სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია..." - მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს
"ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია..." -  მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი ექს-პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"მას შემ­დეგ, რაც ვერ იპო­ვეს ჩემს მიერ "მით­ვი­სე­ბუ­ლი" მი­ლი­არ­დე­ბი, ვი­ნა­ი­დან არც ერთი თეთ­რი არას­დროს მი­მით­ვი­სე­ბია, პი­რი­ქით, სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი თერ­თმეტ­ჯერ გავ­ზარ­დეთ; ვერ და­მიმ­ტკი­ცეს ვერც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, იმი­ტომ, რომ და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­მი­დე­ნია და პი­რი­ქით, და­ნა­შა­უ­ლი თით­ქმის ნუ­ლამ­დე და­ვიყ­ვა­ნეთ; ბო­ლოს წა­მო­მი­ყე­ნეს წმინ­და სა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრალ­დე­ბა. ერთი რუსი ოლი­გარ­ქი ბრა­ლად მი­ყე­ნებს მე­ო­რე რუსი ოლი­გარ­ქის მიერ მო­წყო­ბი­ლი არე­უ­ლო­ბე­ბი­სა და გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის ჩაშ­ლას და ეს ხდე­ბა 2008 წლის ომის წლის­თა­ვის წინ", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

იგი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა ომით ვერ შეძ­ლო თბი­ლი­სის აღე­ბა და მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბა, პუ­ტი­ნი და მედ­ვე­დე­ვი სა­ჯა­როდ თავს იწყნა­რებ­დნენ იმით, რომ მოვა დრო და თა­ვად სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­სა­მარ­თლებს სა­ა­კაშ­ვილს. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თი ხში­რად გვი­წყობ­და არე­უ­ლო­ბებს, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ხე­ლით, ჩვენ არც ერთი პო­ლი­ტი­კო­სი ცი­ხე­ში არ ჩაგ­ვის­ვამს, იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა იყო უზე­ნა­ე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად 2007 წელს მე გა­დავ­დე­ქი, ხოლო 2012 წელს სრუ­ლი­ად მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ვე­ცით ძა­ლა­უფ­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო­თი გვი­პა­სუ­ხეს. დღეს, მთე­ლი დღე რუ­სეთ­ში ზე­ი­მი აქვთ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ივა­ნიშ­ვილს ამ მი­თი­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ალ­ბათ სა­თა­ნა­დოდ და­უ­ფა­სე­ბენ, ოღონდ მინ­და ვთქვა, რომ ორი­ვეს, პუ­ტი­ნის და მისი ხელ­დას­ხმუ­ლი გა­ზპ­რო­მის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი კერ­ძო აქ­ცი­ო­ნე­რის, ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ხა­რულს დიდი დრო არ უწე­რია, მსოფ­ლიო პრო­ცე­სე­ბი ისე მი­დის, რომ პუ­ტი­ნის სა­ცე­ცე­ბი სუს­ტდე­ბა, ამ ოლი­გარ­ქსაც მალე მო­ვი­შო­რებთ, სულ მალე სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად გას­წორ­დე­ბა ბო­ლომ­დე წელ­ში და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ი­მარ­ჯვებს", - აღ­ნიშ­ნავს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა. საქ­მე ეხე­ბა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს მო­მი­ტინ­გე­თა მა­სობ­რი­ვად დარ­ბე­ვას, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შეჭ­რას და არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია..." - მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს

"ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია..." -  მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"მას შემდეგ, რაც ვერ იპოვეს ჩემს მიერ "მითვისებული" მილიარდები, ვინაიდან არც ერთი თეთრი არასდროს მიმითვისებია, პირიქით, საქართველოს ბიუჯეტი თერთმეტჯერ გავზარდეთ; ვერ დამიმტკიცეს ვერც ერთი კონკრეტული დანაშაული, იმიტომ, რომ დანაშაული არ ჩამიდენია და პირიქით, დანაშაული თითქმის ნულამდე დავიყვანეთ; ბოლოს წამომიყენეს წმინდა სახის პოლიტიკური ბრალდება. ერთი რუსი ოლიგარქი ბრალად მიყენებს მეორე რუსი ოლიგარქის მიერ მოწყობილი არეულობებისა და გადატრიალების მცდელობის ჩაშლას და ეს ხდება 2008 წლის ომის წლისთავის წინ", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომით ვერ შეძლო თბილისის აღება და მთავრობის დამხობა, პუტინი და მედვედევი საჯაროდ თავს იწყნარებდნენ იმით, რომ მოვა დრო და თავად საქართველო გაასამართლებს სააკაშვილს. "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ხშირად გვიწყობდა არეულობებს, მათ შორის პოლიტიკოსების ხელით, ჩვენ არც ერთი პოლიტიკოსი ციხეში არ ჩაგვისვამს, იმიტომ, რომ ჩემთვის ეროვნული თანხმობა იყო უზენაესი ღირებულება და ამ ღირებულებების შესანარჩუნებლად 2007 წელს მე გადავდექი, ხოლო 2012 წელს სრულიად მშვიდობიანად გადავეცით ძალაუფლება იმ ადამიანებს, რომელთაც სრულიად საპირისპიროთი გვიპასუხეს. დღეს, მთელი დღე რუსეთში ზეიმი აქვთ გამოცხადებული და ივანიშვილს ამ მითითების შესრულებას ალბათ სათანადოდ დაუფასებენ, ოღონდ მინდა ვთქვა, რომ ორივეს, პუტინის და მისი ხელდასხმული გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია, მსოფლიო პროცესები ისე მიდის, რომ პუტინის საცეცები სუსტდება, ამ ოლიგარქსაც მალე მოვიშორებთ, სულ მალე საქართველო აუცილებლად გასწორდება ბოლომდე წელში და ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვებს", - აღნიშნავს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი დღეს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა