სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინეს
კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინეს

პრე­მი­ერ­მა კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრეს­სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს , რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რას, რაც ნათ­ლად ადას­ტუ­რებს, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კულ­ტუ­რის სფე­რო არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ეს არის ის სფე­რო, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო უნდა წარ­სდგეს მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე. სწო­რედ ამი­ტომ, კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას ახ­ლე­ბუ­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე, რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა. ასე­თია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და მთავ­რო­ბის მთე­ლი გუნ­დის ხედ­ვა. ბევ­რი მსჯე­ლო­ბის შე­დე­გად შე­ირ­ჩა ისე­თი კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა მო­თხოვ­ნას, რაც დღეს კულ­ტუ­რის ახა­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის არის სა­ჭი­რო.

კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი წა­რად­გენს მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის კან­დი­და­ტუ­რას. იგი პრო­ფე­სი­ით არის ეკო­ნო­მის­ტი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს მე­ნე­ჯმენ­ტის ევ­რო­პუ­ლი პროგ­რა­მა ბრი­უ­სელ­ში.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას იც­ნობს რო­გორც კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მა­ტე­ბულ მე­ნე­ჯერს და არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტორს. იგი გახ­ლავთ კომ­პა­ნია "ის­ტერნ პრო­მო­უ­შე­ნის" გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი, თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი, ლონ­დო­ნის "BPR Production"-ის ხე­ლოვ­ნე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მის კონ­სულ­ტან­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ეკო­ნო­მი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის მრჩე­ვე­ლი.

მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძეს აქვს ფარ­თო კონ­ტაქ­ტე­ბი უცხო­ეთ­ში კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რაც ხელს შე­უ­წყობს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გა­ტა­ნას მსოფ­ლიო მას­შტა­ბით და მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე დგას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სულ მალე მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე გახ­დე­ბა გუნ­დის წევ­რი.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე დაძ­ლევს იმ პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც დღეს სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­შე დგას და გა­ა­მარ­თლებს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ლო­დინს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინეს

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინეს

პრემიერმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს , რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ელოდება კულტურის მინისტრის კანდიდატურას, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის კულტურის სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის ის სფერო, რომლითაც საქართველო უნდა წარსდგეს მსოფლიოს წინაშე. სწორედ ამიტომ, კულტურის განვითარებას ახლებური, თანამედროვე, რეფორმატორული მიდგომა სჭირდება. ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მთელი გუნდის ხედვა. ბევრი მსჯელობის შედეგად შეირჩა ისეთი კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც დღეს კულტურის ახალი პოლიტიკისთვის არის საჭირო.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარადგენს მიხეილ გიორგაძის კანდიდატურას. იგი პროფესიით არის ეკონომისტი, დამთავრებული აქვს მენეჯმენტის ევროპული პროგრამა ბრიუსელში.

საზოგადოება მას იცნობს როგორც კულტურის სფეროს წარმატებულ მენეჯერს და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორს. იგი გახლავთ კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" გენერალური მენეჯერი, თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი, ლონდონის ,,BPR Production"-ის ხელოვნების მენეჯმენტის პროგრამის კონსულტანტი, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მრჩეველი.

მიხეილ გიორგაძეს აქვს ფართო კონტაქტები უცხოეთში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის გატანას მსოფლიო მასშტაბით და მის პოპულარიზაციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას", - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სულ მალე მიხეილ გიორგაძე გახდება გუნდის წევრი.

"პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ მიხეილ გიორგაძე დაძლევს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს სამინისტროს წინაშე დგას და გაამართლებს ჩვენი საზოგადოების მოლოდინს", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა