სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ გადაურიცხა ლევან გაჩეჩილაძეს 3 მილიონი - ელისო კილაძე პოლიტიკოსს გარიგებებსა და ორმაგ თამაშში ადანაშაულებს
ვინ გადაურიცხა ლევან გაჩეჩილაძეს 3 მილიონი - ელისო კილაძე პოლიტიკოსს გარიგებებსა და ორმაგ თამაშში ადანაშაულებს

ჟურ­ნა­ლის­ტი ელი­სო კი­ლა­ძე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის კვლა­დაკ­ვალ სხვა­დას­ხვა ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დებს ხში­რად აკე­თებს, ამ­ჯე­რად ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ამ­ხელს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც მან გა­ზეთ "ასა­ვალ-და­სა­ვალს" მის­ცა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში კი­ლა­ძე ამ­ტკი­ცებს, რომ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე 2007 წლის ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან გა­რიგ­ბა­ში შე­ვი­და. გარ­და ამი­სა, ის პო­ლი­ტი­კოსს ორ­მაგ თა­მაშ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და ამ­ბობს:

"პირ­ვე­ლად თვა­ლებ­ში მა­შინ შევ­ხე­დე სი­მარ­თლეს, როცა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მიერ, სხვა­დას­ხვა დროს, 18 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ე­მიჯ­ნა მას და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­უ­რიგ­და. ვგუ­ლის­ხმობ და­ვით გამ­ყრე­ლი­ძეს რო­მე­ლის პირ­ვე­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო მა­რა­თო­ნი ჩარ­თვის გან­ცხა­დე­ბას. სა­ა­კაშ­ვილ­თან გა­რი­გე­ბა­ში შე­ვი­და ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე. მარ­თა­ლია, თავ­და­პირ­ვე­ლად ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა, მაგ­რამ გა­რან­ტი­ის­თვის პრე­მი­ე­რად მისი კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა. ამ სა­კი­თხზე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის­გან, რომ­ლე­ბიც დღეს პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ჭი­რი­სუფ­ლე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ი­ღო. რო­გორც შემ­დგომ აღ­მოჩ­ნდა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის არ­სე­ბო­ბა ჩიხ­ში შე­იყ­ვან­და გა­რი­გე­ბას, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს შო­რის შედ­გა".

"თუკი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე იტყვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი ტყუ­ი­ლია, უფრო მეტ და­კონ­კრე­ტე­ბას მი­ი­ღებს ჩემ­გან. მა­გა­ლი­თად, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ამე­რი­კის მა­ში­ნე­ლი ელ­ჩის ჯონ ტეფ­ტის თან­დას­წრე­ბით უთხრეს, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია სა­ჭი­რო არ არის, შე­ე­გუ­ეთ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­სო, მან თქვა - იმ თან­ხას რა ეშ­ვე­ლე­ბა, რაც და­ხარ­ჯუ­ლი მაქვს ამ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს?! ციფ­რიც და­ა­სა­ხე­ლა - 3 მი­ლი­ო­ნი. ეს თან­ხა მას მა­შინ­დე­ლი ბან­კის მმარ­თველ­მა და შემ­დეგ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ლადო გურ­გე­ნი­ძემ გა­და­უ­რი­ცხა. უამ­რა­ვის სხვა დე­ტა­ლიც არის ცნო­ბი­ლი, რაც ამ გა­რი­გე­ბას ადას­ტუ­რებს. ის ფაქ­ტიც, რომ ინა­ო­გუ­რა­ცი­ის დღეს ხალ­ხის მასა პარ­ლა­მენ­ტის­კენ არ დაძ­რეს, ამ გა­რი­გე­ბის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იყო. დღეს რომ ბად­რის ჭი­რი­სუფ­ლე­ბად გა­მო­დი­ან, უბ­რა­ლოდ ამაზ­რზე­ნია", - აცხა­დებს კი­ლა­ძე გა­ზეთ ასა­ვალ-და­სა­ვალ­თან სა­უბ­რი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ გადაურიცხა ლევან გაჩეჩილაძეს 3 მილიონი - ელისო კილაძე პოლიტიკოსს გარიგებებსა და ორმაგ თამაშში ადანაშაულებს

ვინ გადაურიცხა ლევან გაჩეჩილაძეს 3 მილიონი - ელისო კილაძე პოლიტიკოსს გარიგებებსა და ორმაგ თამაშში ადანაშაულებს

ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც პოლიტიკური მოვლენების კვლადაკვალ სხვადასხვა ხმამაღალ განცხადებს ხშირად აკეთებს, ამჯერად ლევან გაჩეჩილაძეს ამხელს ინტერვიუდან, რომელიც მან გაზეთ "ასავალ-დასავალს" მისცა.

ინტერვიუში კილაძე ამტკიცებს, რომ ლევან გაჩეჩილაძე 2007 წლის ცნობილი მოვლენებისას მიხეილ სააკაშვილთან გარიგბაში შევიდა. გარდა ამისა, ის პოლიტიკოსს ორმაგ თამაშში ადანაშაულებს და ამბობს:

"პირველად თვალებში მაშინ შევხედე სიმართლეს, როცა პატარკაციშვილის მიერ, სხვადასხვა დროს, 18 მილიონი დოლარით დაფინანსებული ოპოზიცია მოულოდნელად გაემიჯნა მას და მიხეილ სააკაშვილს გაურიგდა. ვგულისხმობ დავით გამყრელიძეს რომელის პირველი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მარათონი ჩართვის განცხადებას. სააკაშვილთან გარიგებაში შევიდა ლევან გაჩეჩილაძე. მართალია, თავდაპირველად ბადრი პატარკაციშვილმა ლევან გაჩეჩილაძის გაპრეზიდენტებას მხარი დაუჭირა, მაგრამ გარანტიისთვის პრემიერად მისი კანდიდატურის დასახელება მოითხოვა. ამ საკითხზე გაერთიანებული ოპოზიციისგან, რომლებიც დღეს პატარკაციშვილის ჭირისუფლებად გვევლინებიან, კატეგორიული უარი მიიღო. როგორც შემდგომ აღმოჩნდა ბადრი პატარკაციშვილის არსებობა ჩიხში შეიყვანდა გარიგებას, რაც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის შედგა".

"თუკი გაჩეჩილაძე იტყვის, რომ ეს ყველაფერი დიდი ტყუილია, უფრო მეტ დაკონკრეტებას მიიღებს ჩემგან. მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძეს ამერიკის მაშინელი ელჩის ჯონ ტეფტის თანდასწრებით უთხრეს, დესტაბილიზაცია საჭირო არ არის, შეეგუეთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსო, მან თქვა - იმ თანხას რა ეშველება, რაც დახარჯული მაქვს ამ საარჩევნო კამპანიის დროს?! ციფრიც დაასახელა - 3 მილიონი. ეს თანხა მას მაშინდელი ბანკის მმართველმა და შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ გადაურიცხა. უამრავის სხვა დეტალიც არის ცნობილი, რაც ამ გარიგებას ადასტურებს. ის ფაქტიც, რომ ინაოგურაციის დღეს ხალხის მასა პარლამენტისკენ არ დაძრეს, ამ გარიგების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. დღეს რომ ბადრის ჭირისუფლებად გამოდიან, უბრალოდ ამაზრზენია", - აცხადებს კილაძე გაზეთ ასავალ-დასავალთან საუბრისას.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?