გოგონები ხშირად თხოვდებიან წარმატებულ და შეძლებულ ბიჭებზე, რის გამოც მათ მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ ამ მხრივ არც ბიჭები არიან გამონაკლისი... უცნაური ამაში არაფერია, წარმატებული და მდიდარი ადამიანი ხშირად ანებივრებს საყვარელ ადამიანს ძვირადღირებული საჩუქრებით და კარიერის აწყობაშიც ეხმარება. Ambebi.ge იმ ქართველ მამაკაცებს წარმოგიდგენთ, ვისი ცხოვრებაც საყვარელმა ქალმა რადიკალურად შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ურთიერთობების უმტესობა უკვე დანგრეულია.
გურამ ბაბლიშვილი
ბექა ჩხაიძე
ანსამბლ "ალილოს" წევრი ბექა ჩხაიძე ბევრ გოგონას მოსწონს, მაგრამ თავად რატომღაც მხოლოდ წარმატებულ ან შეძლებული ოჯახის შვილებს ეტრფის. ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილის, ნათიას მოტაცების გამო ბექა დაპატიმრებულიც იყო. მათ ერთმანეთი ბავშვობაში, ოზურგეთში გაიცნეს, შემდეგ ორივემ ცალ-ცალკე შექმნა ოჯახი, მაგრამ ეს ქორწინებები დაინგრა. ბექამ და ნათიამ გაპარვა გადაწყვიტეს, ისინი ტაქსით ცაგერში გაიპარნენ. მეორე დღეს კი პოლიციამ ბექა დააკავა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, ნათია კი საცხოვრებლად საზღვარგარეთ გაუშვეს.
გიგა კვენეტაძე
წლების წინ მომღერალ კვენეტაძეს ძალიან გაუმართლა. მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელმაც მისი კარიერა და სამომავლო გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. პროდუსერ ნინო წიკლაურთან გიგას 6 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირდებდა, რომელიც ქორწინებით დასრულდა. გიგას და ნინოს შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობაა, ნინო მასზე რამდენიმე წლით უფროსი გახლდათ. მაგრამ ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია. ნინოს დახმარებით გიგამ საკუთარი კარიერა მოსკოვში გააგრძელა, სადაც ნინოს მანამდეც კარგად იცნობდნენ. გიგა მუსიკას წერდა სხვადასხვა შემსრულებლებისთვის, ნინო კი ტექსტებს, რუსულმა შოუ-ბიზნესმა წიკლაურის ქართველი ქმარი კარგად მიიღო. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა გიგას კარიერა რუსეთში აღმავლობის გზაზე დადგა, ნინოს გაშორდა. ამბობენ, რომ წყვილს შორის პრობლემები რუსეთში წასვლის შემდეგ დაიწყო, რასაც კვენეტაძის მეუღლე მტკივნეულად განიცდიდა, მაგრამ საბოლოოდ ნინომ მასთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. გიგა მოსკოვში დარჩა სამუშაოდ, მაგრამ მისი კარიერა წინ არ წაწეულა. ნინო კი ერთ-ერთი ნავთობკომპანიის დირექტორზე გათხოვდა.
გიორგი ნაზღაიძე
გიორგი ნაზღაიძის გარშემო უამრავი ჭორ-მართალი დადის. ამბობენ, რომ მას ბევრი ფული იმიტომ აქვს, რომ ყოველთვის მდიდარი შეყვარებული ჰყავსო. იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი მინისტრის ცოლს უყვარდა, რომელიც ნაზღაიძეს შეხვედრას ევროპაში უნიშნავდაო. ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ამერიკაში მცხოვრებ მარიამ ქინქლაძეზე იყო შეყვარებული, რომელიც ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. გიორგი და მარიამი თავდაპირველად ფრანგულ რესტორანში შეხვდნენ ერთმანეთს. სახლში დაბრუნებულმა მიწერა - "მე შენ მიყვარხარ", შეხვედრა ისევ ფრანგულ რესტორანში დაუთქვა, სადაც 3 საათის დაგვიანებით მივიდა, ზღაპრების წიგნი აჩუქა, რომელშიც ბეჭედი იდო. მარიამი და გიორგი დასასვენებლად მალდივებზე იმყოფებოდნენ. შემდეგ დუბაიში. მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარშემო, ნაზღაიძე ამერიკაში აპირებდა სამუდამოდ წასვლას, მაგრამ მოულოდნელად დაშორდნენ.
თეონა დვალი, Ambebi.ge