოც ათასობით ბავ­შ­ვი დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი კი­დუ­რე­ბით და­ი­ბა­და...

რო­დე­საც შენ­თ­ვის ძვირ­ფას ადა­მი­ანს მკურ­ნა­ლო­ბა და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, მზად ხარ, ნე­ბის­მი­ე­რი თან­ხა გა­ი­ღო, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თო, რომ რო­გორ­მე სი­ცოცხ­ლე და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა შე­უ­ნარ­ჩუ­ნო, მაგ­რამ... აქ ჩნდე­ბა რამ­დე­ნი­მე კითხ­ვა, რო­მე­ლიც ყვე­ლას აწუ­ხებს. კერ­ძოდ: რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნი და ხა­რის­ხი­ა­ნია წამ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ვყი­დუ­ლობთ და რამ­დე­ნად არის და­ცუ­ლი ჩვე­ნი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა? ამ მტკივ­ნე­ულ სა­კითხ­ზე სა­სა­უბ­როდ ჯან­დაც­ვის კონ­სულ­ტანტს, თი­ნა ტურ­ძი­ლა­ძეს მივ­მარ­თეთ:

- ქალ­ბა­ტო­ნო თი­ნა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხა­რის­ხი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს. რას გვეტყვით ამის შე­სა­ხებ?

- რო­გორც წე­სი, ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო თვი­თონ გან­საზღ­ვ­რავს სტან­დარ­ტებს, რო­მელ­საც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მის ბა­ზარ­ზე შე­მო­სუ­ლი წა­მა­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ არ გვაქვს ეს სტან­დარ­ტე­ბი, ამი­ტომ ლო­გი­კუ­რია, რომ არ გვაქვს ხა­რის­ხი­სა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი. ხში­რად გვე­კითხე­ბი­ან, ჩვე­ნი ქვეყ­ნის საზღ­ვარ­ზე უხა­რის­ხო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ხომ არ შე­მო­დის ან რამ­დე­ნად არის და­ცუ­ლი ეს სფე­რო ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა­გან? - პრობ­ლე­მა სწო­რედ ისაა, რომ საზღ­ვა­რი არ არის მთა­ვა­რი კა­რიბ­ჭე, სა­დაც კარ­გი და ცუ­დი წამ­ლის გარ­ჩე­ვა ხდე­ბა. მთა­ვა­რი ე.წ. წამ­ლის რე­გის­ტ­რა­ციაა, რო­მე­ლიც კა­ნო­ნი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, აქ იმა­ლე­ბა მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რად­გან ჩვენ­თან არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბი ვე­ღარ პა­სუ­ხობს იმ გლო­ბა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც დღეს ფარ­მა­ცი­ის სფე­რო­შია. ეს არის სა­კითხი, სა­ი­და­ნაც სა­ხელ­მ­წი­ფომ ამ სფე­როს რე­ფორ­მე­ბი უნ­და და­იწყოს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბა­ჟო პრო­ცე­დუ­რებს, ცხა­დია, ეს ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ბა­რი­ე­რია, რომ ქვე­ყა­ნა­ში უხა­რის­ხო, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი წა­მა­ლი არ მოხ­ვ­დეს, მაგ­რამ სა­ბა­ჟოს მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ევა­ლე­ბა. თუ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ვერ არ­ჩევს ერ­თ­მა­ნე­თის­გან კარ­გ­სა და ცუდს, მა­შინ სა­ბა­ჟო ამ ფუნ­ქ­ცი­ას ვერ შე­ას­რუ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, რის­კი, რომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი წამ­ლე­ბი მოხ­ვ­დეს, მა­ღა­ლია. ამი­ტომ, თუ გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე წამ­ლის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის დო­ნე სა­შუ­ა­ლოდ 10%-ით გა­ნი­საზღ­ვ­რა, ხო­ლო გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში - და­ახ­ლო­ე­ბით 1%-ზე მე­ტია, ექ­ს­პერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სუს­ტი რე­გუ­ლა­ცი­ის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში ეს ციფ­რი სა­შუ­ა­ლოდ, 30%-ს აღე­მა­ტე­ბა. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ამ ქვეყ­ნებს შო­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ცაა.

- ჩვენს აფ­თი­ა­ქებ­ში ხში­რად ერ­თი წამ­ლის ორი სა­ხე­ო­ბა აქვთ. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნუ­ლი და ინ­დუ­რი... ასეთ დროს ექი­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი შე­ვი­ძი­ნოთ, რა­ტომ?

- წამ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა, ცხა­დია, არ არის წამ­ლის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი. უსაფ­რ­თხო და ხა­რის­ხი­ა­ნი წა­მა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ინ­დუ­რი, ასე­ვე გერ­მა­ნუ­ლიც, მაგ­რამ რო­ცა არ გვაქვს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­რე­გუ­ლა­ციო სის­ტე­მის ნდო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ვცდი­ლობთ ისე­თი მე­დი­კა­მენ­ტი შე­ვარ­ჩი­ოთ, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­შია წარ­მო­ე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­შიც იყი­დე­ბა ინ­დუ­რი წამ­ლე­ბი, მაგ­რამ იქ წა­მალ­მა უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ამე­რი­კუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და არა - ინ­დუ­რი. ასე რომ, პრობ­ლე­მა ჩვენს რე­გუ­ლა­ცი­ებ­სა და ტექ­ნი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­შია.

- რას გვეტყვით ე.წ. გე­ნე­რი­კებ­ზე?

- შე­ვეც­დე­ბი, პო­პუ­ლა­რუ­ლი ენით ავ­ხ­ს­ნა, რა არის გე­ნე­რი­კი და რა­ტომ არის ის ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო: რო­გორც წე­სი, ახა­ლი წამ­ლის (ა­ხა­ლი ფორ­მუ­ლის) შექ­მ­ნა­სა და ბა­ზარ­ზე დაშ­ვე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 10-12 წე­ლი და 1 მი­ლი­არდ 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი სჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­დუქ­ტის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და მის გა­მო­საშ­ვე­ბად ხში­რად კომ­პა­ნი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც კი ხდე­ბა სა­ჭი­რო, მაგ­რამ ეს ამად ღირს, ვი­ნა­ი­დან იქ­მ­ნე­ბა წამ­ლე­ბი, რო­მ­ლებიც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს უბ­რუ­ნებს სი­ცოცხ­ლის შანსს, ხო­ლო ბიზ­ნესს - მი­ლი­არ­დო­ბით მო­გე­ბას აძ­ლევს. მწარ­მო­ე­ბელს ეძ­ლე­ვა 20-წლი­ა­ნი სა­პა­ტენ­ტო ვა­და და ამ ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის მის გა­რე­შე ახა­ლი ფორ­მუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არა აქვს. კონ­კუ­რენ­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, მწარ­მო­ე­ბე­ლი მი­ლი­არ­დო­ბით მო­გე­ბას იღებს, ხო­ლო ამ ვა­დის გას­ვ­ლის შემ­დეგ ამა­ვე ფორ­მუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა სხვა მწარ­მო­ებ­ლებ­საც ეძ­ლე­ვა. ასე ჩნდე­ბა ბა­ზარ­ზე ე.წ. პირ­ვე­ლი რი­გის გე­ნე­რი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევ­რად უფ­რო იაფი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია, ვიდ­რე ორი­გი­ნა­ლი წა­მა­ლი. მე­რე უკ­ვე იწყე­ბა კონ­კუ­რენ­ცია და იქ­მ­ნე­ბა მე­ო­რე რი­გის გე­ნე­რი­კე­ბიც... მთა­ვა­რი ის არის, რომ გე­ნე­რი­კი ყო­ველ­თ­ვის ორი­გი­ნა­ლი წამ­ლის თე­რა­პი­უ­ლი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი უნ­და იყოს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სის­ტე­მა ამის კონ­ტ­როლს ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ მხრივ გა­რან­ტი­ე­ბიც არ გვაქვს.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ ძვე­ლე­ბუ­რი, რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის წამ­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით სა­ი­მე­დო და ეფექ­ტი­ა­ნია. თქვენ რა აზ­რის ხართ?

- არ ვი­ზი­ა­რებ ამ მო­საზ­რე­ბას... საბ­ჭო­თა ფარ­მა­ცევ­ტი­კა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ფარ­მა­ცი­ის ავან­გარ­დ­ში, მა­შინ რო­ცა ამე­რი­კა და ევ­რო­პა ყო­ველ­თ­ვის ძალ­ზე ეფექ­ტი­ან, ინო­ვა­ცი­ურ წამ­ლებს ქმნი­დნენ. საბ­ჭო­უ­რი წარ­მო­შო­ბის წამ­ლე­ბი ბევ­რად იაფია, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნი. გა­სა­გე­ბია, რომ ისე­თი ღა­რი­ბი ქვეყ­ნის­თ­ვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თ­ვე­ლოა, და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მაა ძვირ­ფა­სი წამ­ლე­ბის შე­ძე­ნა, ამი­ტო­მაც ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ხა­ზი გე­ნე­რი­კე­ბი უნ­და გახ­დეს, ოღონდ ეს უნ­და იყოს თე­რა­პი­უ­ლად ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი გე­ნე­რი­კე­ბი - სწო­რედ ეს არის ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა.

- რას ურ­ჩევთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მი­ჯაჭ­ვულ­ნი არი­ან მე­დი­კა­მენ­ტებს და უბ­რა­ლო თა­ვის ტკი­ვი­ლის დრო­საც წა­მალს სვა­მენ?

- "ყვე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბა შხა­მია... მხო­ლოდ სწო­რი დო­ზა გა­ნას­ხ­ვა­ვებს შხამს წამ­ლი­სა­გან" - ეს ცნო­ბი­ლი შვე­ი­ცა­რიე­ლი ექი­მის, ფარ­მა­ცევ­ტი­სა და მეც­ნი­ე­რის - პა­რა­ცელ­სის სიტყ­ვე­ბია. დი­ახ, არ არ­სე­ბობს უსაფ­რ­თხო ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა. კი­დევ უფ­რო იზ­რ­დე­ბა საფ­რ­თხე, თუ ეს ნივ­თი­ე­რე­ბა არას­წო­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და რო­ცა საქ­მე თა­ნა­მედ­რო­ვე წამ­ლებს ეხე­ბა, ამ­გ­ვა­რი საფ­რ­თხე ძა­ლი­ან მა­ღა­ლია! თა­ნა­მედ­რო­ვე წამ­ლებს, ატო­მუ­რი ენერ­გი­ის მსგავ­სად, შე­უძ­ლია, რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს კა­ცობ­რი­ო­ბის ბე­დი: ზო­გი­ერ­თ­მა წა­მალ­მა მი­ლი­არ­დო­ბით ადა­მი­ანს მის­ცა სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი, მაგ­რამ სა­პი­რის­პი­რო მა­გა­ლი­თე­ბიც გვაქვს: ავი­ღოთ თუნ­დაც ძალ­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი წამ­ლის - ტა­ლი­დო­მი­დის შემ­თხ­ვე­ვა, რომ­ლის გა­მოც 10 ათას­ზე მე­ტი ბავ­შ­ვი გაჩ­ნ­და თან­და­ყო­ლი­ლი დე­ფექ­ტე­ბით - კი­დუ­რე­ბის გა­რე­შე ან დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი კი­დუ­რე­ბით. ამ ბავ­შ­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რი უკ­ვე და­ი­ღუ­პა, ხო­ლო ვინც გა­დარ­ჩა - ინ­ვა­ლი­დია... მი­ზე­ზი ფეხ­მ­ძი­მო­ბის პირ­ველ ტრი­მეს­ტ­რ­ში მი­ღე­ბუ­ლი ტა­ლი­დო­მი­დი იყო, რო­მე­ლიც აფ­თი­ა­ქებ­ში იყი­დე­ბო­და, რო­გორც უსაფ­რ­თხო, და­მამ­შ­ვი­დე­ბე­ლი სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბა ფეხ­მ­ძი­მე­ე­ბის­თ­ვის... ეს იყო, ერ­თი შე­ხედ­ვით, სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი წა­მა­ლი, რო­მელ­მაც სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვია. მსგავ­სი მა­გა­ლი­თე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა კი­დევ შე­იძ­ლე­ბა!

- და­ბო­ლოს, რას გვირ­ჩევთ - რო­მელ წამ­ლებს მი­ვა­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა?

- ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ბავ­შ­ვო­ბის ასა­კი­დან უნ­და და­ვიწყოთ: პირ­ველ რიგ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და მო­ვა­რი­დოთ ბავ­შ­ვე­ბი წამ­ლებს. არა­ერთ მშო­ბელს ბავ­შ­ვის მა­ღა­ლი სიცხის გა­მოც კი სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა იპყ­რობს და მას ათას­ნა­ირ წა­მალს ას­მევს მა­შინ, რო­ცა ტემ­პე­რა­ტუ­რა ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრძო­ლის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია. ამ დროს ყა­ლიბ­დე­ბა მო­ზარ­დის იმუ­ნი­ტე­ტი და პრო­ცეს­ში ჩა­რე­ვა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. აქ­ვე უნ­და ვთქვა, რომ ხში­რად დე­დე­ბი ბავშვს ას­მე­ვენ იმა­ვე პრე­პა­რატს, რო­მელ­საც თვი­თონ იღე­ბენ. მა­გა­ლი­თად - ას­პი­რინს... ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლი­სა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კის ცენ­ტ­რის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ას­პი­რი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა სიცხის დამ­წე­ვად მხო­ლოდ 19 წლის ზე­მოთ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, ვი­ნა­ი­დან მა­ღა­ლია რე­ი­ეს სინ­დ­რო­მის - თა­ვის ტვი­ნი­სა და ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის რის­კი. ას­პი­რი­ნის ბავ­შ­ვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი მოჰ­ყ­ვეს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას სხვა წამ­ლებ­ზეც. ამი­ტომ, მშობ­ლებ­მა უფ­რო მე­ტი უნ­და იცოდ­ნენ წამ­ლებ­ზე და იმ პრო­ცე­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც მა­თი შვი­ლე­ბის ორ­გა­ნიზ­მ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბავშვს ზრდას­თან ერ­თად ეც­ვ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მ­ში ცხი­მის, ცი­ლი­სა და წყლის შემ­ც­ვე­ლო­ბა. ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლია, იცო­დეს ბავ­შ­ვის ორ­გა­ნიზ­მის ყვე­ლა შე­საძ­ლო რე­აქ­ცია პრე­პა­რატ­ზე და ამის შე­სა­ხებ მშო­ბე­ლიც უნ­და გა­აფ­რ­თხი­ლოს. სიფ­რ­თხი­ლე იმას კი არ გუ­ლის­ხ­მობს, რომ სა­ერ­თოდ არ მივ­ცეთ ბავ­შ­ვებს წამ­ლე­ბი, სიფ­რ­თხი­ლე გუ­ლის­ხ­მობს, რომ ყვე­ლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღოთ გო­ნივ­რუ­ლად და უნ­და გვქონ­დეს სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამა თუ იმ მე­დი­კა­მენ­ტის შე­სა­ხებ! არ უნ­და მოგ­ვე­რი­დოს ექი­მის­თ­ვის შე­კითხ­ვე­ბის დას­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევრ მათ­განს ეს არ მოს­წონს: უნ­და ჰკითხოთ, რა­ტომ უნიშ­ნავს კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ წა­მალს, რა გვერ­დი­თი რე­აქ­ცი­ე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი მი­სი მი­ღე­ბი­სას და ა.შ... რო­ცა რამ­დე­ნი­მე მე­დი­კა­მენ­ტი ერ­თად ინიშ­ნე­ბა, უნ­და ვი­ცო­დეთ, რამ­დე­ნად შე­თავ­სე­ბა­დია ეს წამ­ლე­ბი, უსაფ­რ­თხოა თუ არა ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სათ­ვის... ჰკითხეთ, ნუ მო­გე­რი­დე­ბათ, ამა­ზე თქვე­ნი შვი­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და სი­ცოცხ­ლეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია