სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მაღალჩინოსნების ქეიფი გზაზე მოწყობილმა საპროტესტო აქციამ შეაფერხა
მაღალჩინოსნების ქეიფი გზაზე მოწყობილმა საპროტესტო აქციამ შეაფერხა

სო­ფე­ლი გოს­ტი­ბე­ში "გოს­ტი­ბე­ო­ბა" აღი­ნიშ­ნა. 1550 მ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე სო­ფელ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ას­რუ­ლეს, თუმ­ცა მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნა სწო­რედ სოფ­ლის დღე­სას­წა­ულ­ზე და­ი­გეგ­მა.

სა­ზე­ი­მო "პიკ­ნი­კი" გოს­ტი­ბე­ში კოშკთან დღის ორ სა­ათ­ზე იყო და­ნიშ­ნუ­ლი. გოს­ტი­ბემ­დე ოსუ­რი სო­ფე­ლი ცხა­ვე­რია, სა­დაც ამ­ჟა­მად 10 კომ­ლი ცხოვ­რობს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ახა­ლი ელექტრო­ბო­ძე­ბი სო­ფელს გვერდს უვ­ლის. ამის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იმ გზას­თან შე­იკ­რიბ­ნენ, სა­დაც მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს უნდა გა­ევ­ლოთ. მათ რამ­დე­ნი­მე წუ­თით მარ­თლაც შე­ა­ფერ­ხეს შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ზურა რუ­სიშ­ვი­ლი­სა და კას­პის გამ­გებ­ლის გოჩა გო­ჩი­ტაშ­ვი­ლის დე­ლე­გა­ცია.

"რა გახ­და ჩვე­ნამ­დეც შე­მო­ეყ­ვა­ნათ ხაზი, ეს რო­გო­რი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მეა. კა­ლა­ძე გვინ­დო­და გვე­ნა­ხა, რო­გორც ჩანს, წინ წა­სუ­ლა", - უსაყ­ვე­დუ­რეს ცხა­ვე­რე­ლებ­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს და სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი უწყლო­ო­ბის პრობ­ლე­მის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რეს.

გოს­ტი­ბე­ო­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლად ეროვ­ნულ მო­ტი­ვებ­ზე წა­რი­მარ­თა, სტუმ­რე­ბის­თვის უფა­სო მწვა­დი­სა და ხინ­კლის თან­ხლე­ბით. ყვე­ლა­ფე­რი რომ მო­ი­ლია, რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ონოფ­რიშ­ვი­ლიც გა­მოჩ­ნდა. 10 წუ­თის შემ­დეგ მას­თან ერ­თად სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი გაღ­მა მხა­რეს აგა­რაკ­ზე გა­ვიდ­ნენ. გა­ირ­კვა, რომ ისი­ნი ვინ­მე ბიზ­ნეს­მენ რო­ბერ­ტის აი­ვან­ზე სა­გან­გე­ბოდ გაშ­ლილ გრძელ სუფ­რას მი­უს­ხდნენ.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მაღალჩინოსნების ქეიფი გზაზე მოწყობილმა საპროტესტო აქციამ შეაფერხა

მაღალჩინოსნების ქეიფი გზაზე მოწყობილმა საპროტესტო აქციამ შეაფერხა

სოფელი გოსტიბეში "გოსტიბეობა" აღინიშნა. 1550 მ სიმაღლეზე მდებარე სოფელში ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი 2013 წლის დეკემბერში დაასრულეს, თუმცა მისი ოფიციალური გახსნა სწორედ სოფლის დღესასწაულზე დაიგეგმა.

საზეიმო "პიკნიკი" გოსტიბეში კოშკთან დღის ორ საათზე იყო დანიშნული. გოსტიბემდე ოსური სოფელი ცხავერია, სადაც ამჟამად 10 კომლი ცხოვრობს. როგორც აღმოჩნდა, ახალი ელექტრობოძები სოფელს გვერდს უვლის. ამის გასაპროტესტებლად ადგილობრივები იმ გზასთან შეიკრიბნენ, სადაც მაღალჩინოსნებს უნდა გაევლოთ. მათ რამდენიმე წუთით მართლაც შეაფერხეს შიდა ქართლის გუბერნატორის ზურა რუსიშვილისა და კასპის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის დელეგაცია.

"რა გახდა ჩვენამდეც შემოეყვანათ ხაზი, ეს როგორი გაკეთებული საქმეა. კალაძე გვინდოდა გვენახა, როგორც ჩანს, წინ წასულა", - უსაყვედურეს ცხავერელებმა მაღალჩინოსნებს და სოფელში არსებული უწყლოობის პრობლემის შესახებაც ისაუბრეს.

გოსტიბეობა ტრადიციულად ეროვნულ მოტივებზე წარიმართა, სტუმრებისთვის უფასო მწვადისა და ხინკლის თანხლებით. ყველაფერი რომ მოილია, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ონოფრიშვილიც გამოჩნდა. 10 წუთის შემდეგ მასთან ერთად სხვა მაღალჩინოსნები გაღმა მხარეს აგარაკზე გავიდნენ. გაირკვა, რომ ისინი ვინმე ბიზნესმენ რობერტის აივანზე საგანგებოდ გაშლილ გრძელ სუფრას მიუსხდნენ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა