სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ აფინანსებს ჯაბა ქარსელაძის ძვირადღირებულ ცხოვრებას საფრანგეთში და აპირებს თუ არა მომღერალი პოლიტიკაში მოსვლას
ვინ აფინანსებს ჯაბა ქარსელაძის ძვირადღირებულ ცხოვრებას საფრანგეთში და აპირებს თუ არა მომღერალი პოლიტიკაში მოსვლას

მომ­ღე­რა­ლი ჯაბა ქარ­სე­ლა­ძე უკვე წლე­ბია სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს. სიმ­ღე­რას თავი და­ა­ნე­ბა და მთელ დროს სწავ­ლას უთ­მობს. ახლა პა­რი­ზის პრეს­ტი­ჟულ ბიზ­ნესს­კო­ლა­ში დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლობს. ქარ­სე­ლა­ძე თბი­ლის­ში სულ ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და.

- ამ­ჟა­მად ვარ პა­რიზ­ში, ვსწავ­ლობ დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში, დი­სერ­ტა­ცია უნდა და­ვიც­ვა, შე­ვარ­ჩიე თემა "ბიზ­ნეს­გა­რე­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში". ვფიქ­რობ, უფრო ად­ვი­ლად შევ­ძლებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას ბიზ­ნე­სის გა­რე­მოს შე­სა­ხებ. მგო­ნი, ამ თე­მა­ზე დი­სერ­ტა­ცია არა­ვის და­უც­ვია და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. რა­ღაც წლე­ბი, რომ გავა, იმე­დია დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტე ამ თე­მის გა­კე­თე­ბა, კი­დევ უფრო მეტი ინ­ვეს­ტო­რი რომ მო­ვი­ზი­დოთ. ბევ­რმა ინ­ვეს­ტორ­მა არ იცის სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ჯერ კი­დევ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რია ვგო­ნი­ვართ. თუ გა­ვიხ­სნებთ ათი წლის წი­ნან­დელ დროს, ბევ­რი ბრენ­დი არ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. დღეს კი ბევ­რი მსოფ­ლიო ბრენ­დია შე­მო­სუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­გა­რე­მო რომ არ გვქონ­დეს, არ შე­მო­ვი­დო­და ეს ბრენ­დე­ბი. უბ­რა­ლოდ, ვთვლი, რომ და­სახ­ვე­წი და გა­სა­მარ­თია რა­ღა­ცე­ე­ბი და სწო­რედ ჩემს ხედ­ვას და­ვა­მა­ტებ ჩემს სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რომ­ში. თით­ქმის ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღა­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო შე­მო­სუ­ლია. ჩემი აზ­რით, რა­ღა­ცე­ე­ბი და­სახ­ვე­წია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სი გახ­დეს, თუნ­დაც გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბით და ა.შ. ამა­ვე დროს, ვმუ­შა­ობ წიგნ­ზე, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ვინც ფი­ნან­სე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

– ამ კუ­თხით, რას ურ­ჩევ მთავ­რო­ბას?

– ამ ეტაპ­ზე რჩე­ვის მი­ცე­მა რთუ­ლია, რად­გან გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში ვართ. რაც ვნა­ხე და მო­მე­წო­ნა, თა­ვი­სუფ­ლად ხდე­ბა ინ­ვეს­ტი­ცე­ბის შე­მოს­ვლა. ზოგ ქვეყ­ნებ­ში როცა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­ტა­ნა გინ­და, დიდი გა­და­სა­ხა­დე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ აზია, ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­სა­ყი­დად რომ გა­იყ­ვა­ნო, გან­ბა­ჟე­ბის 100 % უნდა გა­და­ი­ხა­დო. ბევ­რი ამ­ბობს ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რაში გა­მოგ­ვად­გე­ბაო, პირ­ვე­ლი, რაც მო­ვი­ძიე და გა­მე­ხარ­და არის ის, რომ ჩვენ მალე შევ­ძლებთ თა­ვი­სუ­ფალ ვაჭ­რო­ბას ევ­რო­პას­თან. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მეტი კომ­პა­ნია შე­მო­ვა. პი­რა­დად ვიც­ნობ ბევრ ადა­მი­ანს, ვი­საც შე­მო­ტა­ნა უნდა რა­ღა­ცის ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ რად­გან არ გვაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა, უარს ამ­ბო­ბენ, იმე­დი მაქვს განვვი­თარ­დე­ბით. ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა ბევ­რს ვი­ზე­ბის გა­მარ­ტვე­ბა ჰგო­ნია, მგო­ნი ეს ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლოა. კო­დექ­სებ­ში და სა­მარ­თალ­ში ვერ ვერ­კვე­ვი, მაგ­რამ ჩვენ მათ შო­რის მეც, თუ არ ვის­წავ­ლე სხვა ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა თა­ვი­სი რწმე­ნის და სხვა რა­მის მი­უ­ხე­და­ვად, პა­ტი­ვი თუ არ ვე­ცით და გავ­რი­ყეთ, რა ევ­რო­კავ­შირ­ზეა სა­უ­ბა­რი? ჩვენ­თან სამ­წუ­ხა­როდ ცუდი ტენ­დენ­ცი­აა, ხალ­ხი ორ­ნა­წი­ლად არის გა­ყო­ფი­ლი და ხო­ცა­ვენ ერ­თმა­ნეთს. ევ­რო­პა­ში 5 პარ­ტი­აა, მაგ­რამ არა­ვინ არ ჭამს ერ­თმა­ნეთს. თუ არ მი­ვუ­ჩი­ნეთ პო­ლი­ტი­კას თა­ვი­სი, კულ­ტუ­რას თა­ვი­სი ად­გი­ლი, ისე ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლას აზრი არ აქვს. ძა­ლი­ან მინ­და ვი­ხი­ლო ჩემი ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში, მაგ­რამ მარ­თლა ბევ­რი გა­მოც­და გვაქვს ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი, ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა არა­ფერს მოგ­ვცემს. არ მგო­ნია, ასე მარ­ტი­ვი იყოს. ბევ­რი რა­ღაც გვაქვს თუნ­დაც ბიზ­ნე­სის მხრივ და­სა­ლა­გე­ბე­ლი. ევ­როკვშირ­ში ყოფ­ნა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და ბევრ რა­ღა­ცა­ზე უნდა და­ფიქ­რდეს ადა­მი­ა­ნი. ჩა­ვი­ხე­დე ფრან­გულ პო­ლი­ტი­კა­ში და სა­ინ­ტე­რე­სოა, პა­რა­ლე­ლებს რომ ვავ­ლებ, ვხვდე­ბი, რა ჯან­სა­ღია იქა­უ­რი პო­ლი­ტი­კა, კი ბა­ტო­ნო, უნდა იყოს პო­ზი­ცია და ოპო­ზი­ცია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნე­თი არ უნდა ჩა­დონ მი­წა­ში. პა­რიზ­ში ცხოვ­რე­ბით ვრწმუნ­დე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნო­ბის ფასი არა­ფე­რი არ არის. სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის მე­გო­ბა­რი მყავს, მე პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტი ვარ, წიგნს რომ გა­დაშ­ლი, წე­რია რომ ფული არის მეფე, მაგ­რამ ასე არ არის. მყავს ძა­ლი­ან მდი­და­რი მე­გობ­რე­ბი, მაგ­რამ არ არი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი. ფული სა­ჭი­როა არ­სე­ბო­ბის­თვის, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ გაქვს, აზრი არ აქვს ამას. თბი­ლის­ში სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ­დი ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ რაც სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვე­დი, სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ.

– ბედ­ნი­ე­რი ხარ?

– კი, მარ­ტო იმი­ტომ, რომ ვარ ჯან­მრთე­ლი. როცა ქუ­ჩა­ში ვხე­დავ ინ­ვა­ლი­დებს, მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბი ღმერ­თს, ხომ შე­იძ­ლე­ბა მეც ისე­თი დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი? ვთვლი, რომ ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, რად­გან ჯან­მრთე­ლი ვარ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბო­ლომ­დე ბედ­ნი­ე­რი იყოს ადა­მი­ა­ნი? არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი და ოც­ნე­ბა არ ექ­ნე­ბა. რთუ­ლია მო­წყდე ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას და წახ­ვი­დე აქე­დან მარ­ტო, მაგ­რამ ეს გაძ­ლი­ე­რებს შემ­დეგ. ამ­ბო­ბენ უცხო­ეთ­ში წა­სუ­ლე­ბი ჟმოტ­დე­ბი­ა­ნო, უბ­რა­ლოდ ფუ­ლის ფასს ვსწავ­ლობთ. ადრე შე­მეძ­ლო 300 ევრო მი­მე­ცა ფეხ­საც­მელ­ში, დღეს ამას არ გა­ვა­კე­თებ, ადრე შე­იძ­ლე­ბა მე­გო­ნა, რომ არ­მა­ნი ან სხვა ბრენ­დი უნდა გცმო­და, მაგ­რამ ახლა ასე არ ვფიქ­რობ. თა­ვად ვქმნი მო­დას, არ ვი­ცო­დი არც საჭ­მლის გა­კე­თე­ბა, არც და­ლა­გე­ბა, აბა­ზა­ნის გა­ხეხ­ვა, სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ლა­გე­ბა, უკვე ყვე­ლა­ფე­რი ვის­წავ­ლე. შო­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩანს, მაგ­რამ ბევ­რი სტრე­სი მაქვს გა­მოვ­ლი­ლი, თან პა­რი­ზიც სტრე­სუ­ლი ქა­ლა­ქია. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ პი­რა­დი არ მაქვს აწყო­ბი­ლი. სე­რი­ო­ზუ­ლი პარტნი­ო­რის ყოლა სამ­სა­ხუ­რის ტოლ­ფა­სია, თან კა­რი­ე­რის­ტი ვარ და ვერ ვუ­თავ­სებ ერ­თმა­ნეთს. ევ­რო­პა­ში რთუ­ლია მე­გობ­რის პოვ­ნაც კი. ალ­ბათ, ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა, აღარ გენ­დო­ბი­ან. მით უმე­ტეს, რომ გა­ი­გე­ბენ ქარ­თვე­ლი ხარ. ჩე­ხეთ­ში ერთი წელი ვე­ლო­დი სა­ბუ­თებს. არც არა­ლე­გა­ლი ვი­ყა­ვი, არც ლე­გა­ლი და სა­ბუ­თებს არ მაძ­ლევ­დნენ. პირ­და­პირ მი­თხრეს, სხვა ერის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რომ იყოთ მაქ­სი­მუმ ორ თვე­ში მოგ­ცემ­დით სა­ბუ­თებ­სო, მერე მივ­წე­რე გი­ჩივ­ლებ-თქო და გავ­ხდი რე­ზი­დენ­ტი.

– ვინ აფი­ნან­სებს შენს ცხოვ­რე­ბას ევ­რო­პა­ში?

– ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ვსწავ­ლობ. ამე­რი­კა მა­ფი­ნან­სებს. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა მიც­ნობს, რად­გან ბევრ კი­თხვას ვსვამ. უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი სწავ­ლობს ჩემ­თან, კერ­ძო და და­ხუ­რუ­ლი ბიზ­ნეს სკო­ლაა. 4 წლის წინ გავ­გზავ­ნე სა­ბუ­თე­ბი, მაგ­რამ ასა­კის გამო არ და­მა­ფი­ნან­სეს და მე­ო­რედ როცა გავ­გზავ­ნე, და­მა­ფი­ნან­სეს. ამი­ტო­მაც დავ­თან­ხმდი დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლას.

– პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას ხომ არ აპი­რებ?

– არ მინ­და პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ­დი სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრს, ერთი წლის წინ არა­სამ­თავ­რო­ბო გა­ვა­კე­თე. "დაც­ვა და ზრუნ­ვა" ასე ჰქვია ჩემს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე მინ­და მუ­შა­ო­ბა. ჯერ არა­ფერს ვა­კე­თებთ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა კარ­გი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას გა­ე­ცი­ნოს, მაგ­რამ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში პრე­ზერ­ვა­ტივ­ში ფულს არ უნდა იხ­დი­დეს ახალ­გაზ­რდა, არ ხდე­ბა უსაფრ­თხო სექ­სის პრო­პა­გან­და, არ არის აღ­წე­რი­ლი ზუს­ტად რამ­დე­ნია შიდსით ან ცე ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბევ­რმა არ იცის, რო­გორ უნდა და­ა­ვად­დე ამით, არ არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ამ მხრივ. ჩე­ხეთ­შიც ცოტა ხნის წინ გა­იხ­სნა ცენ­ტრი, სა­დაც ხდე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბა უსაფრ­თხო სექსზე. მსგავს რა­მეს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი.

– ბი­ნის ქი­რას ვინ გიხ­დის?

– ბი­ნის ნა­წილს სა­ხელ­მწი­ფო მი­ფი­ნან­სებს. რად­გან ჩე­ხე­თის რე­ზი­დენ­ტი ვარ, ვმუ­შა­ობ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე. ჩვენ­თან იყო ასე­თი ტენ­დენ­ცია, თუ უცხო­ე­ლი იყა­ვი, მეტი პრი­ო­რი­ტე­ტი გე­ნი­ჭე­ბო­და, ჩვენ კი მათ­თვის მე­სა­მე ქვე­ყა­ნა ვართ. რო­გორც ქვე­ყა­ნამ, პირ­ველ რიგ­ში, შენი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ზე უნდა გა­ა­კე­თო აქ­ცენ­ტი.

– დაბ­რუ­ნე­ბას რო­დის აპი­რებ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

– ყვე­ლას თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა აქვს. უცხო­ეთ­ში ვე­რად­როს ვიქ­ნე­ბით ისე, რო­გორც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. მაგ­რამ თუ გა­ვი­და წლე­ბი და ვერ და­ვი­ნა­ხე ბევრ რა­მე­ში ცვლი­ლე­ბა, ვერ დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ აფინანსებს ჯაბა ქარსელაძის ძვირადღირებულ ცხოვრებას საფრანგეთში და აპირებს თუ არა მომღერალი პოლიტიკაში მოსვლას

ვინ აფინანსებს ჯაბა ქარსელაძის ძვირადღირებულ ცხოვრებას საფრანგეთში და აპირებს თუ არა მომღერალი პოლიტიკაში მოსვლას

მომღერალი ჯაბა ქარსელაძე უკვე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს. სიმღერას თავი დაანება და მთელ დროს სწავლას უთმობს. ახლა პარიზის პრესტიჟულ ბიზნესსკოლაში დოქტორანტურაში სწავლობს. ქარსელაძე თბილისში სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

- ამჟამად ვარ პარიზში, ვსწავლობ დოქტორანტურაში, დისერტაცია უნდა დავიცვა, შევარჩიე თემა "ბიზნესგარემო საქართველოში". ვფიქრობ, უფრო ადვილად შევძლებ საქართველოში ინფორმაციის მოპოვებას ბიზნესის გარემოს შესახებ. მგონი, ამ თემაზე დისერტაცია არავის დაუცვია და საინტერესო იქნება. რაღაც წლები, რომ გავა, იმედია დავბრუნდები საქართველოში და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ამ თემის გაკეთება, კიდევ უფრო მეტი ინვესტორი რომ მოვიზიდოთ. ბევრმა ინვესტორმა არ იცის საქართველოს შესახებ, ჯერ კიდევ რუსეთის ტერიტორია ვგონივართ. თუ გავიხსნებთ ათი წლის წინანდელ დროს, ბევრი ბრენდი არ იყო საქართველოში. დღეს კი ბევრი მსოფლიო ბრენდია შემოსული ქვეყანაში, წარმატებული ბიზნესგარემო რომ არ გვქონდეს, არ შემოვიდოდა ეს ბრენდები. უბრალოდ, ვთვლი, რომ დასახვეწი და გასამართია რაღაცეები და სწორედ ჩემს ხედვას დავამატებ ჩემს სადისერტაციო ნაშრომში. თითქმის ყველა საერთაშორისოდ აღარებული სასტუმრო შემოსულია. ჩემი აზრით, რაღაცეები დასახვეწია, როგორ შეიძლება უკეთესი გახდეს, თუნდაც გადასახადების შემცირებით და ა.შ. ამავე დროს, ვმუშაობ წიგნზე, რომელიც იქნება სახელმძღვანელო იმ სტუდენტებისთვის, ვინც ფინანსებით არის დაინტერესებული.

– ამ კუთხით, რას ურჩევ მთავრობას?

– ამ ეტაპზე რჩევის მიცემა რთულია, რადგან გარდამავალ პერიოდში ვართ. რაც ვნახე და მომეწონა, თავისუფლად ხდება ინვესტიცების შემოსვლა. ზოგ ქვეყნებში როცა ინვესტიციების შეტანა გინდა, დიდი გადასახადებია დაწესებული, მაგალითად, ავიღოთ აზია, ავტომობილი გასაყიდად რომ გაიყვანო, განბაჟების 100 % უნდა გადაიხადო. ბევრი ამბობს ასოცირების ხელშეკრულება რაში გამოგვადგებაო, პირველი, რაც მოვიძიე და გამეხარდა არის ის, რომ ჩვენ მალე შევძლებთ თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან. დარწმუნებული ვარ, მეტი კომპანია შემოვა. პირადად ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვისაც შემოტანა უნდა რაღაცის ქვეყანაში, მაგრამ რადგან არ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, უარს ამბობენ, იმედი მაქვს განვვითარდებით. ევროკავშირში შესვლა ბევრს ვიზების გამარტვება ჰგონია, მგონი ეს ყველაზე უმნიშვნელოა. კოდექსებში და სამართალში ვერ ვერკვევი, მაგრამ ჩვენ მათ შორის მეც, თუ არ ვისწავლე სხვა ადამიანის პატივისცემა თავისი რწმენის და სხვა რამის მიუხედავად, პატივი თუ არ ვეცით და გავრიყეთ, რა ევროკავშირზეა საუბარი? ჩვენთან სამწუხაროდ ცუდი ტენდენციაა, ხალხი ორნაწილად არის გაყოფილი და ხოცავენ ერთმანეთს. ევროპაში 5 პარტიაა, მაგრამ არავინ არ ჭამს ერთმანეთს. თუ არ მივუჩინეთ პოლიტიკას თავისი, კულტურას თავისი ადგილი, ისე ევროკავშირში შესვლას აზრი არ აქვს. ძალიან მინდა ვიხილო ჩემი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ მართლა ბევრი გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი, ევროკავშირში შესვლა არაფერს მოგვცემს. არ მგონია, ასე მარტივი იყოს. ბევრი რაღაც გვაქვს თუნდაც ბიზნესის მხრივ დასალაგებელი. ევროკვშირში ყოფნა პასუხისმგებლობაა და ბევრ რაღაცაზე უნდა დაფიქრდეს ადამიანი. ჩავიხედე ფრანგულ პოლიტიკაში და საინტერესოა, პარალელებს რომ ვავლებ, ვხვდები, რა ჯანსაღია იქაური პოლიტიკა, კი ბატონო, უნდა იყოს პოზიცია და ოპოზიცია, მაგრამ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა ჩადონ მიწაში. პარიზში ცხოვრებით ვრწმუნდები, რომ ადამიანობის ფასი არაფერი არ არის. სხვადასხვა სოციალური ფენის მეგობარი მყავს, მე პროფესიით ფინანსისტი ვარ, წიგნს რომ გადაშლი, წერია რომ ფული არის მეფე, მაგრამ ასე არ არის. მყავს ძალიან მდიდარი მეგობრები, მაგრამ არ არიან ბედნიერები. ფული საჭიროა არსებობისთვის, მაგრამ თუ ადამიანური ურთიერთობები არ გაქვს, აზრი არ აქვს ამას. თბილისში სხვანაირად ვუყურებდი ყველაფერს, მაგრამ რაც საქართველოდან წავედი, სხვანაირად ვუყურებ.

– ბედნიერი ხარ?

– კი, მარტო იმიტომ, რომ ვარ ჯანმრთელი. როცა ქუჩაში ვხედავ ინვალიდებს, მადლობას ვეუბნები ღმერთს, ხომ შეიძლება მეც ისეთი დავბადებულიყავი? ვთვლი, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ჯანმრთელი ვარ. როგორ შეიძლება ბოლომდე ბედნიერი იყოს ადამიანი? არანაირი სურვილი და ოცნება არ ექნება. რთულია მოწყდე ყოველდღიურ ცხოვრებას და წახვიდე აქედან მარტო, მაგრამ ეს გაძლიერებს შემდეგ. ამბობენ უცხოეთში წასულები ჟმოტდებიანო, უბრალოდ ფულის ფასს ვსწავლობთ. ადრე შემეძლო 300 ევრო მიმეცა ფეხსაცმელში, დღეს ამას არ გავაკეთებ, ადრე შეიძლება მეგონა, რომ არმანი ან სხვა ბრენდი უნდა გცმოდა, მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ. თავად ვქმნი მოდას, არ ვიცოდი არც საჭმლის გაკეთება, არც დალაგება, აბაზანის გახეხვა, სამზარეულოს დალაგება, უკვე ყველაფერი ვისწავლე. შორიდან ყველაფერი კარგად ჩანს, მაგრამ ბევრი სტრესი მაქვს გამოვლილი, თან პარიზიც სტრესული ქალაქია. თუნდაც იმიტომ, რომ პირადი არ მაქვს აწყობილი. სერიოზული პარტნიორის ყოლა სამსახურის ტოლფასია, თან კარიერისტი ვარ და ვერ ვუთავსებ ერთმანეთს. ევროპაში რთულია მეგობრის პოვნაც კი. ალბათ, ცხოვრებამ მოიტანა, აღარ გენდობიან. მით უმეტეს, რომ გაიგებენ ქართველი ხარ. ჩეხეთში ერთი წელი ველოდი საბუთებს. არც არალეგალი ვიყავი, არც ლეგალი და საბუთებს არ მაძლევდნენ. პირდაპირ მითხრეს, სხვა ერის წარმომადგენელი რომ იყოთ მაქსიმუმ ორ თვეში მოგცემდით საბუთებსო, მერე მივწერე გიჩივლებ-თქო და გავხდი რეზიდენტი.

– ვინ აფინანსებს შენს ცხოვრებას ევროპაში?

– ძალიან ძვირადღირებულ სასწავლებელში ვსწავლობ. ამერიკა მაფინანსებს. ყველაზე პატარა ვარ, მაგრამ ყველა მიცნობს, რადგან ბევრ კითხვას ვსვამ. უამრავი წარმატებული ბიზნესმენი სწავლობს ჩემთან, კერძო და დახურული ბიზნეს სკოლაა. 4 წლის წინ გავგზავნე საბუთები, მაგრამ ასაკის გამო არ დამაფინანსეს და მეორედ როცა გავგზავნე, დამაფინანსეს. ამიტომაც დავთანხმდი დოქტორანტურაში სწავლას.

– პოლიტიკაში მოსვლას ხომ არ აპირებ?

– არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებდი საკონსულტაციო ცენტრს, ერთი წლის წინ არასამთავრობო გავაკეთე. "დაცვა და ზრუნვა" ასე ჰქვია ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციას. სოციალურ პროექტებზე მინდა მუშაობა. ჯერ არაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ყოველთვის შეიძლება კარგი მიზნებისთვის გამოყენება. შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ 21-ე საუკუნეში პრეზერვატივში ფულს არ უნდა იხდიდეს ახალგაზრდა, არ ხდება უსაფრთხო სექსის პროპაგანდა, არ არის აღწერილი ზუსტად რამდენია შიდსით ან ცე ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი საქართველოში. ბევრმა არ იცის, როგორ უნდა დაავადდე ამით, არ არიან ქართველები ინფორმირებული ამ მხრივ. ჩეხეთშიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა ცენტრი, სადაც ხდება ინფორმირება უსაფრთხო სექსზე. მსგავს რამეს დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი.

– ბინის ქირას ვინ გიხდის?

– ბინის ნაწილს სახელმწიფო მიფინანსებს. რადგან ჩეხეთის რეზიდენტი ვარ, ვმუშაობ ნახევარ განაკვეთზე. ჩვენთან იყო ასეთი ტენდენცია, თუ უცხოელი იყავი, მეტი პრიორიტეტი გენიჭებოდა, ჩვენ კი მათთვის მესამე ქვეყანა ვართ. როგორც ქვეყანამ, პირველ რიგში, შენი ქვეყნის მოქალაქეზე უნდა გააკეთო აქცენტი.

– დაბრუნებას როდის აპირებ საქართველოში?

– ყველას თავისი ქვეყანა აქვს. უცხოეთში ვერადროს ვიქნებით ისე, როგორც ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ თუ გავიდა წლები და ვერ დავინახე ბევრ რამეში ცვლილება, ვერ დავბრუნდები საქართველოში.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება