ერთი პატიმარი დაიღუპა და 18 დაშავდა დონეცკში, კიროვის რაიონში, მკაცრი რეჟიმის კოლონიის შენობისთვის ჭურვის მოხვედრის შედეგად.
უკრაინული მედიის ცნობით, შენობისთვის ჭურვის მოხვედრის შედეგად, კოლონიაში ბუნტი დაიწყო და 106 პატიმარი გაიქცა.
"უნიანის" ინფორმაციით, გაქცეული პატიმრების ნახევარი დღეს ისევ უკან, კოლონიაში დააბრუნეს.
დონეცკში ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება, ქალაქის ბევრ რაიონში ისევ სროლის ხმა ისმის. წუხანდელი თავდასხმების შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.