დედის მაცოცხლებელი კოცნა... - ეს ამბავი ყველას შეძრავს

დედის მაცოცხლებელი კოცნა... - ეს ამბავი ყველას შეძრავს

მედიკოსების დასკვნით, ალისა ლოუსონს, რომელიც სულ ორი წლის იყო, უიმედო მდგომარეობა ჰქონდა. მენინგიტისა და თირკმლების უკმარისობის შემდეგ, გოგონა ინგლისის ქალაქ სკანტორპის საავადმყოფოში იწვა, კომატოზურ მდგომარეობაში, აპარატებზე მიერთებული. ფაქტობრივად ეს ალისა კი არ გახლდათ, არამედ მისი სხეული, რომელიც უკვე დამოუკიდებლად ვერ სუნთქავდა, - ასეთი იყო ექიმების დასკვნა.

გოგონას მშობლებმა გადაწყვიტეს, რაკი მათი ქალიშვილი კვდებოდა, მის ორგანოებს სხვების სიცოცხლე ეხსნა. გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უნდა გაეთიშათ. ტრანსპლანტოლოგების ბრიგადა უკვე გვერდით პალატაში ემზადებოდა...

იმ საღამოს მშობლები ალისას პალატაში შევიდნენ და უკანასკნელი ღამე გაატარეს მის ლოგინთან. დედამ – ჯენიფერმა, ფერად-ფერადი ბუშტები იყიდა, რომლებიც ალისას ყოველთვის უყვარდა...

როგორც მოგვიანებით ჯენიფერი ჰყვებოდა, მეორე დილით ყველაფერი ისე იყო, როგორც ბურანში. მოვიდნენ, რომ აპარატები გამოერთოთ... გარეთ ლამპიონები ქრებოდა... გოგონას მორფი გაუკეთეს...

ჯენიფერს ეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი რაღაც ბოდვა იყო. ისევ ვერ იჯერებდა. გოგონას ელაპარაკებოდა, ცდილობდა ეთქვა მისთვის, როგორ უყვარდა ყველას, წარმოიდგენდა, რომ ბავშვს სადღაც ესმოდა მისი სიტყვები... ლოყაზე, ყელზე, შუბლზე აკოცა საყვარელ შვილს – უკანასკნელად...

"ის ისეთი თბილი იყო, ისეთი ახლობელი", - თქვა მოგვიანებით ჯენიფერმა, რომელსაც ბოლო წუთამდე არ ეჯერა, რომ უკანასკნელად ეფერებოდა თავის ქალიშვილს...

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს