ეროსი კიწმარიშვილი საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ. კიწმარიშვილი საბურთალოს პანთეონში "რუსთავი 2"-ის შენობიდან გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ოჯახის წევრებს მეგობრებთან ერთად პოლიტიკოსებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიუსამძიმრეს.
ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: ემოციური კადრები: ეროსი კიწმარიშვილს მეუღლე - ია კიწმარიშვილი და შვილები ემშვიდობებიან