აჭარის სამშველო სამსახური ტურისტებს აფრთხილებს

აჭარის სამშველო სამსახური ტურისტებს აფრთხილებს

აჭარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ქობულეთი-სარფის სანაპირო ზოლზე დღეს ზღვიდან 22 ადამიანი გამოიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნისუს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა მამაუკა თურმანიძემ განუცხადა, შუადღის 12 საათის შემდეგ ზღვის ღელვამ 3 ბალამდე მოიმატა, რის შემდეგაც ზღვაში მყოფ დამსვენებლებს სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდათ. მისი თქმით, ბოლოს ერთი საათის წინ, ქობულეთის სანაპირო ზოლიდან 5 ადამიანი გამოიყვანეს.

სამაშველო სამსახური ტურისტებს მოუწოდებს, უამინდობისა და ღელვის დროს ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია