თბილისის მერიასთან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

თბილისის მერიასთან სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

დედაქალაქის მერიის შენობასთან სასწრაფო სამედიცინო სამსახური გამოიძახეს. როგორც Ambebi.ge-ს კორესპონდენტი იუწყება, მერიის შენობასთან სასწრაფო მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა.

შენობასთან ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და დედაქალაქის მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლები.

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. როგორც მერიის წინ შეკრებილები აცხადებენ, სიები, რომლებიც დილით შედგა, აირია და დედაქალაქის მერთან შეხვედრის მსურველები ნარმანიასთან შესახვედრად შენობაში ვერ შედიან.

დავით ნარმანია მოსახლეობასთან შეხვედრას რამდენიმე წუთში დაიწყებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია