მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობისკენ მოუწოდებენ

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობისკენ მოუწოდებენ

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობისკენ მოუწოდებენ. იგორ პოპოვმა, ჯეიმს უირლიკმა და პიერ ენდრიუმ, ასევე ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ დიდიე ბურკჰალტერმა გამოაქვეყნეს მიმართვა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებისადმი, სადაც შეშფოთება გამოთქვეს ბოლო დღეების განმავლობაში მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო.

ეუთო-ს წარმომადგენლები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებენ, სასწრაფოდ მიიღონ ზომები დაძაბულობის შესამცირებლად და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ასევე, თანათავმჯდომარეებმა მკაცრად გააკრიტიკეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანის დაცხრილვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და აღნიშნეს, რომ ეს ფაქტი ჟენევის კონვენციის დარღვევას წარმოადგენს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა