სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე თაკო სალაყაია შესაძლოა, კიდევ ერთხელ დაკითხონ
გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე თაკო სალაყაია შესაძლოა, კიდევ ერთხელ დაკითხონ

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ოლეგ მელ­ნი­კო­ვის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­საძ­ლოა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, თაკო სა­ლა­ყა­ია და თა­თია მა­ი­სუ­რა­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კი­დევ ერთხელ და­კი­თხონ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, საქ­მის ნა­წი­ლი კვლავ გა­მო­ძი­ე­ბა­შია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც თაკო სა­ლა­ყა­ია და თა­თია მა­ი­სუ­რა­ძე ერთხელ უკვე და­ი­კი­თხნენ.

"გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში. საქ­მე­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბის ირ­გვლივ მოხ­დე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა და საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა პი­რის მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას მი­ე­ცე­მა სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა.

გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა ოლეგ მელ­ნი­კოვ­მა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ თაკო სა­ლა­ყა­ი­ამ და თა­თია მა­ი­სუ­რა­ძემ "შარ­დენ ბარ­ში" დათა ახა­ლა­ი­ას უთხრეს, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამა­ვე ბარ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ აწუ­ხებ­და. სწო­რედ ამის შემ­დეგ, რო­გორც მელ­ნი­კო­ვი ამ­ბობს, დათა ახა­ლა­ი­ამ გა­მო­ი­ძა­ხა სპეც­რაზ­მის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძე და სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი ოქ­რო­ყა­ნა­ში წა­იყ­ვა­ნეს.

ოლეგ მელ­ნი­კოვ­მა სა­სა­მარ­თლოს გუ­შინ აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა და გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ მი­იჩ­ნევს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე თაკო სალაყაია შესაძლოა, კიდევ ერთხელ დაკითხონ

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე თაკო სალაყაია შესაძლოა, კიდევ ერთხელ დაკითხონ

პატიმრობაში მყოფი ოლეგ მელნიკოვის ჩვენების საფუძველზე, შესაძლოა ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია და თათია მაისურაძე პროკურატურაში კიდევ ერთხელ დაკითხონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გირგვლიანის საქმის პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა, საქმის ნაწილი კვლავ გამოძიებაშია, რომლის ფარგლებშიც თაკო სალაყაია და თათია მაისურაძე ერთხელ უკვე დაიკითხნენ.

"გირგვლიანის საქმეზე გრძელდება გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. საქმეზე გამოვლენილი ნებისმიერი ახალი გარემოების ირგვლივ მოხდება სამართლებრივი რეაგირება და საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში ყველა პირის მიერ ჩადენილ ქმედებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ოლეგ მელნიკოვმა საქალაქო სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ თაკო სალაყაიამ და თათია მაისურაძემ "შარდენ ბარში" დათა ახალაიას უთხრეს, რომ სანდრო გირგვლიანი, რომელიც ამავე ბარში იმყოფებოდა, მათ აწუხებდა. სწორედ ამის შემდეგ, როგორც მელნიკოვი ამბობს, დათა ახალაიამ გამოიძახა სპეცრაზმის წევრები, რომლებმაც ლევან ბუხაიძე და სანდრო გირგვლიანი ოქროყანაში წაიყვანეს.

ოლეგ მელნიკოვმა სასამართლოს გუშინ აღიარებითი ჩვენება მისცა და გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდში თავს დამნაშავედ მიიჩნევს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ