სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პატარკაციშვილმა მითხრა, შენ ჩამიშალე გეგმები, რომელიც მქონდაო" - მიხეილ სააკაშვილი
"პატარკაციშვილმა მითხრა, შენ ჩამიშალე გეგმები, რომელიც მქონდაო" - მიხეილ სააკაშვილი

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა მი­თხრა, შენ ჩა­მი­შა­ლე გეგ­მე­ბი, რო­მე­ლიც მქონ­დაო", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში" გა­ნა­ცხა­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­და.

"თუ გავ­ყვე­ბით იმას, რამ მიგ­ვიყ­ვა­ნა 2007 წლის მოვ­ლე­ნე­ბამ­დე, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია – 2004 წლი­დან, რო­გორც კი რუ­სე­თი მიხ­ვდა, რომ არ ვხუმ­რობთ და მარ­თლა ვა­შე­ნებთ სა­ხელ­მწი­ფოს, პუ­ტინს ჩა­ერ­თო "სიგ­ნა­ლი­ზა­ცია" – მან გან­გა­ში გა­მო­ა­ცხა­და. ამის მერე ერთ დი­ვერ­სი­ას მოჰ­ყვა მე­ო­რე – იყო 2004 წლის ცხინ­ვა­ლის მოვ­ლე­ნე­ბი, სრუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ემ­ბარ­გო, სრუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ემ­ბარ­გო, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­პორ­ტა­ცია რუ­სე­თი­დან, 2007 წელს კი მოს­კოვ­მა ერთ-ერთი რუსი ოლი­გარ­ქი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი აგ­ვი­მოქ­მე­და. სხვა­თა შო­რის, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ მას შევ­ხვდი და მი­თხრა, შენ ჩა­მი­შა­ლე ჩემი გეგ­მე­ბიო - პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ვი­ყა­ვი, როცა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ და­უ­რე­კა და უთხრა, მი­შას უნდა მოს­ვლაო – 2003 წლის დე­კემ­ბერ­ზე ვსა­უბ­რობ. რომ მი­ვე­დით, ჩემი დაც­ვა უკან და­ტო­ვეს, მე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­მარ­თვეს, თვი­თონ კი ფე­ო­და­ლი­ვით გა­მო­ვი­და და მი­თხრა შენ ჩა­მი­შა­ლე გეგ­მე­ბი რაც მქონ­და ამ შენი გა­მოხ­ტო­მე­ბი­თო", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სამი ფაქ­ტიც მო­იყ­ვა­ნა, რაც, მისი შე­ფა­სე­ბით, მოწ­მობს, რომ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

"რუ­სეთ­ში მას არ უშ­ვებ­დნენ, მაგ­რამ რუ­სეთს არ ჰქონ­და პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ მას მუდ­მი­ვად სტუმ­რობ­დნენ რუ­სე­თი­დან. იგი­ვე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი – ივა­ნო­ვი რომ თბი­ლის­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი, მთე­ლი ღამე ბად­რის სახ­ლში გა­ა­ტა­რა. 2007-ში დსთ-ს ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა შე­მა­ტყო­ბი­ნა (დრო მოვა და ვი­ტყვი რო­მელ­მაც, არ მინ­და ახლა პრობ­ლე­მე­ბი შე­ვუქ­მნა), რომ მის ქვე­ყა­ნა­ში პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდა ფე-ეს-ბე-ს ორ გე­ნე­რალს, სა­დაც ჩა­ვი­და რო­გორც ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე. როცა პა­ტარ­კა­ციშ­ვილს ჰკი­თხეს, რა­ტომ აკე­თებ­და ამას, უპა­სუ­ხა - პუ­ტი­ნი თქვენს ლი­დერს ეტყვი­სო. ამის მერე პუ­ტი­ნი მარ­თლაც შეხ­ვდა ამ ლი­დერს და რომ ჰკი­თხა, უპა­სუ­ხა - მალე პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რი და და­ამ­ხობს სა­ა­კაშ­ვილ­სო. მე­ო­რე ფაქ­ტი - ფე­დე­რა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­რომ მოგ­ვა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უსო­ი­ა­ნი და კი­დევ ორი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ერე­ვან­ში იმ ხალ­ხს შეხ­ვდა, ვინც ვი­ცო­დით, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ. მე­სა­მე – 2007 წლის მოვ­ლე­ნე­ბის წინ, 2 თვით ადრე პა­ტარ­კა­ციშ­ვილს ძა­ლით, ძა­ლი­ან მა­ღალ ფა­სად – 350 მი­ლი­ონ დო­ლა­რად (ამ­დე­ნი არ ღირ­და) გა­ა­ყი­დი­ნეს გა­ზე­თი "კო­მერ­სან­ტი". რუ­სეთ­ში აქ­ტი­ვებს კრემ­ლის გა­რე­შე ვე­რა­ვინ ვერ ყი­დის", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

თე­მის ყვე­ლა მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი­სა და მომ­დევ­ნო გა­ნახ­ლე­ბე­ბის სა­ნა­ხა­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ თეგი #სა­ა­კაშ­ვი­ლი

ამა­ვე თე­მა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"პატარკაციშვილმა მითხრა, შენ ჩამიშალე გეგმები, რომელიც მქონდაო" - მიხეილ სააკაშვილი

"პატარკაციშვილმა მითხრა, შენ ჩამიშალე გეგმები, რომელიც მქონდაო" - მიხეილ სააკაშვილი

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა, შენ ჩამიშალე გეგმები, რომელიც მქონდაო", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა.

სააკაშვილის მტკიცებით, პატარკაციშვილი საქართველოში რუსეთის დავალებებს ასრულებდა.

"თუ გავყვებით იმას, რამ მიგვიყვანა 2007 წლის მოვლენებამდე, ყველაფერი ძალიან მარტივია – 2004 წლიდან, როგორც კი რუსეთი მიხვდა, რომ არ ვხუმრობთ და მართლა ვაშენებთ სახელმწიფოს, პუტინს ჩაერთო "სიგნალიზაცია" – მან განგაში გამოაცხადა. ამის მერე ერთ დივერსიას მოჰყვა მეორე – იყო 2004 წლის ცხინვალის მოვლენები, სრული ენერგეტიკული ემბარგო, სრული ეკონომიკური ემბარგო, ჩვენი მოქალაქეების დეპორტაცია რუსეთიდან, 2007 წელს კი მოსკოვმა ერთ-ერთი რუსი ოლიგარქი პატარკაციშვილი აგვიმოქმედა. სხვათა შორის, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მას შევხვდი და მითხრა, შენ ჩამიშალე ჩემი გეგმებიო - პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი, როცა ზურაბ ჟვანიამ დაურეკა და უთხრა, მიშას უნდა მოსვლაო – 2003 წლის დეკემბერზე ვსაუბრობ. რომ მივედით, ჩემი დაცვა უკან დატოვეს, მე მობილური ტელეფონი ჩამომართვეს, თვითონ კი ფეოდალივით გამოვიდა და მითხრა შენ ჩამიშალე გეგმები რაც მქონდა ამ შენი გამოხტომებითო", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა სამი ფაქტიც მოიყვანა, რაც, მისი შეფასებით, მოწმობს, რომ პატარკაციშვილი რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა.

"რუსეთში მას არ უშვებდნენ, მაგრამ რუსეთს არ ჰქონდა პატარკაციშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული, ამიტომ მას მუდმივად სტუმრობდნენ რუსეთიდან. იგივე საგარეო საქმეთა მინისტრი – ივანოვი რომ თბილისში იყო ჩამოსული, მთელი ღამე ბადრის სახლში გაატარა. 2007-ში დსთ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა შემატყობინა (დრო მოვა და ვიტყვი რომელმაც, არ მინდა ახლა პრობლემები შევუქმნა), რომ მის ქვეყანაში პატარკაციშვილი რამდენჯერმე შეხვდა ფე-ეს-ბე-ს ორ გენერალს, სადაც ჩავიდა როგორც ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. როცა პატარკაციშვილს ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამას, უპასუხა - პუტინი თქვენს ლიდერს ეტყვისო. ამის მერე პუტინი მართლაც შეხვდა ამ ლიდერს და რომ ჰკითხა, უპასუხა - მალე პატარკაციშვილი იქნება საქართველოს ლიდერი და დაამხობს სააკაშვილსო. მეორე ფაქტი - ფედერალური გამოძიების ბიურომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ უსოიანი და კიდევ ორი კანონიერი ქურდი ერევანში იმ ხალხს შეხვდა, ვინც ვიცოდით, რომ ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენლები იყვნენ. მესამე – 2007 წლის მოვლენების წინ, 2 თვით ადრე პატარკაციშვილს ძალით, ძალიან მაღალ ფასად – 350 მილიონ დოლარად (ამდენი არ ღირდა) გააყიდინეს გაზეთი "კომერსანტი". რუსეთში აქტივებს კრემლის გარეშე ვერავინ ვერ ყიდის", - აღნიშნა სააკაშვილმა.

თემის ყველა მნიშნველოვანი დეტალისა და მომდევნო განახლებების სანახავად გამოიყენეთ თეგი #სააკაშვილი

ამავე თემაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა