სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
10 თვისება, რომელიც იდეალურ მამაკაცს უნდა ჰქონდეს
10 თვისება, რომელიც იდეალურ მამაკაცს უნდა ჰქონდეს

რო­გო­რი უნდა იყოს იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი? ეს კი­თხვა ქა­ლებს ხში­რად აბ­ნევს. არ­სე­ბობს კი ბუ­ნე­ბა­ში ასე­თი კაცი?

სხვა­დას­ხვა ტი­პი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ქალს იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცის სხვა­დას­ხვა სტე­რე­ო­ტი­პი ჰყავს, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი თვი­სე­ბა ყვე­ლა ქა­ლის­თვის სა­ნატ­რე­ლია. რო­მე­ლია ეს თვი­სე­ბე­ბი ანუ რო­გო­რია ქა­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი?

ერ­თგუ­ლი

ყვე­ლა ქალი უნი­კა­ლუ­რია, მაგ­რამ ყვე­ლა მათ­განს სურს, რომ მისი რჩუ­ლი ერ­თგუ­ლი და სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნი იყოს. ქა­ლის წარ­მოდ­გე­ნით, რაც არ უნდა მოხ­დეს, იდე­ა­ლურ­მა კაც­მა მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ბო­ლომ­დე უნდა უერ­თგუ­ლოს. ასე­თი კაცი სა­კუ­თარ საქ­ცი­ელ­ზე ყო­ველ­თვის პა­სუხს აგებს და და­ნა­პი­რებ­საც ას­რუ­ლებს.

მზურნ­ვე­ლი

ყვე­ლა ქალს მოს­წონს, როცა მა­მა­კაცს არა­მარ­ტო უყ­ვარს, არა­მედ ზრუ­ნავს კი­დეც მას­ზე და მძი­მე წუ­თებ­ში გვერ­დით უდ­გას. ასე­თი კაცი ყო­ველ­თვის მზა­დაა დახ­მა­რე­ბა გა­გი­წი­ოთ და პრობ­ლე­მე­ბი შე­გიმ­სუ­ბუ­ქოთ.

ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თით

ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი თვი­სე­ბე­ბის ქონა იმას არ ნიშ­ნავს, რომ კაცი ძლი­ე­რი არ უნდა იყოს და პრინ­ცი­პუ­ლი ხა­სი­ა­თი არ უნდა ჰქონ­დეს. მარ­ტო კუნ­თებ­შიც არ არის საქ­მე, ნე­ბის­ყო­ფა არ უნდა ღა­ლა­ტობ­დეს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა უნდა შე­ეძ­ლოს და სა­კუ­თარ ოჯახს ძლი­ე­რი ჯავ­შა­ნი­ვით იცავ­დეს.

დიდსუ­ლოვ­ნე­ბა

დიდსუ­ლოვ­ნე­ბის და სი­კე­თის გა­რე­შე ჩა­მოთ­ვლილ თვი­სე­ბებს რა ფასი აქვს. მან შებ­რა­ლე­ბაც იცის და პა­ტი­ე­ბაც შე­უძ­ლია. რაც მთა­ვა­რია, ქალ­ზე ხელს არ­სო­დეს აღ­მარ­თავს.

პა­ტი­ო­სა­ნი

ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მა­მა­ცი და სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ციც კი ვერ იქ­ნე­ბა იდე­ა­ლუ­რი, თუ პა­ტი­ო­სა­ნი არაა. ქა­ლე­ბი ხომ ვერ იტა­ნენ ტუ­ილს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, როცა მათ ატყუ­ე­ბენ. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გულ­წრფე­ლო­ბა­სა და პა­ტი­ოს­ნე­ბას ვე­რა­ფე­რი ჩა­ა­ნაც­ვლებს.

მა­მა­ცი

ქა­ლებს უყ­ვართ, როცა მა­მა­კა­ცი მათ­თვის ქვის კე­დე­ლი­ვით სა­ი­მე­დო დამ­ცვე­ლია. მას ოჯა­ხის დაც­ვა ყვე­ლაფ­რის­გან უნდა შე­ეძ­ლოს.

გუ­ლუხ­ვი

ფული ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი არ არის, მაგ­რამ ძუნწ კაც­ზე უფრო აუ­ტა­ნე­ლი არ­სე­ბა ქა­ლის­თვის არ არ­სე­ბობს. გუ­ლუხ­ვო­ბა ძა­ლი­ან ამ­შვე­ნებს ძლი­ერ სქესს.

ოპ­ტი­მის­ტი

მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც მო­მავ­ლის რწმე­ნა აქვს და ცხოვ­რე­ბა­შიც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მის­დის, ქა­ლებს შო­რის პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბი მა­საც ჰქონ­დეს, მაგ­რამ ხვა­ლინ­დე­ლი დღის იმე­დი მხნე­ო­ბას უნარ­ჩუ­ნებს. ქა­ლე­ბი გიჟ­დე­ბი­ან ძლი­ე­რი სქე­სის ამ თვი­სე­ბა­ზე.

გა­ბე­დუ­ლი

იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს სწა­რა­ფად იღებს. ყოყ­მან­ში დროს არ და­კარ­გავს. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში შეც­დეს, მაგ­რამ ამა­ზეც მზა­დაა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს და შეც­დო­მე­ბიც გა­მო­ას­წო­როს.

ინი­ცი­ა­ტი­ვის მქო­ნე

ასე­თი კაცი ყვე­ლა ქალს მოს­წონს, რაც მთა­ვა­რია, ინი­ცი­ა­ტი­ვას ქა­ლე­ბი ყვე­ლა ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ას­პექ­ტში მო­ე­ლი­ან.

ამ თვი­სე­ბებ­ზე თვა­ლის გა­დავ­ლე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მო­დით, ნუ იჩ­ქა­რებთ. შე­იძ­ლე­ბა ჯერ არ შეხ­ვედ­რი­ხართ მას. თან ერ­თიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ - იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცის კი­დევ ერთი თვი­სე­ბა სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვაა. ანუ თუ თქვენს რჩე­ულს ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან ზო­გი­ერ­თი თვი­სე­ბა აკ­ლია, აცა­დეთ, გა­მოს­წო­რე­ბის დრო წინ აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

10 თვისება, რომელიც იდეალურ მამაკაცს უნდა ჰქონდეს

10 თვისება, რომელიც იდეალურ მამაკაცს უნდა ჰქონდეს

როგორი უნდა იყოს იდეალური მამაკაცი? ეს კითხვა ქალებს ხშირად აბნევს. არსებობს კი ბუნებაში ასეთი კაცი?

სხვადასხვა ტიპისა და გემოვნების ქალს იდეალური მამაკაცის სხვადასხვა სტერეოტიპი ჰყავს, მაგრამ ზოგიერთი თვისება ყველა ქალისთვის სანატრელია. რომელია ეს თვისებები ანუ როგორია ქალის თვალით დანახული იდეალური მამაკაცი?

ერთგული

ყველა ქალი უნიკალურია, მაგრამ ყველა მათგანს სურს, რომ მისი რჩული ერთგული და საიმედო ადამიანი იყოს. ქალის წარმოდგენით, რაც არ უნდა მოხდეს, იდეალურმა კაცმა მეორე ნახევარს ბოლომდე უნდა უერთგულოს. ასეთი კაცი საკუთარ საქციელზე ყოველთვის პასუხს აგებს და დანაპირებსაც ასრულებს.

მზურნველი

ყველა ქალს მოსწონს, როცა მამაკაცს არამარტო უყვარს, არამედ ზრუნავს კიდეც მასზე და მძიმე წუთებში გვერდით უდგას. ასეთი კაცი ყოველთვის მზადაა დახმარება გაგიწიოთ და პრობლემები შეგიმსუბუქოთ.

ძლიერი ხასიათით

ზემოჩამოთვლილი თვისებების ქონა იმას არ ნიშნავს, რომ კაცი ძლიერი არ უნდა იყოს და პრინციპული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. მარტო კუნთებშიც არ არის საქმე, ნებისყოფა არ უნდა ღალატობდეს, პასუხისმგებლობის აღება უნდა შეეძლოს და საკუთარ ოჯახს ძლიერი ჯავშანივით იცავდეს.

დიდსულოვნება

დიდსულოვნების და სიკეთის გარეშე ჩამოთვლილ თვისებებს რა ფასი აქვს. მან შებრალებაც იცის და პატიებაც შეუძლია. რაც მთავარია, ქალზე ხელს არსოდეს აღმართავს.

პატიოსანი

ამქვეყნად ყველაზე მამაცი და სიმპათიური მამაკაციც კი ვერ იქნება იდეალური, თუ პატიოსანი არაა. ქალები ხომ ვერ იტანენ ტუილს, ყოველ შემთხვევაში, როცა მათ ატყუებენ. ურთიერთობაში გულწრფელობასა და პატიოსნებას ვერაფერი ჩაანაცვლებს.

მამაცი

ქალებს უყვართ, როცა მამაკაცი მათთვის ქვის კედელივით საიმედო დამცველია. მას ოჯახის დაცვა ყველაფრისგან უნდა შეეძლოს.

გულუხვი

ფული ურთიერთობაში მთავარი არ არის, მაგრამ ძუნწ კაცზე უფრო აუტანელი არსება ქალისთვის არ არსებობს. გულუხვობა ძალიან ამშვენებს ძლიერ სქესს.

ოპტიმისტი

მამაკაცი, რომელსაც მომავლის რწმენა აქვს და ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად მისდის, ქალებს შორის პოპულარობით სარგებლობს. შეიძლება პრობლემები მასაც ჰქონდეს, მაგრამ ხვალინდელი დღის იმედი მხნეობას უნარჩუნებს. ქალები გიჟდებიან ძლიერი სქესის ამ თვისებაზე.

გაბედული

იდეალური მამაკაცი გადაწყვეტილებებს სწარაფად იღებს. ყოყმანში დროს არ დაკარგავს. შეიძლება გადაწყვეტილებაში შეცდეს, მაგრამ ამაზეც მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს და შეცდომებიც გამოასწოროს.

ინიციატივის მქონე

ასეთი კაცი ყველა ქალს მოსწონს, რაც მთავარია, ინიციატივას ქალები ყველა ცხოვრებისეულ ასპექტში მოელიან.

ამ თვისებებზე თვალის გადავლების შემდეგ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იდეალური მამაკაცი არ არსებობს, მაგრამ მოდით, ნუ იჩქარებთ. შეიძლება ჯერ არ შეხვედრიხართ მას. თან ერთიც გაითვალისწინეთ - იდეალური მამაკაცის კიდევ ერთი თვისება სრულყოფილებისკენ სწრაფვაა. ანუ თუ თქვენს რჩეულს ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი თვისება აკლია, აცადეთ, გამოსწორების დრო წინ აქვს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს