არის თუ არა მოსალოდნელი მესამე მსოფლიო ომი და რა ელის საქართველოს - ასტროლოგთა შეფასებები

აგვისტოს ომის მეექვსე წლისთავზე, ალბათ ვერც ერთი ჩვენთაგანი უემოციოდ ვერ გაიხსენებს იმ მოვლენებს რომელთაც ამ მართლაც რომ "ცხელ ზაფხულს" ჰქონდა ადგილი ჩვენს ქვეყანაში.

2008 წლის მოვლენების ანალიზი შორს წაგვიყვანს და თემა, რომელიც ისეც არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა კუთხით, კიდევ ერთხელ გამოიწვევს ნეგატიური ემოციების განახლებას ჩვენ მკითხველში. შესაბამისად, მინდა, ასტროლოგიური ანალიზი სამომავლო მოვლენების ალბათობისკენ მივმართო და უფრო პოზიტიურ ტალღაზე გადავინაცვლოთ ამ სიმბოლური და საკმაოდ მძიმე თარიღის გახსენებისას...

ასტროლოგიურად მიჩნეულია, რომ ჩვენი ქვეყანა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით იმართება. თუმცა, მას ასევე გააჩნია ლომის ზოდიაქოს საკმაოდ დიდი გავლენა, რაც ნათლად ჩანს კიდეც ნებისმიერი რიგითი ქართველის ხასიათში. ალბათ სიმბოლურია ისიც, რომ აგვისტოს ომი სწორედ ლომის ზოდიაქოს მმართველობის ზენიტის დაემთხვა – 2008 წელს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კარმული პროგრამის მიხედვით ამ პერიოდში ლომს ე.წ. დაღმავლობის პერიოდი ედგა (დაღმავალი ქვედა კარმული კვანძი ლომში); რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში დიახაც, რომ ლომებისთვის (ან მის გავლენაში მყოფთათვის) საბედისწერო შეცდომების დაშვების ალბათობა ერთიორად იყო მომატებული. რასაც ვერ ვიტყვით რუსეთზე, ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთს მერწყულის ზოდიაქო შეესაბამება. ხოლო 2008 წელს კარმული პროგრამის მიხედვით მერწყული ლომის საპირისპიროდ აღმავლობის სარტყელში მოხვდა... თუმცა, ეს იყო მაშინ, ექვსი წლის წინ... მოდით, განვიხილოთ, რა ხდება ახლა ან რას შეიძლება ველოდოთ მიმდინარე მოვლენების ფონზე...

საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ძლიერ კარმულ კავშირს ეფუძნება, გვინდა ეს ჩვენ თუ არა სწორედ ამ ქვეყნის უშუალო ჩარევითა და ზეგავლენით ხდება ჩვენი როგორც სახელმწიფოს ფორმირება და ხშირად ეს პროცესები არცთუ უმტკივნეულო და მარტივია ჩვენთვის... თუმცა, უახლოესი თვეების მანძილზე, როცა ასტროლოგიურად ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გველის წინ 25 აგვისტოს და 11 ნოემბერს, რუსეთის სახელმწიფოს სავარაუდოდ დიდი გამოცდის ჩაბარება ელის წინ... მაშინ, როცა საქართველოსთვის ამ შემთხვევაში შესაძლოა პირიქით, კარტი სასარგებლოდ შეიძლება მოიჭრას და შექმნილი გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე არის ალბათობა იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ – ევროპისკენ, განვითარებისსა და გაძლიერებისკენ.

არის თუ არა მოსალოდნელი მესამე მსოფლიო ომი და რა გავლენას იქონიებს იგი საქართველოზე

09/08/2014

თუმცა, აქვე მინდა შეგახსენოთ ის ფაქტიც, რომ ასტროლოგიური ანალიზი ეს მხოლოდ პოტენციალის ალბათობის განხილვაა და არა თავად პროცესის გარდაუვალობა. შესაბამისად, სადაც არის შანსი წინსვლისთვის (რაც უახლოეს თვეებში საქართველოსთვის დიახაც რომ ერთობ პერსპექტიულ შანსებს მოიტანს) არსებობს გარკვეული საფრთხეების ალბათობაც. ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტი, რომ ამჯერადაც ლომის ზოდიაქოა სიტუაციის მთავარი ფიგურა და შავი მთვარე – ლილიტიც ლომის ზოდიაქოს გადის. რაც იმას ნიშნავს, რომ ფარული საფრთხეები, რომელიც გარკვეული მაღალჩინოსნების მხრიდან ეგოისტური გამოხდომებისა და თავის გამოჩენის სურვილით შეიძლება გამოიხატოს ძალზე დიდია. ეს საბოლოო ჯამში ქვეყნის კეთილდღეობას დააყენებს საფრთხის ქვეშ. შესაბამისად, იმედს ვიტოვებ, რომ ლილიტის ცდუნებებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ფიგურები ღირსეულად გაუძლებენ.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია