სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მოგვწონს ასე ერთად დროის გატარება" - როგორ ისვენებენ კრისტი, დემე, ქრისტინე იმედაძე და მაკა შალიკაშვილი
"მოგვწონს ასე ერთად დროის გატარება" - როგორ ისვენებენ კრისტი, დემე, ქრისტინე იმედაძე და მაკა შალიკაშვილი

ზა­ფხუ­ლია, ცხე­ლა და ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად ცდი­ლობს, და­ის­ვე­ნოს. ზოგი უხ­ცო­ეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, ზოგი კი ჩვენს კუ­რორ­ტებ­ზე ატა­რებს შვე­ბუ­ლე­ბას. ვი­ღა­ცე­ბი უკვე ჩა­მო­ვიდ­ნენ და ვი­ღა­ცე­ბიც აწი აპი­რე­ბენ გამ­გზავ­რე­ბას. არი­ან ისე­თე­ბი, ვინც ქა­ლა­ქი­დან ჯერ ვერ ახერ­ხებს გას­ვლას და თბი­ლის­ში იქ­მნის მიკ­როკ­ლი­მატს. ასეთ­თა შო­რის აღ­მოჩ­დნენ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც - მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, კრის­ტი ყიფ­ში­ძე და გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე. დიახ, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე" ვი­პო­ვეთ და ამ თე­მის და­სა­კონ­კრე­ტებ­ლად თა­ვად მა­კას შე­ვეხ­მი­ა­ნეთ:

- ეგ ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია თბი­ლი­სის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი სას­ტუმ­როს აუზ­ზე. გა­და­სა­რე­ვი სი­ტუ­ა­ცი­აა იქ და მშვე­ნივ­რად ვის­ვე­ნებთ...

- ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ ფო­ტო­ზე ხართ აღ­ბეჭ­დი­ლე­ბი, მგო­ნი, ახლო მე­გობ­რე­ბი არ ხართ...

- ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ამ ადა­მი­ა­ნებ­თან, მიყ­ვარს და მომ­წონს მათ­თან ურ­თერ­თო­ბა, მით უმე­ტეს, ვინც ფო­ტო­ზე არი­ან, მათ ხში­რად ვხვდე­ბი სხვა­დას­ხვა შეკ­რე­ბა­ზე. ყო­ველ­თვის კარ­გი გა­მარ­ჯო­ბა, მო­კი­თხვა და სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბი გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან. აუზ­ზეც რომ შევ­ხვდით, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და და მოგ­ვწონს ასე ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა.

- აბო­ნე­მენ­ტი გაქვთ და მუდ­მი­ვად და­დი­ხართ იქ, თუ ერთჯე­რა­დად იყა­ვით?

- მუდ­მი­ვად დავ­დი­ვართ. ახლა დე­მეც (გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე) შე­ი­ძენს აბო­ნე­მენ­ტეს. იმ დღეს პირ­ვე­ლად მო­ვი­და, გვნა­ხა, რო­გო­რი კარ­გი გო­გო­ე­ბი ვართ იქ (სი­ცი­ლით ამ­ბობს), რო­გორ კარ­გად ვერ­თო­ბით და გა­და­წყვი­ტა, შე­მოგ­ვი­ერ­თდეს, რომ უფრო გამ­ყარ­დეს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

- თბი­ლის­ში, ასე, სას­ტუმ­როს აუზ­ზე აპი­რებთ ცხე­ლი ზა­ფხუ­ლის გა­ტა­რე­ბას?

- რა­ტო­მაც არა. გა­და­სა­რე­ვად ვერ­თო­ბით. სხვა­გან რა­ტომ უნდა წა­ვი­დე?

- გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძეს მანმდე იც­ნობ­დი?

- კი, ფო­ტო­ზე ვინც ვართ, ყვე­ლას ვიც­ნობ. ჩემ­თვის ვინ­მეს გაც­ნო­ბა პრობ­ლე­მა არ არის. კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვარ და მათ­თან კომ­ფურ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს... თი­თო­ე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლია. ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მომ­წონს. რა სჯობს ბედ­ნი­ე­რე­ბის, გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბის გვერ­დით ყოფ­ნას? და­ბოღ­მი­ლე­ბი ძა­ლი­ან "მგრუ­ზა­ვენ"...

- რაზე სა­უბ­რობთ, ერ­თმა­ნეთს რას უზი­ა­რებთ?

- ყვე­ლა­ნა­ირ თე­მა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, რად­გა­ნაც იქ ყოფ­ნა მთე­ლი დღე გვი­წევს.

- აუზ­ზე შა­ბათ-კვი­რას და­დი­ხართ?

- არა, კვი­რის ყვე­ლა დღეს და ასე გაგ­რძელ­დე­ბა მთე­ლი ზა­ფხუ­ლი. რაც არ არის ცუდი... ახლა კი­დევ ისე­თი გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, სას­წა­უ­ლი სა­ა­თე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში, სას­წა­ულ სა­ა­თებს მჩუქ­ნის ზემ­ფი­რა მდი­ვა­ნი. მერე ამ ოქ­როს­ფე­რი სა­ა­თით "გა­ვა­მა­რი­ა­ჟებ" ჩემს "ზა­გარს". ძა­ლი­ან ლა­მა­ზია.

ლალი ფა­ცია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მოგვწონს ასე ერთად დროის გატარება" - როგორ ისვენებენ კრისტი, დემე, ქრისტინე იმედაძე და მაკა შალიკაშვილი

"მოგვწონს ასე ერთად დროის გატარება" - როგორ ისვენებენ კრისტი, დემე, ქრისტინე იმედაძე და მაკა შალიკაშვილი

ზაფხულია, ცხელა და ნებისმიერი ადამიანი თავისებურად ცდილობს, დაისვენოს. ზოგი უხცოეთში მიემგზავრება, ზოგი კი ჩვენს კურორტებზე ატარებს შვებულებას. ვიღაცები უკვე ჩამოვიდნენ და ვიღაცებიც აწი აპირებენ გამგზავრებას. არიან ისეთები, ვინც ქალაქიდან ჯერ ვერ ახერხებს გასვლას და თბილისში იქმნის მიკროკლიმატს. ასეთთა შორის აღმოჩდნენ ცნობილი ქართველებიც - მაკა შალიკაშვილი, ქრისტინე იმედაძე, კრისტი ყიფშიძე და გიორგი დემეტრაძე. დიახ, ამ ადამიანების საცურაო კოსტიუმებში გადაღებული ფოტო მაკა შალიკაშვილის "ფეისბუქ-გვერდზე" ვიპოვეთ და ამ თემის დასაკონკრეტებლად თავად მაკას შევეხმიანეთ:

- ეგ ფოტო გადაღებულია თბილისის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს აუზზე. გადასარევი სიტუაციაა იქ და მშვენივრად ვისვენებთ...

- ის ადამიანები, ვინც ამ ფოტოზე ხართ აღბეჭდილები, მგონი, ახლო მეგობრები არ ხართ...

- ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს ამ ადამიანებთან, მიყვარს და მომწონს მათთან ურთერთობა, მით უმეტეს, ვინც ფოტოზე არიან, მათ ხშირად ვხვდები სხვადასხვა შეკრებაზე. ყოველთვის კარგი გამარჯობა, მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გვაქვს ერთმანეთთან. აუზზეც რომ შევხვდით, ძალიან გაგვიხარდა და მოგვწონს ასე ერთად დროის გატარება.

- აბონემენტი გაქვთ და მუდმივად დადიხართ იქ, თუ ერთჯერადად იყავით?

- მუდმივად დავდივართ. ახლა დემეც (გიორგი დემეტრაძე) შეიძენს აბონემენტეს. იმ დღეს პირველად მოვიდა, გვნახა, როგორი კარგი გოგოები ვართ იქ (სიცილით ამბობს), როგორ კარგად ვერთობით და გადაწყვიტა, შემოგვიერთდეს, რომ უფრო გამყარდეს ჩვენი ურთიერთობა.

- თბილისში, ასე, სასტუმროს აუზზე აპირებთ ცხელი ზაფხულის გატარებას?

- რატომაც არა. გადასარევად ვერთობით. სხვაგან რატომ უნდა წავიდე?

- გიორგი დემეტრაძეს მანმდე იცნობდი?

- კი, ფოტოზე ვინც ვართ, ყველას ვიცნობ. ჩემთვის ვინმეს გაცნობა პრობლემა არ არის. კომუნიკაბელური ვარ და მათთან კომფურტულად ვგრძნობ თავს... თითოეული წარმატებულია. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა მომწონს. რა სჯობს ბედნიერების, გახარებულების გვერდით ყოფნას? დაბოღმილები ძალიან "მგრუზავენ"...

- რაზე საუბრობთ, ერთმანეთს რას უზიარებთ?

- ყველანაირ თემაზე ვლაპარაკობთ, რადგანაც იქ ყოფნა მთელი დღე გვიწევს.

- აუზზე შაბათ-კვირას დადიხართ?

- არა, კვირის ყველა დღეს და ასე გაგრძელდება მთელი ზაფხული. რაც არ არის ცუდი... ახლა კიდევ ისეთი გახარებული ვარ, სასწაული საათების მაღაზიაში, სასწაულ საათებს მჩუქნის ზემფირა მდივანი. მერე ამ ოქროსფერი საათით "გავამარიაჟებ" ჩემს "ზაგარს". ძალიან ლამაზია.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება