სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გვჭირდება კულტურის სამინისტრო, რომელიც ხელოვნებას იდიოტებისგან დაიცავს და არა მოემსახურება იდიოტებს"
"გვჭირდება კულტურის სამინისტრო, რომელიც ხელოვნებას იდიოტებისგან დაიცავს და არა მოემსახურება იდიოტებს"

კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი გოგი გვა­ხა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, თუ რო­გო­რი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო უნდა ჰყავ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს.

"1981 წელს საფ­რან­გე­თის ახ­ლად­და­ნიშ­ნულ­მა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, ჟაკ ლან­გმა ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა მთავ­რო­ბას და ნა­ცი­ო­ნა­ლურ კონ­გრესს მო­ეხ­სნათ "პორ­ნოგ­რა­ფი­ის" გრი­ფი ოში­მას ფილ­მის­თვის "გრძნო­ბა­თა იმ­პე­რია". "ნუ ურევთ დიდ ხე­ლოვ­ნე­ბას და პორ­ნოგ­რა­ფი­ა­სო"... ლანგს არ ჰყავ­და ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი არც მთავ­რო­ბა­ში და არც ფრან­გულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბერ­ლი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე, იგი იტყვის დახ­ლო­ე­ბით ასეთ რა­მეს - კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო იმის­თვის კი არ არის, რომ რა­ღაც დრო­ე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­ხარ­ჯოს ფული, არა­მედ იმის­თვის, რომ და­იც­ვას დიდი ხე­ლოვ­ნე­ბა ფა­რი­სევ­ლე­ბის­გან და ზოგ­ჯერ, იდი­ო­ტე­ბის­გან. ასე­თი ხალ­ხი კი ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა ჩვენს მთავ­რო­ბა­შიო.

"გრძნო­ბა­თა იმ­პე­რია" საფ­რან­გე­თის ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და. იმა­ვე წელს ფილ­მი "ყვე­ლა დროს და ხალ­ხის კი­ნო­შე­დევ­რე­ბის" სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში მოხ­ვდა.

ჩვენ გვჭირ­დე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბას იდი­ო­ტე­ბის­გან და­ი­ცავს და არა მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა იდი­ო­ტებს. პრობ­ლე­მა ისაა, რომ არც ოში­მა გვყავს და არც ჟაკ ლან­გი:)

იდი­ო­ტე­ბი, იცო­ცხლე, ბევ­რი გვყავს:(", - წერს გვა­ხა­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, პრე­მი­ერ­მა კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა.

იხი­ლეთ ასე­ვე: კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"გვჭირდება კულტურის სამინისტრო, რომელიც ხელოვნებას იდიოტებისგან დაიცავს და არა მოემსახურება იდიოტებს"

"გვჭირდება კულტურის სამინისტრო, რომელიც ხელოვნებას იდიოტებისგან დაიცავს და არა მოემსახურება იდიოტებს"

კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, თუ როგორი კულტურის სამინისტრო უნდა ჰყავდეს საქართველოს.

"1981 წელს საფრანგეთის ახლადდანიშნულმა კულტურის მინისტრმა, ჟაკ ლანგმა ღია წერილით მიმართა მთავრობას და ნაციონალურ კონგრესს მოეხსნათ "პორნოგრაფიის" გრიფი ოშიმას ფილმისთვის "გრძნობათა იმპერია". "ნუ ურევთ დიდ ხელოვნებას და პორნოგრაფიასო"... ლანგს არ ჰყავდა ბევრი მხარდამჭერი არც მთავრობაში და არც ფრანგულ საზოგადოებაში. მაგრამ მოგვიანებით, ბერლინის ფესტივალზე, იგი იტყვის დახლოებით ასეთ რამეს - კულტურის სამინისტრო იმისთვის კი არ არის, რომ რაღაც დროებით ღონისძიებებზე დახარჯოს ფული, არამედ იმისთვის, რომ დაიცვას დიდი ხელოვნება ფარისევლებისგან და ზოგჯერ, იდიოტებისგან. ასეთი ხალხი კი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენს მთავრობაშიო.

"გრძნობათა იმპერია" საფრანგეთის ეკრანებზე გამოვიდა. იმავე წელს ფილმი "ყველა დროს და ხალხის კინოშედევრების" საუკეთესო ათეულში მოხვდა.

ჩვენ გვჭირდება კულტურის სამინისტრო, რომელიც ხელოვნებას იდიოტებისგან დაიცავს და არა მოემსახურება იდიოტებს. პრობლემა ისაა, რომ არც ოშიმა გვყავს და არც ჟაკ ლანგი:)

იდიოტები, იცოცხლე, ბევრი გვყავს:(", - წერს გვახარია.

შეგახსენებთ, პრემიერმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინა.

იხილეთ ასევე: კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს