სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს პრეზიდენტი მთავარი პროკურატურის მიერ საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი მთავარი პროკურატურის მიერ საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შო­რის სა­ი­დუმ­ლო მი­მო­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"გა­მოვ­თქვამთ შეშ­ფო­თე­ბას იმის გამო, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით, გა­ა­სა­ჯა­რო­ვა სა­ი­დუმ­ლო მი­მო­წე­რა მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შო­რის. სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, "პრე­სა­ში და მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო". შე­სა­ბა­მი­სად, მივ­მარ­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უზ­რუნ­ველ­ყოს ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. და­მა­ტე­ბით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ამა­ვე კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­სა და სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, რო­მე­ლიც და­არ­ღვევს სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, და­ე­კის­რე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა", - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ნახ­სე­ნებ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას უკვე მო­ეხ­სნა გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო".

ასე­ვე იხი­ლეთ: პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­მარ­თვის პა­სუ­ხად, შსს გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოს პრეზიდენტი მთავარი პროკურატურის მიერ საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი მთავარი პროკურატურის მიერ საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი მთავარი პროკურატურის მიერ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროების გამო შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, "პრესაში და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო". შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ამავე კანონის მიხედვით, თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეს, რომელიც დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროკურატურის მიერ ნახსენებ დოკუმენტაციას უკვე მოეხსნა გრიფი "საიდუმლო".

ასევე იხილეთ: პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართვის პასუხად, შსს განცხადებას ავრცელებს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა