სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
წვივის ძვლების დამსხვრეული ღია მოტეხილობა - აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს ოპერაცია უკეთდება
წვივის ძვლების დამსხვრეული ღია მოტეხილობა - აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს ოპერაცია უკეთდება

თბი­ლის­ში, წყალ­სა­დე­ბის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "გალ­ფის" ნავ­თო­ბ­ბა­ზა­ზე ხან­ძრის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ მა­მა­კაცს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა.

"მა­მა­კაცს შე­მოს­ვლი­სას აღე­ნიშ­ნე­ბო­და ტრავ­მუ­ლი შო­კის ნიშ­ნე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით, მე­ტი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ჩა­რე­ვით მო­წერ­სიგ­და. სა­მუ­შაო დი­აგ­ნო­ზია მარ­ჯვე­ნა წვი­ვის ძვლე­ბის ქვე­და მე­სა­მე­დის დამ­სხვრე­უ­ლი ღია მო­ტე­ხი­ლო­ბა. პა­ცი­ენ­ტი სა­ო­პე­რა­ცი­ო­შია და ფეხ­ზე ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის ექიმ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­მა, გა­ნუ­ცხა­და აღ­ნიშ­ნა ვიკა ჯა­ჯა­ნი­ძემ.

"გალ­ფის" ნავ­თო­ბ­ბა­ზა­ზე ხან­ძა­რი დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საწ­ვა­ვით დატ­ვირ­თუ­ლი ხუთი ავ­ტო­ცის­ტერ­ნა აფეთ­ქდა. დამ­წვა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 2000-2500 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ტე­რი­ტო­რია.

დამ­წვა­რია მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის ხუთი მა­ღა­ზია და ათამ­დე მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­გან­გე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს, სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და რკი­ნიგ­ზის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ.

ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

წვივის ძვლების დამსხვრეული ღია მოტეხილობა - აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს ოპერაცია უკეთდება

წვივის ძვლების დამსხვრეული ღია მოტეხილობა - აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს ოპერაცია უკეთდება

თბილისში, წყალსადების ქუჩაზე მდებარე "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძრის შედეგად დაშავებულ მამაკაცს ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

"მამაკაცს შემოსვლისას აღენიშნებოდა ტრავმული შოკის ნიშნები. ეს ყველაფერი ჩვენი დახმარებით, მეტიკამენტოზური ჩარევით მოწერსიგდა. სამუშაო დიაგნოზია მარჯვენა წვივის ძვლების ქვედა მესამედის დამსხვრეული ღია მოტეხილობა. პაციენტი საოპერაციოშია და ფეხზე ოპერაცია უტარდება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა, განუცხადა აღნიშნა ვიკა ჯაჯანიძემ.

"გალფის" ნავთობბაზაზე ხანძარი დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე საწვავით დატვირთული ხუთი ავტოცისტერნა აფეთქდა. დამწვარია დაახლოებით 2000-2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია.

დამწვარია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტონაწილების ხუთი მაღაზია და ათამდე მეორადი ავტომობილი.

შემთხვევის ადგილზე თბილისის მერიის საგანგები სიტუაციების სააგენტოს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიციისა და რკინიგზის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია