სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩაბნელებულ-ჩასკვარამებული ქვეყნისა და ახალგაზრდა, რეფორმატორი პრეზიდენტის ამბავი"
"ჩაბნელებულ-ჩასკვარამებული ქვეყნისა და ახალგაზრდა, რეფორმატორი პრეზიდენტის ამბავი"

სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი მთავ­რო­ბაც არ უნდა შე­იც­ვა­ლოს, ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევრ კარ­გსა და ცუდ­ზე ისა­უბ­რე­ბენ. ამის­თვის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლია, სა­დაც ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად გა­მოთ­ქვა აზრი. ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ხში­რად ჩა­ნა­ხა­ტებ­საც კი უძღვნის, ხა­ნაც ზღა­პარ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე "ჩაბ­ნე­ლე­ბულ-ჩას­კვა­რა­მე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნი­სა და ახალ­გაზ­რდა, რე­ფორ­მა­ტო­რი პრე­ზი­დენ­ტის" შე­სა­ხებ წერს.

"იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩაბ­ნე­ლე­ბულ-ჩას­კვა­რა­მე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც მო­ვი­და ერთი ახალ­გაზ­რდა, რე­ფორ­მა­ტო­რი პრე­ზი­დენ­ტი და აა­შე­ნა და და­ამ­შვე­ნა. ეს ვერ აი­ტა­ნა ბო­როტ­მა მე­ზო­ბელ­მა, რომ­ლის და­ვა­ლე­ბი­თაც ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა ოლი­გარ­ქმა მო­ა­წყო სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც რე­ფორ­მა­ტორ­მა პრე­ზი­დენ­ტმა კი ჩა­ახ­შო გმი­რუ­ლად, მაგ­რამ ერთ-ორი გა­დამ­ტრი­ა­ლე­ბე­ლი შე­მო­ე­ლა­ხათ ცოტა ზედ­მე­ტად. ჰოდა, რე­ფორ­მა­ტორ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მო­მეჭ­რა თავი, ეს რო­გორ და­მე­მარ­თაო, თქვა და გა­დად­გა. მარ­თა­ლია, ხალ­ხმა კი აირ­ჩია მე­ო­რედ სა­მარ­თლი­ან და დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში, მაგ­რამ მო­ის­ვე­ნა ბო­როტ­მა მე­ზო­ბელ­მა? ჯერ იყო და ომი და­ი­წყო, მაგ­რამ მხო­ლოდ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ჩა­მოხ­სნი­ლი ნი­ღა­ბი შერ­ჩა ხელთ, პრე­ზი­დენტს კი ყუ­რებ­ზე ხახ­ვიც ვერ და­აჭ­რა. მოკ­ლედ, და­მარ­ცხდა და დარ­ჩა პირ­ში­ჩა­ლა­გა­მოვ­ლე­ბუ­ლი. რამ­დენ­ჯერ­მე კი­დევ სცა­და არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბა, თუმ­ცა ამა­ოდ და ბო­ლოს მე­ო­რე ოლი­გარ­ქი გა­მო­იყ­ვა­ნა სცე­ნა­ზე, რო­მელ­მაც იყი­და ხალ­ხი, დად­გა სპექ­ტაკ­ლი, ვი­თომ ცი­ხე­ში აწა­მებ­დნენ ხალ­ხს, გა­და­რია ეს ბნელ-სკვა­რამ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მქო­ნე ჯგრო და რე­ფორ­მა­ტორ­მა პრე­ზი­დენ­ტმაც, აქა­ო­და ხალ­ხის ნება ჩემ­თვის უზე­ნა­ე­სი­აო, დიდსუ­ლოვ­ნად დათ­მო არ­ჩევ­ნე­ბი და ჩა­ა­ბა­რა მთავ­რო­ბა ბო­რო­ტი მე­ზობ­ლის მიერ შე­მოგ­ზავ­ნი­ლი ოლი­გარ­ქის ნა­ყიდ პო­ლი­ტი­კა­ნებს (ისე, ჩვენ­ში დარ­ჩეს და რამ გა­მო­აქლი­ა­ვა? ამა­თი მოშ­ვე­ბა იქ­ნე­ბო­და ღუ­მელ­თან? რედ. შე­ნიშ­ვნა). თუმ­ცა, რად გინ­და? და­გი­ფა­სა ვინ­მემ? და ახლა ეს მე­ო­რე ოლი­გარ­ქი ცდი­ლობს პირ­ვე­ლი ოლი­გარ­ქის მიერ მო­წყო­ბი­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის ჩახ­შო­ბის­თვის გა­ა­სა­მარ­თლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზით წა­სუ­ლი რე­ფორ­მა­ტო­რი პრე­ზი­დენ­ტი.

ციკ­ლი­დან "სა­ქარ­თვე­ლოს მი­შის­ტუ­რი ის­ტო­რი­ის მოკ­ლე კურ­სი"

P. შ. ჰოდა, ახლა მე რა მინ­და ვთქვა: აი, არ ვიცი რა და­ვარ­ქვა ადა­მი­ანს, ყვე­ლაფ­რის ამის რომ მარ­თლა სჯე­რა - ბედ­ნი­ე­რი თუ უბე­დუ­რი, უბ­რა­ლოდ წმინ­და ტექ­ნი­კუ­რად რო­გო­რაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ზე­მო­რე ამ­ბა­ვი გჯე­რო­დეს, ის არ მეს­მის არა­ნა­ი­რად. არა­და, და­ჯე­რე­ბით ხომ სჯე­რათ და ხვალ რომ და­აბ­რუ­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მთე­ლი ეს ბოდ­ვა სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლად იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში ჩა­წე­რი­ლი და თან სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნად სას­წავ­ლი...

არა, ასე რომ არ იყოს კი­დევ ჰო, მაგ­რამ ასე რომ არის? - წერს და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჩაბნელებულ-ჩასკვარამებული ქვეყნისა და ახალგაზრდა, რეფორმატორი პრეზიდენტის ამბავი"

"ჩაბნელებულ-ჩასკვარამებული ქვეყნისა და ახალგაზრდა, რეფორმატორი პრეზიდენტის ამბავი"

საქართველოში რამდენი მთავრობაც არ უნდა შეიცვალოს, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ბევრ კარგსა და ცუდზე ისაუბრებენ. ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი სოციალური ქსელია, სადაც ყველაზე და ყველაფერზე შეიძლება თამამად გამოთქვა აზრი.  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საზოგადოების ნაწილი ხშირად ჩანახატებსაც კი უძღვნის, ხანაც ზღაპარში მოგზაურობენ.

უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილი, ფეისბუქის გვერდზე "ჩაბნელებულ-ჩასკვარამებული ქვეყანისა და ახალგაზრდა, რეფორმატორი პრეზიდენტის" შესახებ წერს.

"იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩაბნელებულ-ჩასკვარამებული ქვეყანა, სადაც მოვიდა ერთი ახალგაზრდა, რეფორმატორი პრეზიდენტი და ააშენა და დაამშვენა. ეს ვერ აიტანა ბოროტმა მეზობელმა, რომლის დავალებითაც ერთმა ადგილობრივმა ოლიგარქმა მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც რეფორმატორმა პრეზიდენტმა კი ჩაახშო გმირულად, მაგრამ ერთ-ორი გადამტრიალებელი შემოელახათ ცოტა ზედმეტად. ჰოდა, რეფორმატორმა პრეზიდენტმა, მომეჭრა თავი, ეს როგორ დამემართაო, თქვა და გადადგა. მართალია, ხალხმა კი აირჩია მეორედ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში, მაგრამ მოისვენა ბოროტმა მეზობელმა? ჯერ იყო და ომი დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები და ჩამოხსნილი ნიღაბი შერჩა ხელთ, პრეზიდენტს კი ყურებზე ხახვიც ვერ დააჭრა. მოკლედ, დამარცხდა და დარჩა პირშიჩალაგამოვლებული. რამდენჯერმე კიდევ სცადა არეულობის მოწყობა, თუმცა ამაოდ და ბოლოს მეორე ოლიგარქი გამოიყვანა სცენაზე, რომელმაც იყიდა ხალხი, დადგა სპექტაკლი, ვითომ ციხეში აწამებდნენ ხალხს, გადარია ეს ბნელ-სკვარამში ჩარჩენილი მენტალიტეტის მქონე ჯგრო და რეფორმატორმა პრეზიდენტმაც, აქაოდა ხალხის ნება ჩემთვის უზენაესიაო, დიდსულოვნად დათმო არჩევნები და ჩააბარა მთავრობა ბოროტი მეზობლის მიერ შემოგზავნილი ოლიგარქის ნაყიდ პოლიტიკანებს (ისე, ჩვენში დარჩეს და რამ გამოაქლიავა? ამათი მოშვება იქნებოდა ღუმელთან? რედ. შენიშვნა). თუმცა, რად გინდა? დაგიფასა ვინმემ? და ახლა ეს მეორე ოლიგარქი ცდილობს პირველი ოლიგარქის მიერ მოწყობილი შეთქმულების ჩახშობისთვის გაასამართლოს დემოკრატიული არჩევნების გზით წასული რეფორმატორი პრეზიდენტი.

ციკლიდან "საქართველოს მიშისტური ისტორიის მოკლე კურსი"

P. შ. ჰოდა, ახლა მე რა მინდა ვთქვა: აი, არ ვიცი რა დავარქვა ადამიანს, ყველაფრის ამის რომ მართლა სჯერა - ბედნიერი თუ უბედური, უბრალოდ წმინდა ტექნიკურად როგორაა შესაძლებელი ზემორე ამბავი გჯეროდეს, ის არ მესმის არანაირად. არადა, დაჯერებით ხომ სჯერათ და ხვალ რომ დააბრუნო ხელისუფლებაში, მთელი ეს ბოდვა სრულიად სერიოზულად იქნება საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოში ჩაწერილი და თან სავალდებულო საგნად სასწავლი...

არა, ასე რომ არ იყოს კიდევ ჰო, მაგრამ ასე რომ არის? - წერს დავით ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს