სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აგვისტოს ომის შესახებ დოკუმენტის ნაწილს თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს
აგვისტოს ომის შესახებ დოკუმენტის ნაწილს თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­სწავ­ლე­ლი დო­კუ­მენ­ტის ნა­წილს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნებს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როს­მა ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­მაც დღეს მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ო­ზე 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შე­დე­გად და­ღუ­პულ გმი­რებს პა­ტი­ვი მი­ა­გო.

ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძის თქმით, მთა­ვა­რი არის ის ფაქ­ტი, რომ არა­ვინ და არა­ფე­რი უნდა იყოს და­ვი­წყე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ჩვენ­მა გმი­რებ­მა თა­ვი­სი სის­ხლით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეს ომის სა­ბო­ლოო შე­დეგ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა აგ­ვის­ტოს ომის შეს­წავ­ლას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ, ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძის თქმით, ეს იყო შეს­წავ­ლა სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით და დო­კუ­მენ­ტი დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

"ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს დო­კუ­მენ­ტის შეს­წავ­ლა სა­მი­ნის­ტრო­ში, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­ში და ალ­ბათ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იქ­ნე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ღია ნა­წი­ლი. ჩვენ არა­ვის ბრა­ლე­უ­ლო­ბას არ ვიკ­ვლევ­დით. ჩვენ ვიკ­ვლევ­დით, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, რამ­დე­ნად სწო­რი იყო გარ­კვე­უ­ლი ბრძა­ნე­ბე­ბი, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რი იყო შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი. ასე რომ, ეს არის სამ­ხედ­რო, ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით შეს­წავ­ლა და არა - ვინ­მეს ბრა­ლე­უ­ლო­ბის დად­გე­ნა", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

აგვისტოს ომის შესახებ დოკუმენტის ნაწილს თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს

აგვისტოს ომის შესახებ დოკუმენტის ნაწილს თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს

2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი დოკუმენტის ნაწილს თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა, რომელმაც დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, მთავარი არის ის ფაქტი, რომ არავინ და არაფერი უნდა იყოს დავიწყებული, ვინაიდან ჩვენმა გმირებმა თავისი სისხლით მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს ომის საბოლოო შედეგში.

რაც შეეხება აგვისტოს ომის შესწავლას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ვახტანგ კაპანაძის თქმით, ეს იყო შესწავლა სამხედრო თვალსაზრისით და დოკუმენტი დასრულებულია.

"ახლა მიმდინარეობს დოკუმენტის შესწავლა სამინისტროში, შესაბამის უწყებებში და ალბათ უახლოეს მომავალში, უახლოეს დღეებში იქნება გამოქვეყნებული ღია ნაწილი. ჩვენ არავის ბრალეულობას არ ვიკვლევდით. ჩვენ ვიკვლევდით, თუ როგორ ვითარდებოდა საომარი მოქმედებები, რამდენად სწორი იყო გარკვეული ბრძანებები, რამდენად ადეკვატური იყო შესაბამისი მოქმედებები. ასე რომ, ეს არის სამხედრო, ოპერატიულ-ტაქტიკული თვალსაზრისით შესწავლა და არა - ვინმეს ბრალეულობის დადგენა", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა