გარეთ რომ ხალხს აშარდინებთ, მანდ ზიხართ ჩუმად და ეწევით? - ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურას

გარეთ რომ ხალხს აშარდინებთ, მანდ ზიხართ ჩუმად და ეწევით? - ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურას

მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას ახალი ბრალდება ყოფილ პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა (იხილეთ დეტალურად).

პროკურატურის განცხადებას ერეკლე კოდუას მეუღლე, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე გამოეხმაურა.

Facebook/ ნანუკა ჟორჟოლიანი:

"პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ თქვა, კოდუამ წაიკითხა სტატია, სადაც გელაშვილი პრეზიდენტზე ცუდს ამბობდა, გაბრაზდა და სცემაო (ურა პატრიოტიაო რა, ან სხვა რამეო, არ დავწერ აქ). პროკურატურა დღეს ამბობს, უი, უი შეგვეშალაო, კი არ წაიკითხა და გაბრაზდაო, მიშამ ვანოსო, ვანომ კოდუასო, კოდუამ სირაძესო, სირაძემ კიდევ ვიღაცებს დაავალაო. მოკლედ, ვალერი გელეშვილი მთელმა ხელისუფლებამ სცემა ერთადო. ე ბიჯო, როგორც ჩემი ცოტნე იტყოდა, სტატიაზე ბრალის წაყენებევა ვის გაუგია:))) თქვენ და გარეთ რომ ხალხს აშარდინებთ, მანდ ზიხართ ჩუმად და ეწევით? ეგ ცუდია ძაან. სხვებსაც უნდა მოაწევინოთ:) ღორობა ჰქვია მაგას:)", - წერს ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ | ინტერვიუ, რომლის გამოც ვალერი გელაშვილი ლამის ცემით მოკლეს

ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებული ყველა საინტერესო სტატია #ჟორჟოლიანი

სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა საინტერესო სტატია #სააკაშვილი

ასევე იხილეთ | პროკურატურა ყოფილ პარლამენტარზე სასტიკი თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს