სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რამდენი ადამიანი კარგავს სახლს ვალის გამო საქართველოში - სავახშო წნეხს ვერაფერი აჩერებს
რამდენი ადამიანი კარგავს სახლს ვალის გამო საქართველოში - სავახშო წნეხს ვერაფერი აჩერებს

ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხე­ბის სა­კი­თხი მწვა­ვედ 2008 წლის კრი­ზი­სის შემ­დეგ დგას. "კრე­დი­ტინ­ფო სა­ქარ­თვე­ლო" 2005 წლი­დან აწარ­მო­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის საკ­რე­დი­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ის რე­ესტრს და მათი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა სა­სეს­ხო პრო­დუქ­ტით სულ 1 845 799 ფი­ზი­კუ­რი და 22 163 იუ­რი­დი­უ­ლი პირი სარ­გებ­ლობს. თუმ­ცა, "კრე­დი­ტინ­ფო" ვერ აღ­რი­ცხავს, რამ­დე­ნი მო­ვა­ლე ჰყავთ ე.წ. მე­ვახ­შე­ებს, არა­და, ვალ­ში გა­ყი­დუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის უმე­ტე­სი წილი სწო­რედ კერ­ძო იპო­თე­კა­რებ­ზე მო­დის.

პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხე­ბის მო­ცუ­ლო­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კებ­მა" ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პრობ­ლე­მუ­რია ბან­კე­ბის მიერ ქვე­ყა­ნა­ში გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის ერთი მე­ა­თე­დი. აგ­რეთ­ვე, იზ­რდე­ბა სეს­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და­კარ­გვის შემ­თხვე­ვე­ბი.

გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე, "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე: "ბან­კე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის თით­ქმის 10% პრობ­ლე­მუ­რია. მსოფ­ლიო ბან­კის შე­ფა­სე­ბით, ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო 124 ქვე­ყა­ნას შო­რის 52-ე ად­გილ­ზეა. ეს სა­შუ­ა­ლო­ზე ოდ­ნავ უკე­თე­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხე­ბის შე­და­რე­ბით მცი­რე წილი იმით აიხ­სნე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რი ოდე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ბევ­რად მა­ღა­ლია, არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ბა­ზარ­ზე კერ­ძო პი­რე­ბის­გან (მე­ვახ­შე­ე­ბის­გან) არის აღე­ბუ­ლი.

პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხე­ბის ერთ-ერთი მძი­მე ფორ­მაა სეს­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო სახ­ლის და­კარ­გვა და მსეს­ხებ­ლის უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნა. ბოლო წლებ­ში გა­ი­ზარ­და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სეს­ხე­ბის წილი, შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ნის და­კარ­გვის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შეც სულ უფრო მეტი მო­ქა­ლა­ქეა. 2008 წლის (რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­სა და მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის) შემ­დეგ რო­გორც კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის, ისე სხვა სა­ფი­ნან­სო თუ არა­სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მიერ, სეს­ხე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ჩა­დე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვა ძა­ლი­ან გახ­შირ­და.

რად­გან პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლია, ხოლო სეს­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და­კარ­გვის შემ­თხვე­ვე­ბი ხშირ­დე­ბა, ამ თე­მით და­ვინ­ტე­რეს­დით და კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და კერ­ძო პი­რე­ბის (მე­ვახ­შე­ე­ბის) მიერ და­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ვაგ­რო­ვეთ. აღ­მოჩ­ნდა, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­თი აღ­სრუ­ლე­ბე­ბის ოდე­ნო­ბა 2007-დან 2013 წლამ­დე გა­ნუხ­რე­ლად იზ­რდე­ბო­და და მაქ­სი­მუმს 2012 წელს მი­აღ­წია. ეს პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხე­ბის ოდე­ნო­ბის ზრდა­ზე მი­უ­თი­თებს, რისი მი­ზე­ზიც მრა­ვა­ლი რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს: მსეს­ხებ­ლე­ბის მიერ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი ხარ­ჯვა; ბან­კე­ბის, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო­ე­ბი­სა და კერ­ძო კრე­დი­ტო­რე­ბის მიერ სეს­ხე­ბის მარ­ტი­ვად გა­ცე­მა; ქვე­ყა­ნა­ში არას­ტა­ბი­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და სხვა.

აუქ­ცი­ო­ნის წე­სით გა­ყი­დუ­ლი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მებს აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო 2011 წლი­დან აღ­რი­ცხავს, თუმ­ცა, ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვის მი­ზე­ზი არ მი­ე­თი­თე­ბა. ამ მო­ნა­ცე­მებ­ში აგ­რეთ­ვე არ არის ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე კონ­კრე­ტუ­ლად კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ აღ­სრუ­ლე­ბულ საქ­მე­ებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნა­ცე­მებს 2013 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2014 წლის მა­ი­სის ჩათ­ვლით, სუ­რა­თი ასე­თია: სულ გა­ი­ყი­და 952 ერ­თე­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, აქე­დან ბან­კე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ - 172 (მთლი­ა­ნი ოდე­ნო­ბის 18,07%), მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ - 157 (16,49%), კერ­ძო პი­რე­ბის, ანუ კერ­ძო მე­ვახ­შე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ კი 623 ერ­თე­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გა­ი­ყი­და (65,44%).

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რამდენი ადამიანი კარგავს სახლს ვალის გამო საქართველოში - სავახშო წნეხს ვერაფერი აჩერებს

რამდენი ადამიანი კარგავს სახლს ვალის გამო საქართველოში - სავახშო წნეხს ვერაფერი აჩერებს

ქვეყანაში პრობლემური სესხების საკითხი მწვავედ 2008 წლის კრიზისის შემდეგ დგას. "კრედიტინფო საქართველო" 2005 წლიდან აწარმოებს საქართველოში ფიზიკური თუ იურიდიული პირების საკრედიტო ინფორმაციის რეესტრს და მათი მონაცემებით, ქვეყანაში სხვადასხვა სასესხო პროდუქტით სულ 1 845 799 ფიზიკური და 22 163 იურიდიული პირი სარგებლობს. თუმცა, "კრედიტინფო" ვერ აღრიცხავს, რამდენი მოვალე ჰყავთ ე.წ. მევახშეებს, არადა, ვალში გაყიდული უძრავი ქონების უმეტესი წილი სწორედ კერძო იპოთეკარებზე მოდის.

პრობლემური სესხების მოცულობის გამოსავლენად არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც, პრობლემურია ბანკების მიერ ქვეყანაში გაცემული სესხების ერთი მეათედი. აგრეთვე, იზრდება სესხის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონების დაკარგვის შემთხვევები.

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე: "ბანკების მიერ გაცემული სესხების თითქმის 10% პრობლემურია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ მაჩვენებლით საქართველო 124 ქვეყანას შორის 52-ე ადგილზეა. ეს საშუალოზე ოდნავ უკეთესი მაჩვენებელია. პრობლემური სესხების შედარებით მცირე წილი იმით აიხსნება, რომ რეალური ოდენობა, რომელიც ბევრად მაღალია, არაოფიციალურ ბაზარზე კერძო პირებისგან (მევახშეებისგან) არის აღებული.

პრობლემური სესხების ერთ-ერთი მძიმე ფორმაა სესხის გადაუხდელობის გამო სახლის დაკარგვა და მსესხებლის უსახლკაროდ დარჩენა. ბოლო წლებში გაიზარდა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების წილი, შესაბამისად, ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშეც სულ უფრო მეტი მოქალაქეა. 2008 წლის (რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის) შემდეგ როგორც კომერციული ბანკების, ისე სხვა საფინანსო თუ არასაფინანსო ინსტიტუტების მიერ, სესხების უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონების გაყიდვა ძალიან გახშირდა.

რადგან პრობლემური სესხების შესახებ სრული მონაცემები პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია, ხოლო სესხის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონების დაკარგვის შემთხვევები ხშირდება, ამ თემით დავინტერესდით და კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო პირების (მევახშეების) მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ მონაცემები შევაგროვეთ. აღმოჩნდა, რომ უძრავი ქონების იძულებითი აღსრულებების ოდენობა 2007-დან 2013 წლამდე განუხრელად იზრდებოდა და მაქსიმუმს 2012 წელს მიაღწია. ეს პრობლემური სესხების ოდენობის ზრდაზე მიუთითებს, რისი მიზეზიც მრავალი რამ შეიძლება იყოს: მსესხებლების მიერ ფინანსური რესურსის არაეფექტიანი ხარჯვა; ბანკების, მიკროსაფინანსოებისა და კერძო კრედიტორების მიერ სესხების მარტივად გაცემა; ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა.

აუქციონის წესით გაყიდული ქონების შესახებ მონაცემებს აღსრულების ეროვნული ბიურო 2011 წლიდან აღრიცხავს, თუმცა, ქონების გაყიდვის მიზეზი არ მიეთითება. ამ მონაცემებში აგრეთვე არ არის ინფორმაცია 2013 წლის ოქტომბრამდე კონკრეტულად კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასარგებლოდ აღსრულებულ საქმეებზე. რაც შეეხება მონაცემებს 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით, სურათი ასეთია: სულ გაიყიდა 952 ერთეული უძრავი ქონება, აქედან ბანკების სასარგებლოდ - 172 (მთლიანი ოდენობის 18,07%), მიკროსაფინანსოების სასარგებლოდ - 157 (16,49%), კერძო პირების, ანუ კერძო მევახშეების სასარგებლოდ კი 623 ერთეული უძრავი ქონება გაიყიდა (65,44%).

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია