ჩანდე ფოტოზე გამხდარი: მასტერ-კლასი ტიარა ბენკსისგან

ჩანდე ფოტოზე გამხდარი: მასტერ-კლასი ტიარა ბენკსისგან

39 წლის ტიარა ბენკსს იუმორში ვერავინ აჯობებს! პოდიუმების ვარსკვლავმა და რეალითი-შოუს - "ტოპ-მოდელი ამერიკულად" შეუცვლელმა წამყვანმა Instagram-ში კარიბის კუნძულებზე გატარებული შვებულების ამსახველი კადრები დადო და თავისი ფიგურის შესახებ სახალისო კომენტარებიც დაურთო.

პლაჟზე წამოწოლილი გოგონა საცურაო კოსტიუმში, - Instagram-ში ასეთი ფოტოების მეტი რა არის, მაგრამ მათგან განსხვავებით, ტიარას ფოტო თავის მოსაწონებლად არ გამოუქვეყნებია. მან სურათს მიაწერა:

"სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და, ჩემი უკანალი ბევრად დიდია, ვიდრე ამ ფოტოზე ჩანს, მაგრამ სწორად შერჩეული რაკურსი მას საგრძნობლად აპატარავებს."

პროფესიონალი მოდელი და პოდიუმის მომავალი ვარსკვლავების აღმზრდელმა კარგად იცის: მთავარი – მოდელის მიერ შერჩეული პოზა და ფოტოგრაფის მიერ დაჭერილი სწორი რაკურსია.

ტიარა – სრული ფორმების მქონე ქალების უფლებების ცნობილი დამცველია. ახლახან მოდელმა ამერიკულ ჟურნალ US Weekly-ს ინტერვიუში განუცხადა:

"მთელ მსოფლიოს ვეუბნები, მაკოცონ ტრ..ზე, რადგან წარმატებას ისეთმა მივაღწიე, როგორიც ვარ: მივიღე "ემის" ჯილდო, შევქმენი ტელეპროექტი "ტოპ-მოდელი ამერიკულად", ორჯერ ვიყავი ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში ჟურნალ Time-ის ვერსიით. და ყველაფერი ეს დიდი უკანალით გავაკეთე!"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს