რატომ დასრულდა ნინო შავგულიძის ''ძალიან მაგარი სიყვარული''

რატომ დასრულდა ნინო შავგულიძის ''ძალიან მაგარი სიყვარული''

მსახიობი ნინო შავგულიძე ფართო მაყურებელმა ''ჩვენი ამბავიდან'' გაიცნო. სერიალი დამთავრდა, მაგრამ ნინოს და ''ღამის შოუს'' თანამშრომლობა გრძელდება. ნინო ''ტვ 11''-ში მუშაობს, დაკავებულია სპექტაკლებში, მუშაობს რადიოში. ისეა დაკავებული, რომ მეგობრების მოსანახულებლად დრო არ რჩება. ვერც სიყვარულზე ფიქრობს. სურვილიც არ აქვს, ვინმე უყვარდეს. თუმცა ერთხელ უკვე უყვარდა ძალიან...

''ვისაც რა გვინდოდა, გვაქვს''

- ვიცი, რომ დედასა და მამას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და გაიპარნენ. ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. ზაფხული იყო, მამამ დედას მიაკითხა, მეგობრებთან რომ ასულიყვნენ სტუმრად. დედამ საზამთრო წაიღო. მერე გაპარვა გადაწყვიტეს. მამას მშობლები დედას ოჯახში მივიდნენ იმის სათქმელად, რომ დედა და მამა დაოჯახდნენ და ყველაფერი კარგად იყო. ბებიამ გადაწყვიტა ცივი საზამთროთი გამასპინძლება, მაგრამ საზამთრო ვეღარ ნახა.

28-26 წლისები იყვნენ, მამა და დედა რომ დაქორწინდნენ. მალე საქართველოში ომი დაიწყო და ჩვენ საცხოვრებლად მოსკოვში გადავედით. ოჯახური ფოტო იმ პერიოდში გვაქვს გადაღებული. სიტუაცია რომ ჩაწყნარდა, მერე წამოვედით, რადგან ბებია და ბაბუა საქართველოში იყვნენ. ვცხოვრობდით 90-იანების ჩაბნელებულ საქართველოში.

- მშობლები რას საქმიანობენ?

- მამა ინჟინერია და დედა რაც გათხოვდა, მას შემდეგ დიასახლისია. პროფესიით ბიბლიოთეკარია. დე-დასთან ერთად გადაღებული ფოტო ჩემი ერთ-ერთი პირველი სურათია და ძალიან მიყვარს. დედასა და მამას დღემდე ფანტასტიკური ურთიერთობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ წლებია, დაშორებულები არიან. მოსკოვიდან რომ ჩამოვედით, ერთ-ერთი მოსკოვში უნდა დარჩენილიყო. მამა დარჩა და მას მერე ამ ქალაქში მრავალი წელი იცხოვრა. შემდეგ დედა წავიდა საზღვარგარეთ და ასე დაიშალნენ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება