ახალმა გამგებელმა პირველი სამუშაო დღე მშობლების საფლავზე მისვლით დაიწყო

ახალმა გამგებელმა პირველი სამუშაო დღე მშობლების საფლავზე მისვლით დაიწყო

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი რობიზონ გვენეტაძე უფლებამოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი რობიზონ გვენეტაძე უფლებამოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პირველი სამუშაო დღის დაწყებამდე გვენეტაძე მშობლების საფლავზე მივიდა, პატივი მიაგო მათ ხსოვნას და პირობა დადო, რომ არ შეარცხვენს მათ სახელს, იზრუნებს მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისათვის. მოგვინებით ტყიბულის წმინდაგიორგის სახელობის ეკლესიაში მივიდა, ილოცა და უფალს შემწეობა სთხოვა რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში.

სამუშაო კაბინეტში მისვლისას კი, იქ ყოფილი გამგებელი თემურ ჩუბინიძე დახვდა და სამუშაო კაბინეტი გადააბარა. ასევე სხდომათა დარბაზში ადმინისტრაციის თანამშრომლებს ძველი და ახალი გამგებელი ერთად შეხვნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, ახალმა გამგებელმა მათთან მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

რობიზონ გვენეტაძემ მხარდამჭერებს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა ნდობისა და თანადგომისათვის.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა