როგორ უნდა მიხვდე, რომ ქმარი გღალატობს?

 როგორ უნდა მიხვდე, რომ ქმარი გღალატობს?

თუ სიმართლეს თვალებში შევხედავთ, თანამედროვე ოჯახებში ბევრი ქმარი ღალატობს ცოლს. ზოგიერთი მარტივად ხვდება ამას და რეაქციაც სხვადასხვანაირი აქვს:

1. იგნორირება, ანუ თვალების დახუჭვა, რომ სიმშვიდე არ დაარღვიოს (თუმცა ამ ტაქტიკას ბევრჯერ მოჰყოლია ასევე მშვიდად კაცის ოჯახიდან წასვლა;

2. სკანდალი და ალიაქოთი (ამასაც ხშირად მოჰყოლია კაცის წასვლა;

3. ჭკვიანი ცოლისთვის დამახასიათებელი მშვიდი მოქმედება მამაკაცის ხასიათიდან გამომდინარე: ა) წყნარად, მეგობრულად განხილვა, მიზეზების ძიება და გამოსავლის პოვნა;

ბ) ფარულად მოქმედება – კაცი ვერც ხვდება, ბევრი ქალი ისე "ანეიტრალებს" სიტუაციას ან "მეტოქეს" და ისევ ჩვეულებრივ კალაპოტში აბრუნებს ცხოვრებას.

თუმცა ამჯერად იმაზე არ ვისაუბრებთ, რომელი მეთოდია მართებული, ღირს თუ არა მოღალატე ქმრის დაბრუნებისთვის ბრძოლა, რატომ მიდის კაცი სხვასთან ცოლისგან ფარულად თუ აშკარად, და აქვს თუ არა ამას გამართლება. ამჯერად იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა მიხვდეს ქალი, რომელსაც ჯერ მხოლოდ მცირე ეჭვი აქვს, ღალატობს თუ არა მას ქმარი. რატომ უნდა მიხვდეს და გაიგოს? იმიტომ, რომ დროული რეაქცია ჰქონდეს და უცებ არ აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე. ყოველთვის საწყის ეტაპზე ჯობს პრობლემასთან ბრძოლა, ვიდრე უკვე შორს წასულ პროცესში.

ისეც ხდება, რომ მამაკაცებს ერთი შეხედვით არაფერი ეტყობათ, თითქოს არაფერი მიგანიშნებთ იმაზე, რომ მას სხვა გატაცება აქვს. თუმცა თუ კარგად დააკვირდებით და არ გამოგეპარებათ მისი ნებისმიერი ცვლილება, იოლად გაიგებთ სიმართლეს. ხანდახან მინიშნებები აშკარაა – ჯიბეში ნაპოვნი პომადა თუ ძვირად ღირებული სამკაული, მანქანაში ნაპოვნი საცვალი, სასიყვარულო მესიჯი მობილურში... როგორც წესი, ეს უკვე შორს წასული პროცესის შემთხვევაა. ამიტომ, სანამ აქამდე მივა საქმე, მანამდე უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს ქმრებს, მათ ქცევას და დროულად გაიგოთ, გაქვთ თუ არა განგაშის მიზეზი.

1. როგორც წესი, ამ დროს ჩვეულებრივი რაღაცები იცვლება ხოლმე. მაგალითად, ადრე დღეში რამდენჯერმე რეკავდა ან გწერდათ, ბოლო დროს კი ამას აღარ აკეთებს. ან ძალიან უგერგილოდ და დუნედ, თითქოს მხოლოდ ინერციით.

2. ხშირად ეპატიჟებიან საღამოობით "საქმიან სადილებზე" თუ "იძახებენ საქმეზე".

3. გამუდმებით უყურებს გამვლელ გოგონებსა და ქალებს.

იხილეთ სრულად

UFC-ის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს - რა აკავშირებს დაღესტნელ სპორტსმენს კალაძესთან და ბერა ივანიშვილთან

ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის თანხვედრილი სტილი - დედაქალაქის მერისა და მისი მეუღლის ფოტოები დამოუკიდებლობის დღის ცერემონიიდან

"არჩის ერთ-ერთი პირველი სიტყვები ბებია დაიანა იყო" - პრინცი ჰარის კიდევ ერთი დრამატული ინტერვიუ