სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბიჭებს ვაგრძნობინებ, რომ ჩემთან არაფერი გამოუვათ" - როგორია ჩინური გარეგნობის ულამაზესი ქართველი გოგონას ცხოვრება (+12 ფოტო)
"ბიჭებს ვაგრძნობინებ, რომ ჩემთან არაფერი გამოუვათ" - როგორია ჩინური გარეგნობის ულამაზესი ქართველი გოგონას ცხოვრება (+12 ფოტო)

ნინა ფო­ცხიშ­ვი­ლი 15 წლის არის, არა­და, რომ უყუ­რებ, აშ­კა­რად უფრო მე­ტის გგო­ნია. ერ­თმა­ნეთს პირ­ვე­ლად რომ შევ­ხვდით, 13 წლის იყო, - იქი­დან დღემ­დე ვფიქ­რობ, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, გარ­და იმი­სა, რომ ახლა 15 წლი­საა და ისე­თი­ვე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, საქ­მი­ა­ნი და აქ­ტი­უ­რია, რო­გორც მა­შინ. სხვა­ო­ბა ის არის, რომ იმ პე­რი­ოდ­ში სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის" მო­დე­ლი გახ­ლდათ. დღეს კი ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის სა­ა­გენ­ტო­შია "Look Models", რაც ძა­ლი­ან მოს­წონს.

ზა­ფხუ­ლია, მკვდა­რი სე­ზო­ნი და ყვე­ლა ის­ვე­ნებს. ის­ვე­ნებს ნი­ნაც. ქო­ბუ­ლეთ­ში გახ­ლავთ და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, რო­გორც მი­თხრა, მშვე­ნი­ერ დროს ატა­რებს, ერ­თო­ბა.

- 15 წლის ხარ, მაგ­რამ (ბავ­შვო­ბი­დან) პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­დე­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დი. არა­ერთ ჩვე­ნე­ბა­ში გი­წევს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. უკვე ცნო­ბი­ლი სა­ხეც ხარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სწავლ-გა­ნათ­ლე­ბას დიდ დროს უთ­მობ...

- კი და მა­ინც მაქვს დრო იმის­თვის, რომ გა­და­ღე­ბებ­ზე, ჩვე­ნე­ბებ­სა თუ ჩა­წე­რებ­ზე ვი­ა­რო და ამის­თვი­საც მო­ვი­ცა­ლო. მაგ­რამ რო­გორც ადრე, ისე აქ­ტი­უ­რად აღარ მი­წევს გა­და­ღე­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი.

- რა­ტომ?

- ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, - როცა ახა­ლი სახე ჩნდე­ბი, შე­ნით ყვე­ლა ინ­ტე­რეს­დე­ბა და შენი გა­და­ღე­ბა უნ­დათ...

- ადრე მი­თხა­რი, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა და ფი­ზი­კა და კარ­გა­დაც ვსწავ­ლო­ბო... თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას ინ­ტე­რე­სე­ბი ხში­რად ეც­ვლე­ბათ ხოლ­მე. ისევ სი­ა­მოვ­ნე­ბით სწავ­ლობ ამ საგ­ნებს?

- კი, ისევ ისეა, ვსწავ­ლობ, მომ­წონს და მიყ­ვარს ეს საგ­ნე­ბი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

- რა არის შენ­თვის პო­დი­უ­მი?

- მე, რო­გორც მო­დე­ლი, ვახ­დენ სა­მო­სის, ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბას და ზო­გა­დად დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ იმას, თუ რო­გორ გა­მო­ვალ პო­დი­უმ­ზე და რო­გორ წარ­მო­ვად­გენ ტან­საც­მელს. მოკ­ლედ, პო­დი­უმ­ზე ჩემი გა­მოს­ვლის და სი­ა­რუ­ლის ტექ­ნი­კა მაქვს.

- და რო­გო­რია ეს ტექ­ნი­კა? სა­ი­დუმ­ლოს არ გაგ­ვიმ­ხელ?

- ეს ჩემ მიერ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ანუ ზო­გა­დად პო­დი­უმ­ზე რო­გორც უნდა გა­მო­ვი­დე. არა­ვის უს­წავ­ლე­ბია და ამის სი­ტყვე­ბით ახ­სნა არც შე­მიძ­ლია...

- შენ­თვის, რო­გორც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას­თვის, მთა­ვა­რი ია­რა­ღი რა არის?

- სხვა­ნა­ი­რი სახე მაქვს (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ნა­ხევ­რად ჩი­ნე­ლი რომ ვარ (დე­დით), ჩი­ნუ­რი იერი მაქვს და... ალ­ბათ, ჩემი მთა­ვა­რი ია­რა­ღიც ეს არის.

- მერე ძნე­ლია ჩი­ნუ­რი გა­რეგ­ნო­ბის გო­გო­ნას­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა?

- ძნე­ლი არ არის, პი­რი­ქით... ად­ვი­ლია...

- გე­ნე­ტი­კუ­რად და სის­ხლით (სა­ნა­ხევ­როდ) ჩი­ნე­ლი კი ხარ, მაგ­რამ შენი აღ­ზრდა, გან­ვი­თა­რე­ბა ქარ­თუ­ლად მოხ­და, შე­სა­ბა­მი­სად ქარ­თუ­ლად მე­ტყველებ. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ გიც­ნობს და უეც­რად შენს ქარ­თულ ლა­პა­რაკს გა­ი­გო­ნებს, რა რე­აქ­ცია აქვ?

- სამი წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ და რა თქმა უნდა, ქარ­თუ­ლად ვი­ლა­პა­რა­კებ. უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ჩემი ქარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რი რა თქმა უნდა, მო­უ­ლოდ­ნე­ლია, - შე­მომ­ხე­და­ვენ, ჩი­ნე­ლი ვგო­ნი­ვარ და უეც­რად ქარ­თუ­ლად ვი­წყებ ლა­პა­რაკს. შოკი აქვთ ხოლ­მე.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი რა გაქვს?

- სკო­ლას რომ და­ვამ­თავ­რებ, სას­წავ­ლებ­ლად ლონ­დონ­ში წა­ვალ. სკო­ლას სამ წე­ლი­წად­ში და­ვას­რუ­ლებ. ჯერ მე­ა­თე კლას­ში ვარ.

- რო­გორც თი­ნე­ი­ჯე­რი, რო­გორ ცხოვ­რობ?

- მიყ­ვარს მუ­სი­კა, ცეკ­ვა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბა... სე­ირ­ნო­ბა, კა­ფე­ებ­ში სი­ა­რუ­ლი...

- რო­გორ ფიქ­რობ, დღეს თი­ნე­ი­ჯე­რის­თვის რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰყავ­დეს მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერს მო­უყ­ვე­ბა. მე მყავს ასე­თი მე­გო­ბა­რი. მას ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბი და ვუ­ზი­ა­რებ. რა თქმა უნდა, მე­გო­ბა­რი იმი­საა, რა­საც ეტყვი, გა­ი­გოს და შენი ერ­თგუ­ლი იყოს.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხარ?

- არა, ჯერ ჩემი აზ­რით, ად­რეა... შე­იძ­ლე­ბა, ად­რეც არ არის, მაგ­რამ ხომ უნდა შეგ­ხვდეს ადა­მი­ა­ნი, რომ შე­გიყ­ვარ­დეს. აქამ­დე არ მი­ნა­ხავს ადა­მი­ა­ნი, რომ შემყვა­რე­ბო­და.

- არც თაყ­ვა­ნიმცემ­ლე­ბი გყავს?

- არა...

- ცოტა და­უ­ჯე­რე­ბე­ლია... სა­პი­რის­პი­რო სქე­სის შენს თა­ნა­ტო­ლებ­ზე რას იტყვი?

- ბი­ჭებ­თან ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, თავი ისე და­ვი­ჭი­რო, გა­ი­გონ, რომ ჩემ­თან არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ. ამას მა­შინ­ვე ვა­ტყო­ბი­ნებ, რომ იცოდ­ნენ.

შან­სი რომ მის­ცე?

- თუ ვინ­მეს მი­მართ სიმ­პა­თია გა­მიჩ­ნდე­ბა, და­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი, მაგ­რამ წე­სი­ე­რი ჯერ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

- მოკ­ლედ, წე­სი­ერ ბიჭს ვე­ლო­დე­ბით...

- (სი­ცი­ლით ამ­ბობს), კი ვე­ლო­დე­ბით...

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბიჭებს ვაგრძნობინებ, რომ ჩემთან არაფერი გამოუვათ" - როგორია ჩინური გარეგნობის ულამაზესი ქართველი გოგონას ცხოვრება (+12 ფოტო)

"ბიჭებს ვაგრძნობინებ, რომ ჩემთან არაფერი გამოუვათ" - როგორია ჩინური გარეგნობის ულამაზესი ქართველი გოგონას ცხოვრება (+12 ფოტო)

ნინა ფოცხიშვილი 15 წლის არის, არადა, რომ უყურებ, აშკარად უფრო მეტის გგონია. ერთმანეთს პირველად რომ შევხვდით, 13 წლის იყო, - იქიდან დღემდე ვფიქრობ, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ახლა 15 წლისაა და ისეთივე მიზანმიმართული, თავდაჯერებული, საქმიანი და აქტიურია, როგორც მაშინ. სხვაობა ის არის, რომ იმ პერიოდში სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელი გახლდათ. დღეს კი ნინო ცქიტიშვილის სააგენტოშია "Look Models", რაც ძალიან მოსწონს.

ზაფხულია, მკვდარი სეზონი და ყველა ისვენებს. ისვენებს ნინაც. ქობულეთში გახლავთ და მეგობრებთან ერთად, როგორც მითხრა, მშვენიერ დროს ატარებს, ერთობა.

- 15 წლის ხარ, მაგრამ (ბავშვობიდან) პროფესიონალ მოდელად ჩამოყალიბდი. არაერთ ჩვენებაში გიწევს მონაწილეობა. უკვე ცნობილი სახეც ხარ. მიუხედავად იმისა, რომ სწავლ-განათლებას დიდ დროს უთმობ...

- კი და მაინც მაქვს დრო იმისთვის, რომ გადაღებებზე, ჩვენებებსა თუ ჩაწერებზე ვიარო და ამისთვისაც მოვიცალო. მაგრამ როგორც ადრე, ისე აქტიურად აღარ მიწევს გადაღებებზე სიარული.

- რატომ?

- ეს ჩვეულებრივი ამბავია, - როცა ახალი სახე ჩნდები, შენით ყველა ინტერესდება და შენი გადაღება უნდათ...

- ადრე მითხარი, რომ ძალიან მიყვარს მათემატიკა და ფიზიკა და კარგადაც ვსწავლობო... თინეიჯერობისას ინტერესები ხშირად ეცვლებათ ხოლმე. ისევ სიამოვნებით სწავლობ ამ საგნებს?

- კი, ისევ ისეა, ვსწავლობ, მომწონს და მიყვარს ეს საგნები და ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა.

- რა არის შენთვის პოდიუმი?

- მე, როგორც მოდელი, ვახდენ სამოსის, ახალი კოლექციის ჩვენებას და ზოგადად დიდ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორ გამოვალ პოდიუმზე და როგორ წარმოვადგენ ტანსაცმელს. მოკლედ, პოდიუმზე ჩემი გამოსვლის და სიარულის ტექნიკა მაქვს.

- და როგორია ეს ტექნიკა? საიდუმლოს არ გაგვიმხელ?

- ეს ჩემ მიერ არის შემუშავებული, ანუ ზოგადად პოდიუმზე როგორც უნდა გამოვიდე. არავის უსწავლებია და ამის სიტყვებით ახსნა არც შემიძლია...

- შენთვის, როგორც ცნობილი ქართველი გოგონასთვის, მთავარი იარაღი რა არის?

- სხვანაირი სახე მაქვს (სიცილით ამბობს). ნახევრად ჩინელი რომ ვარ (დედით), ჩინური იერი მაქვს და... ალბათ, ჩემი მთავარი იარაღიც ეს არის.

- მერე ძნელია ჩინური გარეგნობის გოგონასთვის საქართველოში ცხოვრება?

- ძნელი არ არის, პირიქით... ადვილია...

- გენეტიკურად და სისხლით (სანახევროდ) ჩინელი კი ხარ, მაგრამ შენი აღზრდა, განვითარება ქართულად მოხდა, შესაბამისად ქართულად მეტყველებ. ადამიანი, რომელიც არ გიცნობს და უეცრად შენს ქართულ ლაპარაკს გაიგონებს, რა რეაქცია აქვ?

- სამი წლიდან საქართველოში ვცხოვრობ და რა თქმა უნდა, ქართულად ვილაპარაკებ. უცხო ადამიანებისთვის ჩემი ქართულად საუბარი რა თქმა უნდა, მოულოდნელია, - შემომხედავენ, ჩინელი ვგონივარ და უეცრად ქართულად ვიწყებ ლაპარაკს. შოკი აქვთ ხოლმე.

- სამომავლო გეგმები რა გაქვს?

- სკოლას რომ დავამთავრებ, სასწავლებლად ლონდონში წავალ. სკოლას სამ წელიწადში დავასრულებ. ჯერ მეათე კლასში ვარ.

- როგორც თინეიჯერი, როგორ ცხოვრობ?

- მიყვარს მუსიკა, ცეკვა, მეგობრებთან ერთად გართობა... სეირნობა, კაფეებში სიარული...

- როგორ ფიქრობ, დღეს თინეიჯერისთვის რა არის მნიშვნელოვანი?

- მნიშვნელოვანია ჰყავდეს მეგობარი, რომელსაც ყველაფერს მოუყვება. მე მყავს ასეთი მეგობარი. მას ყველაფერს ვუყვები და ვუზიარებ. რა თქმა უნდა, მეგობარი იმისაა, რასაც ეტყვი, გაიგოს და შენი ერთგული იყოს.

- შეყვარებული არ ხარ?

- არა, ჯერ ჩემი აზრით, ადრეა... შეიძლება, ადრეც არ არის, მაგრამ ხომ უნდა შეგხვდეს ადამიანი, რომ შეგიყვარდეს. აქამდე არ მინახავს ადამიანი, რომ შემყვარებოდა.

- არც თაყვანიმცემლები გყავს?

- არა...

- ცოტა დაუჯერებელია... საპირისპირო სქესის შენს თანატოლებზე რას იტყვი?

- ბიჭებთან ყოველთვის ვცდილობ, თავი ისე დავიჭირო, გაიგონ, რომ ჩემთან არაფერი გამოუვათ. ამას მაშინვე ვატყობინებ, რომ იცოდნენ.

შანსი რომ მისცე?

- თუ ვინმეს მიმართ სიმპათია გამიჩნდება, დავუახლოვდები, მაგრამ წესიერი ჯერ არ გამოჩენილა.

- მოკლედ, წესიერ ბიჭს ველოდებით...

- (სიცილით ამბობს), კი ველოდებით...

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

სპეციალურად ''ამბები.გე''-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება