სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას უკავშირდება "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძრის გაჩენა- ექსპერტების პირველი ანალიზი
რას უკავშირდება "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძრის გაჩენა- ექსპერტების პირველი ანალიზი

"ტექ­ნი­კუ­რი და სამ­შე­ნებ­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს" პირ­ვე­ლა­დი ანა­ლი­ზით, შპს "სან პეტ­რო­ლე­უმ ჯორ­ჯი­ას" კუთ­ვნილ ნავ­თო­ბ­ბა­ზა­ში მომ­ხდა­რი საწ­ვა­ვის აა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ნავ­თო­ბ­ბა­ზა­ში არ­სე­ბულ ტექ­ნი­კურ დარ­ღვე­ვებს არ უკავ­შირ­დე­ბა.

ტექ­ნი­კუ­რი და სამ­შე­ნებ­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჯგუ­ფი ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­ზე ამ­ჟა­მა­დაც მუ­შა­ობს. სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ნავ­თო­ბ­ბა­ზის ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად ობი­ექ­ტზე ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი, რო­მელ­თაც ინ­ცი­დენ­ტი შე­ეძ­ლოთ გა­მო­ეწ­ვი­ათ.

სა­ა­გენ­ტოს ექ­სპერ­ტე­ბის წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბის თა­ნახ­მად, აა­ლე­ბა შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს სტა­ტი­კუ­რი ელექტრუ­ლი მუხ­ტის ზე­მოქ­მე­დე­ბით, ავ­ტო­ცის­ტერ­ნის გა­მარ­თვი­სას. სტა­ტი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის გამო აა­ლე­ბა მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ მან­ქა­ნა ჩას­ხმი­სას და­მი­წე­ბუ­ლი არ იყო წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

შპს "სან პეტ­რო­ლე­უმ ჯორ­ჯია" სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია "Gulf Oil International"-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დის­ტრი­ბუ­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თბი­ლის­ში, წყალ­სა­დე­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "გალ­ფის" ნავ­თო­ბ­ბა­ზა­ზე ხან­ძა­რი გუ­შინ გაჩ­ნდა. და­იწ­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 2 000-2 500 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ტე­რი­ტო­რია. ხან­ძრის შე­დე­გად საწ­ვა­ვით დატ­ვირ­თუ­ლი ხუთი ავ­ტო­ცის­ტერ­ნა აფეთ­ქდა; დამ­წვა­რია ღო­ბე­ე­ბი და ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბი. ხან­ძა­რი ასე­ვე გა­და­ე­დო "გალ­ფის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის მა­ღა­ზი­ებ­სა და მე­ო­რად ავ­ტო­მო­ბი­ლებს. დამ­წვა­რია 5 მა­ღა­ზია. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად კი და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რას უკავშირდება "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძრის გაჩენა- ექსპერტების პირველი ანალიზი

რას უკავშირდება "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძრის გაჩენა- ექსპერტების პირველი ანალიზი

"ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს" პირველადი ანალიზით, შპს "სან პეტროლეუმ ჯორჯიას" კუთვნილ ნავთობბაზაში მომხდარი საწვავის აალების შემთხვევები ნავთობბაზაში არსებულ ტექნიკურ დარღვევებს არ უკავშირდება.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი ინციდენტის ადგილზე ამჟამადაც მუშაობს. სააგენტოს სპეციალისტებმა ნავთობბაზის ტექნიკური შემოწმების შედეგად ობიექტზე ვერ აღმოაჩინეს ტექნიკური ხასიათის შეუსაბამობები, რომელთაც ინციდენტი შეეძლოთ გამოეწვიათ.

სააგენტოს ექსპერტების წინასწარი შეფასების თანახმად, აალება შესაძლოა გამოწვეული იყოს სტატიკური ელექტრული მუხტის ზემოქმედებით, ავტოცისტერნის გამართვისას. სტატიკური ზემოქმედების გამო აალება მიანიშნებს იმას, რომ მანქანა ჩასხმისას დამიწებული არ იყო წესების შესაბამისად.

შპს "სან პეტროლეუმ ჯორჯია" საერთაშორისო კომპანია "Gulf Oil International"-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. დაიწვა დაახლოებით 2 000-2 500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. ხანძრის შედეგად საწვავით დატვირთული ხუთი ავტოცისტერნა აფეთქდა; დამწვარია ღობეები და ავტოფარეხები. ხანძარი ასევე გადაედო "გალფის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტონაწილების მაღაზიებსა და მეორად ავტომობილებს. დამწვარია 5 მაღაზია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად კი დაწყებულია გამოძიება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია