მექსიკის "ნაციონალური მოქმედების" პარტიის წევრი, ლუის ალბერტო ვილიარეალი პოსტს მას შემდეგ ჩამოაშორეს, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის ახალგაზრდა გოგონებთან ცეკვავს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ჩანაწერი გაკეთდა წვეულებაზე, რომელზეც ვილიარეალი თავის მაღალჩინოსან კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ქალბატონები, რომლებთან ერთადაც პოლიტიკოსი ცეკვავდა, მეძავებად ჰყავდათ დაქირავებული.
"ნაციონალური მოქმედების პარტია" მექსიკის ხელისუფლებაში 2000-2012 წლებში იმყოფებოდა.
მომზადებულია www.bbc.co.uk-ის მიხედვით.