სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"არ გიშველათ რაფალიანცის ბავშვის სიკვდილმა?" - უგულავას და მერაბიშვილის სიდედრები მანანა ბერიკაშვილს დასცინიან
"არ გიშველათ რაფალიანცის ბავშვის სიკვდილმა?" - უგულავას და მერაბიშვილის სიდედრები მანანა ბერიკაშვილს დასცინიან

მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდათ. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში პრე­მი­ე­რის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, გუ­რამ ოდი­შა­რი­ას ერთ-ერთი მო­ად­გი­ლე, მსა­ხი­ო­ბი მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და მა­საც. ამ ამ­ბავს გიგი უგუ­ლა­ვას და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სი­დედ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

ნინო კი­ლა­ძე:

"ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, თქვენც და­გა­ცუ­რეს? არ გიშ­ვე­ლათ რა­ფა­ლი­ან­ცის ბავ­შვის სიკ­ვდილ­მა?"

ნატა შკა:

"ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, თქვენც და­გა­ცუ­რე­ე­ეს??? არ გიშ­ვე­ლათ რა­ფა­ლი­ან­ცის ჩვილ­მა???"

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტარ­მა კან­დი­დატ­მა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა პირ­და­პი­რი ეთე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ცნო სო­ფელ კო­ლაგ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლის ქვევ­რი­დან ამოყ­ვა­ნას ტე­ლე­ვი­ზი­ის ვი­დეო-კა­მე­რა იღებ­და. 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი 2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხის გვერ­დით მდე­ბა­რე მა­რან­ში, წყლით სავ­სე ქვევრში იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი. ქვევ­რს ზე­მო­დან ქვა ჰქონ­და და­ფა­რე­ბუ­ლი. გო­გო­ნას დე­ი­დამ, დალი მე­ქე­რიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა არ­ჩევ­ნებს და­უ­კავ­ში­რა, ცხელ გულ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა კი და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რო­მე­ლიც 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გურ­ჯა­ან­ში კენ­ჭს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" იყ­რი­და.

"მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე გახ­სნი­ლია, მაგ­რამ არ ახ­მა­უ­რე­ბენ, რად­გან "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ აწყობს. იმი­ტომ არ ახ­მა­უ­რე­ბენ, რომ რო­გორც კი ამას იტყვი­ან, ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მე ტრა­გე­დი­ის ღა­მეს და­მა­და­ნა­შა­უ­ლა, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უნდა მი­ე­ცეს. ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეა, ცრუ დას­მე­ნის­თვის უნდა და­ი­სა­ჯოს. მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი და ცრუ დას­მე­ნა და­ნა­შა­უ­ლია. სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რა მოხ­და ამ ღა­მეს, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­მო­ი­ყე­ნა ეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და ცო­ცხე­ბის ფონ­ზე ამომ­რჩე­ვე­ლი ამ ტრა­გე­დი­ით დამ­ძი­მე­ბუ­ლი მი­იყ­ვა­ნა სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან," - გა­ნუ­ცხა­და მა­შინ ჟურ­ნა­ლის­ტებს გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ყვე­ლა­ფერს ვი­ტყვი!" - რა­ტომ აუკ­რძა­ლეს ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის ოჯახს პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა

10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ტრა­გე­დი­ის უც­ნობ დე­ტა­ლებს ახ­მა­უ­რე­ბენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"არ გიშველათ რაფალიანცის ბავშვის სიკვდილმა?" - უგულავას და მერაბიშვილის სიდედრები მანანა ბერიკაშვილს დასცინიან

"არ გიშველათ რაფალიანცის ბავშვის სიკვდილმა?" - უგულავას და მერაბიშვილის სიდედრები მანანა ბერიკაშვილს დასცინიან

მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კულტურის მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ. კულტურის სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ მინისტრის მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა კანონის ფარგლებში პრემიერის ბრძანების საფუძველზე მოხდა.

როგორც ცნობილია, კულტურის ყოფილი მინისტრის, გურამ ოდიშარიას ერთ-ერთი მოადგილე, მსახიობი მანანა ბერიკაშვილი იყო. შესაბამისად, უფლებამოსილება შეუჩერდა მასაც. ამ ამბავს გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის სიდედრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

ნინო კილაძე:

"ბატონო მანანა, თქვენც დაგაცურეს? არ გიშველათ რაფალიანცის ბავშვის სიკვდილმა?"

ნატა შკა:

"ბატონო მანანა, თქვენც დაგაცურეეეს??? არ გიშველათ რაფალიანცის ჩვილმა???"

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს, არჩევნების წინა ღამით, "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა პირდაპირი ეთერის საშუალებით საქართველოს ამცნო სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, სადაც გარდაცვლილი ჩვილის ქვევრიდან ამოყვანას ტელევიზიის ვიდეო-კამერა იღებდა. 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში იპოვეს გარდაცვლილი. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა, ცხელ გულზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა კი დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში კენჭს "ნაციონალური მოძრაობიდან" იყრიდა.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ახმაურებენ, რადგან "ქართულ ოცნებას" არ აწყობს. იმიტომ არ ახმაურებენ, რომ როგორც კი ამას იტყვიან, ის ადამიანი, ვინც მე ტრაგედიის ღამეს დამადანაშაულა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ახლა კულტურის მინისტრის მოადგილეა, ცრუ დასმენისთვის უნდა დაისაჯოს. მე ძალიან კარგად ვიცი სისხლის სამართლის კოდექსი და ცრუ დასმენა დანაშაულია. სრულიად ნათელია, რა მოხდა ამ ღამეს, "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ეს წინასაარჩევნოდ და ცოცხების ფონზე ამომრჩეველი ამ ტრაგედიით დამძიმებული მიიყვანა საარჩევნო ყუთებთან," - განუცხადა მაშინ ჟურნალისტებს გიორგი ღვინიაშვილმა.

იხილეთ ასევე: "ყველაფერს ვიტყვი!" - რატომ აუკრძალეს ბარბარე რაფალიანცის ოჯახს პრესასთან ურთიერთობა

10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები ტრაგედიის უცნობ დეტალებს ახმაურებენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს