თელ-ავივის აეროპორტში მყოფი ქართული დელეგაციის წევრები განგაშის გამო თავშესაფარში გადაიყვანეს

თელ-ავივის აეროპორტში მყოფი ქართული დელეგაციის წევრები განგაშის გამო თავშესაფარში გადაიყვანეს

თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტზე "ჰამასმა" გუშინ სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადა, რის გამოც აეროპორტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, აეროპორტში ქართველი ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე სხვა მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.

ქართული მედიის წარმომადგენლები ისრაელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. თელ-ავივში საქართველოდან რეისი, რომლითაც ქვეყანაში დავით უსუფაშვილი ჩავიდა, განგაშის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაჯდა.

ქართველი ჟურნალისტების ინფორმაციით, სპეციალური თავშესაფრის დატოვების უფლება მას შემდეგ მისცეს, რაც სარაკეტო დარტყმის განხორციელების საფრთხემ ჩაიარა. ამ დროისთვის ქართული მედიის წარმომადგენლები იერუსალიმში იმყოფებიან.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, დავით უსუფაშვილი ოფიციალურ ვიზიტს დღეს დილიდან დაიწყებს. მის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ძირითად შეხვედრებს ქნესეთში გამართავს, სადაც დღეს სიტყვითაც გამოვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა